x
ინკლუზიური განათლების არსი და დასავლეთის გამოცდილება

თავდაპირველად მნიშვნელოვანია განვმარტოთ ინკლუზიური განათლება, თუ ვინ საჭიროებს მას,
რატომ არსებობს ის და რა კავშირი აქვს ევროპასთან ამ საკითხს. ინკლუზია პირდაპირი თარგმანით ინგლისურიდან ნიშნავს ჩართვას, ჩართულობას,

თუმცა მისი მნიშვნელობა სინამდვილეში ბევრად უფრო დიდი და მრავლისმომცველია, იკლუზია ნიშნავს განათლებას შეუზღუდავ გარემოში, ანუ გარემოში, სადაც თითოეული ადამიანის უფლება დაცულია. ინკლუზიური განათლების მოდელი ეფუძნება იმ პრინციპს, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.



მსოფლიომ არც თუ დიდი ხანია, რაც დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც

განსხვავებულნი იყვნენ და არიან,
უარყოფილნი იყვნენ საზოგადოების მხრიდან ყველა ქვეყანაში. მათ ხშირად ექცეოდნენ, როგორც უცხოებს, რის შედეგადაც უვითარდებოდათ არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც მეტისმეტად ართულებდა სკოლაში განათლების მიღებას. დროთა განმავლობაში შეიქმნა სპეციალური სკოლები, სკოლა ინტერნატები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, მსგავს დაწესებულებებში ხშირი იყო სერიოზული დარღვევები, რადგან მომუშავე პერსონალი იყო არაპროფესიონალი,

ადგილი ჰქონდა ძალადობას და კრიმინალიზმს. შემდეგ შეიქმნა რეფორმატორული სკოლები და თავშესაფრები, მაგრამ დრომ აჩვენა,
რომ არც ეს იყო საკმარისი ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალიზაციისთვის. ამის შემდეგ უკვე დაიწყო პერიოდი რომელსაც სიმბოლურად „ნორმალიზაციას“ უწოდებენ. ნორმალიზაცია გულისხმობს შემდეგს, რომ საზოგადოებამ თითოეული ადამიანი, თითოეული

პიროვნება უნდა მიიღოს, შეითვისოს ისეთი,
როგორიც არის,
რომ განსხვავებულობა ქმნის მრავალფეროვნებას და თითოეული ადამიანი განსხვავებულია თავისი შესაძლებლობებით, მხოლოდ გარემოშია სხვაობა, გარემომ უნდა შექმნას ყველა პირობა შესაძლებლობების გამოვლენისათვის, რათა თითოეულმა ადამიანმა თავი იგრძნოს მნიშვნელოვან, აუცილებელ და სოციალურად განვითარებულ პიროვნებად. წარსულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლების საკითხი ეხებოდათ მხოლოდ ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროებს, დღეს კი

ყველა დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი ეხება მხოლოდ და მხოლოდ განათლების სამინისტროს, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვალდებულება კი სამედიცინო მომსახურეობით უზრუვნელყოფაა. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფლებების გვერდით აქვთ გარკვეული მოვალეობები ხალხის,
სახელმწიფოს წინაშე,
რადგანაც ისინი არიან სრულფასოვანი მოქალაქეები, რადგან არსებობს პოზიტიური დისკრიმინაციის რისკი,
როცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები გარკვეულწილად გადამეტებულია სხვა მოქალაქეების უფლებებზე, რაც ასევე დაუშვებელია. აუცილებელია მათი სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბება, რომელიც მოვალეობების დაკისრებასაც გულისხმობს, აგრეთვე განსხვავებულობის ცნების აღმოფხვრა და მრავალფეროვნების აღიარება.



