x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ გავარკვიოთ სარეცხის ფხვნილის ხარისხი მარტივად
image

ჩვენი სარეცხის სისუფთავე სწორედ სარეცხი საშუალებების დამსახურებაა, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ძვირადღირებული სარეცხის ფხვნილი მოლოდინს არ ამართლებს და ზოგ შემთხვევაში თავიდან გვიხდება უკვე დარეცხილი სარეცხის გარეცხვა.

ეს მარტივი ხერხი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რამდენად ხარისხიანი ფხვნილით სარგებლობთ:

გახსენით 1 ჭიქა წყალში 1 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი და მოათავსეთ მაგრად მოხარშული კვერცხის ცილის ნაჭერი მიღებულ ხსნარში.გააჩერეთ 24 საათი.


თუ ცილა უცვლელი დარჩა-ფხვნილი ნამდვილად უხარისხოა.

თუ ცილა დარბილდა და და სითხეში გახსნა დაიწყო-ფხვნილი კარგია მსუბუქად დასვრილი ფერადი სარეცხისთვის.

თუ ცილა მთლიანად გაიხსნა ხსნარში-ფხვნილი იდეალურია თეთრეულისა და ძალიან გაჭუჭყიანებული სარეცხისთვის.

image


თუ აღმოჩნდა, რომ უხარისხო ფხვნილი შეგიძენიათ, გირჩევთ გამოცვალოთ, რადგან უხარისხო ფხვნილით სარგებლობამ უფრო მეტი ხარჯი შეიძლება მოგიტანოთ, ვიდრე მისმა ერთჯერადმა ჩანაცვლებამ სხვა საშუალებით.


0
385
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0