ყველაფერი ზემოთ მოთხრობილი განვავრცე, რათა ზუსტი წარმოდგენა გქონოდათ ინკლუზიის მნიშვნელობასა და ინკლუზიური განათლების არსზე.
ახლა კი განვიხილოთ ის,
თუ რატომ მაინც და მაინც ევროპა.
როგორც აღვნიშნე ღესდღეობით საქართველო

მიისწრაფის დემოკრატიისკენ, ანუ მმართველობის ისეთი ფორმისკენ, რომელშიც მთავარი მმართველი ძალა ხალხის აზრია.
ეს საკმაოდ რთული,
გრძელი, წინააღმდეგობებით სავსე გზაა და ამ გზის გასავლელად ჩვენ მეგობრად, დამხმარედ და გვერდში მდგომად გვესაჭიროება ევროპა.
დიახ, ევროპა,
რადგან მან დიდი ხანია,
რაც ეს გზა გაიარა და რაც მთავარია წარმატებით. უნდა აღინიშნოს, რომ ის მზად არის დასახმარებლად, იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც დააგროვა. ქვემოთ მოყვანილია შშშმ და სსსმ პირთა უფლებების დასაცავად მიღებული ის კანონები, რომლებიც აღსანიშნავი და დასაფასებელია:

1948 წ.- ადამიანების უფლებების საყოველთაო

დეკლარაცია;

1989 წ.- გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია;

1990 წ.- ჯომთენის (ტაილანდი) მსოფლიო კონფერენცია

„განათლება ყველასთვის“, რომელმაც ჩამოაყალიბა შემდეგი ძირითადი მიზნები: ყველა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა ისწავლოს სასკოლო დაწესებულებაში;ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს შესაფერისი განათლება.

1993 წ.- სტანდარტული

წესები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანასწორუფლებიანობის შესახებ;

2000 წ.- დაკარის დეკლარაცია და მოქმედების გეგმა;

2006 წ.- გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების

მქონე პირთა უფლებების შესახებ.









შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განათლების თვალსაზრისით ყველაზე მნიშველოვანი დოკუმენტებია სალამანკას დეკლარაცია, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისშესახებ კონვენცია, რადგან მათში გაჟღერდა ახალი მიდგომა ძველ კონცეფციებთან ერთად.

ყურადღებას გავამახვილებ ბავშვის უფლებების გაეროს კონვენციის ძირითად

პრინციპებზე, ესენია: სახელის და მოქალაქეობის უფლება;სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება;დაწყებითი განათლების საყოველთაო დასავალდებულო ხასიათი;პატივისცემით მოპყრობის უფლება და სასკოლო დისციპლინის ადამიანურ ღირსებებზე დაფუძნება;დასვენების, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის და

გართობის უფლება. ასევე მინდა წარმოვადგინო უფრო დაწვრილებით სალამანკას დეკლარაციაში ასახული უფლებები და პრინციპები, რადგან ის უშუალოდ ეხება ინკლუზიურ განათლებას, ესენია: ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს ინკლუზიურ კლასში;ყველა ბავშვს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა მოხდეს მისი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება;ინკლუზიური განათლების განხორციელება სათანადო პირობებით უზრუნველყოფს მასში ჩართულ ბავშვებს;ინკლუზიური განათლება განაპირობებს ინკლუზიური საზოგადოები წარმოშობასა და ეფექტურობას. როგორც ვხედავთ, კონვენციებში ხშირად არიან ხაზგასმით აღნიშნული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მინდა განვმარტო, რათა დაბნეულობა არ გამოიწვიოს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები შეიძლება იყვნენ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ასევე ტიპური განვითარების

მქონე ბავშვები. ინკლუზიური განათლება შიეძლება დასჭირდეს პირს, რომელიც უბრალოდ ჩამორჩა კურიკულუმს და დროებით ესაჭიროება განსაკუთრებული მიდგომა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ამიტომ ამ ორ ცნებას ერთმანეთთან ნუ გავაიგივებთ. აგრეთვე მინდა დავძინო მათ შორის არსებული განსხვავების დასაფიქსირებლად, რომ შშშმ პირი არის სტატუსი, ხოლო სსსმ პირი არ წარმოადგენს სტატუსს, რომელიც მიენიჭება მოქალაქეს საჭიროების შემთხვევაში.



1994 წელს სალამანკას დეკლარაციამ და 2006 წელს გაერთიანებული ერების ორგა-ნიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების კონვენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანთა

განათლებისადმი დამოკიდებულება. ბევრი კვლევის მონაცემი ადასტურებს, რომ აუცილებელია ინკლუზიური საგანმანათლებლო გეგმისა და მის საფუძველზე შემუშავებული პროგრამის სახელმწიფო პოლიტიკის დონემდე აყვანა. იმისათვის, რომ ინკლუზია განხორციელდეს აუცილებელია პოლიტიკა, საკანონმდებლო აქტები, კანონმდებლობა და ეკონომიკა. მეტა-ანალიზი და კვლევები გვიჩვენებენ, რომ სინერგიის პრინციპის დანერგვა სკოლებში ძალიან მომგებიანია, დადებითად მოქმედებს

ყველა ბავშვზე, როგორც სსსმ პირებზე, ისე ტიპური განვითარების მოსწავლეებზე. ზოგიერთი ქვეყანა ინტეგრირებულ კლასებს იყენებს, ზოგიერთი რიყავს ამ მოდელს, ასევე არსებობენ ქვეყნები, სადაც ორივე მოდელის ნაზავია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მოდელს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე შვეცდები ავხსნა თუ რა სხვაობაა ინტეგრაციას და ინკლუზიას შორის. ინტეგრაცია გულისხმობს ბავშვის სკოლის და სასკოლო სისტემის მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან შეგუებას, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვის ყურადღების ცენტრში მოქცევას, კურიკულუმზე ორიენტირებას, მასწავლებლის მიერ დაგეგმილ გაკვეთილს. ინკლუზია

კი მოიცავს შემდეგს, რომ სკოლამ და სასკოლო სისტემამ მუდმივად უნდა განიცადოს რეფორმები თითოეული ბავშვის საჭიროებების და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ყურადღების ცენტში უნდა იყოს სასკოლო ოთახში მყოფი თითოეული ბავშვი და მათი საჭიროებები, უნდა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა, მეთოდები და დავალებები, ასევე ინკლუზია მოიცავს ხელმისაწვდომობას (ფიზიკური, კულტურული, ინფორმაცია), მონაწილეობას, მეგობრულ გარემოს, გაზიარებას და

არა მეტოქეობას, პროცესში ჩართული სუბიექტების სულიერ გამდიდრებას. ინტეგრაციის პროცესში ადამიანები ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ხოლო ინკლუზიის დროს პროცესში ჩართულია ყველა სუბიექტი და შესაბამისად სოციალურად ვითარებდა თითოეული მათგანი. კვლევები, რომლებიც ინკლუზიური განათლების ირგვლივ ჩატარდა უჩვენებს ფაქტორთა იმ სიმრავლეს,

რომლებბიც ჩართულია ინკლუზიის კვლევაში. კვლევის პროცესში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პროგრამის ხარისხი, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ფაქტორები, ქვეყნის კანონმდებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინკლუზიური განათლების ირგვლივ არსებული პრობლემური საკითხების კვლევისას რაოდენობრივი კვლევის მეთოდს ენიჭება უპირატესობა, ტარდება ექსპერიმენტული

კვლევები, იყენებენ კვაზი-ექსპერიმენტულ დიზაინსაც. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კვლევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნის პოლიტიკას ინკლუზიური განათლების მიმართ, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდექსებს, კანონმდებლობას. სკანდინავიისა და სხვა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა განათლების სფეროში განსაზღვრავს ბავშვის, როგორც ინდივიდის მოვალეობებს. ეს ნიშნავს, რომ სასკოლო დაწესებულებები ემსახურება სამ ძირითად მიზანს, ესენია: შექმნან ღირსეული და შესაფერისი გარემო ყველა ბავშვისა და ახალგა-ზრდისათვის; მოამზადონ ისინი მომავალი ცხოვრებისათვის; ხელი შეუწყონ მათი კულტურული და სოციალური ფასეულობების შენარჩუნებას და გადაფასებას.



სოციალური განვითარების პერსპექტივა ეწინააღმდეგება საზოგადოების დაყოფას და სხვადასხვა ჯგუფებად დანაწილებას, რადგან ის გულისხმობს ჰეტეროგენურობას

და არა ჰომოგენურობას, რათა სოციალურად განვითარდეს თითოეული ინდივიდი. სოციალური განვითარება ეყრდნობა იმ პრინციპს, რომ ყოველი მოსწავლის ინდივიდუალობისადმი უნდა იყოს პატივისცემა გამოვლენილი და მათი განსხვავებულობის განხილვა უნდა მოხდეს, როგორც რესურსის დანახვა და არა როგორც პრობლების. მისი ძირითადი მამოძრავებელი პრინციპი არის მრავალფეროვნების, როგორც სასწავლო პროცესის მთავარი ღისრების ხელშეწყობა.



ბრიტანულ სკოლებში დამატებითი აქტივობებია წახალისებული, მაგალითად: ცეკვის, ხატვის, დრამატურგის წრეები, სადაც ექსპრესია განიხილება, როგორც ემოციების გამოხატვის ჯანსაღი გზა.



ვფიქრობ და ვიმედოვნებ ბევრი დამეთანხმება, რომ განათლება ის სფეროა, რომელიც წარმართავს სახელმწიფოს, განათლება ჩემთვის სინათლე, თავისუფლება, დამო-უკიდებლობა, საკუთარი თავის რწმენა, ანუ ბედნიერებაა. ჩვენ სახელმწიფოს ბევრ სფეროში სჭირება დახმარება და ერთ-ერთი ყველაზე, პირადად ჩემთის კი უპირველესი

სფერო, განათლებაა. თვითონ განათლებაში კი ყველაზე მტკივნეულია ის საკითხი, რომ ყველას არ შეუძლია სწავლა საჯარო და სპეციალური პროფილის სკოლაში. მხოლოდ იურიდიული კონტექსტის უზრუნველყოფა არ არის საკმარისი, რადგან რეალურ ცხოვრებაში თითქმის არ ხორციელდება ის საკითხები, რომელიც კანონით დადასტურებულია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არც კანონია იდეალური, მასშიც არსებობს ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.



ვფიქრობ, დრო მოვიდა განვიხილოთ საქართველო, რადგან გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ ინკლუზიურ განათლებაზე. საქართველო ვერ დაიტრაბახებს ინკლუზიური განათლების განვითარების მაღალი დონით, თუმცა შეუძლია იამაყოს იმ ფაქტით, რომ ბევრი ქვეყანა არც კი ცდილობს მის დანერგვას, ჩვენ კი შევეჭიდეთ ამ დაბრკოლებებით

სავსე გზას. საქართველოში ინკლუზიური განათლება განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად 2006 წლიდან იქცა. საქართველოში 2006 წლიდან დაწყებული ზოგადი განათლების საფეხურზე და 2013 წლიდან პროფესიული განათლების საფეხურზეც ინკლუზიური განათლების მოდელით სწავლება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებად განიხილება. ინკლუზიური განათლების მიმართულება შეიქმნა 2009 წლის აგვისტოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მიმართულების მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების

ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგადასაგანმანათლებლო, მათ შორის სპეციალური პროფილის მქონე სკოლებში. ხელშეწყობა სპეციალური პროფილის მქონე სკოლებისთვის, რომ მათ მიიღონ აქტიური მონაწილეობა ინკლუზიური განათლების

დანერგვაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისთროს პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ჩატარდა რეგინული კონფერენციები ინკლუზიური განათლების შესახებ საქართველოს ოთხ რეგიონში: შიდა

ქართლი, კახეთი, იმერეთი და აჭარა. კონფერენციები გამიართა თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. საქართველოში 15 სპეციალური პროფლის სკოლაა, ორი სკოლა არის ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ერთი არის მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, ერთი ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ორი ქცევის და ემოციური დარღვევის

მქონე მოსწალეებისთვის, მათგან ერთი კოლონიის ტიპის დაწესებულებაა და მასში

მოსწავლეების ჩარიცვა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსწავლეთა კრიმინალური ქმედებების საფუძველზე, რვა სკოლა ემსახურება ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეებს, საქართველოში ასევე არის სპეციალური პროფილის მქონე სკოლა განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეებითვის, კერძოდ კომაროვის სახელობის N199 სკოლა–პანსიონური მომსახურებით. ზემოთ ჩამოთვლილი 15 სკოლიდან ექვსი სკოლა თბილისშია განთავსებული.



საქართველოში ინკლუზიური განათლების რეფორმის შესაფასებლად ჩატარდა კვლევა, მაგრამ მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ინკლუზიური განათლების საკითხების კვლევა პრობლემურია. ძირითადი სირთულე ცვლადების ოპერაციონალიზაციაში მდგომარეობს.

ცნებები არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, საჭიროა მათი ზუსტი დეფინიცია. უნდა მოხდეს ცნებების დეტალურად გამიჯვნა ერთმანეთისგან და კატეგორიზება. დიდი სიფრთხილე გვმართებს ჩარევასა და პრობლემის დაძლევის სტრატეგიაზე საუბრისას, ეს ინდივიდუალური მიდგომაა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული შემთხვევა უნიკალურია. ჩარევის სანდო და ეფექტური ფორმის მოძებნა უფრო რთული ხდება, რაც უფრო რთულია შემთხვევა, რიგი შემთხვევებისა

მხოლოდ ინდივიდუალურ მიდგომას ექვემდებარება. კვლევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა ევროკავშირის ქვეყნებში 2009-2011 წლების მანძილზე ჩატარებული ფართომაშტაბიანი კვლევის „გზა ინკლუზიისკენ-ბარომეტრი“ კითხვარი და მეთოდოლოგია. სულ მონაწილეობა მიიღო ორასმა რესპონდენტმა. კითხვარი „გზა ინკლუზიისკენ-ბარომეტრი“ შევსებულ იქნა ათი ექსპერტის მიერ. აღნიშნული კითხვარის საშუალებით შესაძლებელია საქართველოსა და ევროპის ათი ქვეყნის

(ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ფინეთი, სლოვენია, პორტუგალია, ირლანდია, გერმანია, უნგრეთი) შედარებითი ანალიზის გაკეთება ცალკეულ პუნქტებზე დაყრდნობით. საქართველომ, როგორც ვხედავთ არც თუ დიდი ხანია, რაც დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა, შესაბამისად არსებობს მთელი რიგი წინააღმდეგობრივი ბარიერებისა. არ არსებობს სკოლების ფიზიკურ ადაპტაციასთან

დაკავშირებით რაიმე კანონი ან ნორმატიული აქტი, არ არის განსაზღვრული საკლასო ოთახების ზომები, დეფიციტია სპეციალური მასწავლებლების, აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს ადაპტური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა საჯარო სკოლებში. მხოლოდ სპეციალური პროფილის სკოლებშია შესაძლებელი ბრაილისა და ჟესტური ენის, კომუნიკაციისა და ორიენტაციის აუგმენტატური და ალტერნატიული ფორმების სწავლება. დღემდე არ არის დაზუსტებული ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა და სხვა საკითხები. 2013 წლის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 3543 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა რეგისტრირებული, 471 სწავლობს სპეციალური პროფილის საჯარო სკოლაში, ხოლო უმრავლესობა

ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში. პროცესი ვითარდება და არსებობს დიდი ცვლილებები, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. 2013-2016 წლების განათლების სამოქმედო გეგმის, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ სკოლაში ირიცხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სახე-ლმწიფო და/ან სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სულ მცირე, ერთი სპეციალური პედაგოგი ან ერთი სკოლის ფსიქოლოგი და სასწავლო მასალებით აღჭურვილი რესურს-ოთახი. საამაყოა ის ფაქტი, რომ 2009 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებს სთავაზობს ინკლუზიური

განათლების საკითხებთან დაკავშირებულ მრავალფეროვან ტრენინგებს. 2013 წლის თებერვლიდან განათლებისა და მეცნერების სამინისტრომ დაიწყო პროფესიული განათლების დონეზე ინკლუზიური განათლების მოდელის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.



შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზ-რუნველყოფის 2013-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში კი შეტანილ იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტები.image

0
775
შეფასება არ არის
ავტორი:თეკლა რატიანი
თეკლა რატიანი
775
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0