x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გაიზომეთ თქვენი ხელი და ამით ბევრ საინტერესოს გაიგებთ საკუთარ თავზე!
ხელის ზომა საკმაოდ საინტერესო მოცემულობაა, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათსა და უნარებზე. მისი გაზომვა ძალიან მარტივია და ამისათვის სახაზავიც კი არ დაგჭირდებათ. საჭიროა შემდეგი მოქმედება შეასრულოთ: გაშალეთ ერთი ხელის თითები და შეეცადეთ მტკაველით გაზომოთ მეორე ხელის იდაყვსა და მაჯას შორის მანძილი. თუ ერთი მტკაველი (მანძილი ცერა თითის ბოლოსა და შუა თითის ბოლოს შორის) მთლიანად ეყო ამ მანძილის გაზომვას, ესე იგი თქვენ დიდი ხელის მტევანი გაქვთ, ხოლო თუ მტკაველი არ გეყოთ და გასაზომი მანძილი კიდევ დარჩა, თქვენი ხელის მტევანი პატარა ყოფილა. ამის მიხედვით კი ძალიან ბევრ რამეს შეიტყობთ საკუთარ თავზე:


image

პატარა ხელი


პატარა ხელის მტევანი მფლობელებს უყვართ ავანტიურა, არ შეუძლიათ ერთ ადგილზე ჯდომა, ძალიან იტაცებთ მოგზაურობა და, როგორც წესი, მოსწონთ რისკი. ისინი კონცენტრაციას ახდენენ გლობალურ საკითხებზე და არ აქცევენ ყურადღებას წვრილმანებს. ყურადღების დეფიციტის გამო ეს ადამიანები ხშირად ჩადიან ერთსა და იმავე შეცდომებს.


პატარა ხელის მტევნის მფლობელები ასევე ძალიან პრაგმატულები არიან. კამათის დროს ისინი ყოველთვის ფაქტებსა და ლოგიკას ეყრდნობიან. ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ ადვილად იწყებენ ახალ საქმეებს, თუმცა ხშირად მათ სიფიცხესა და ენთუზიაზმს უარყოფითი შედეგი მოაქვს.


დიდი ხელი


თუ თქვენი ხელის მტევანი საშუალოზე დიდია, სავარაუდოდ, თქვენ პერფექციონისტი ხართ. კარგად გამოგდით ერთსა და იმევ საქმეზე დიდხანს ჯდომა, დეტალური გათვლა, წვრილმანებზე ფიქრი. საქმის შესრულების ხარისხში ბადალი არ გყავთ, თუმცა დროში ჩატევის პრობლემები ხშირად გაქვთ. სხვათა შორის, დიდი ხელისგულების მქონე ადამიანები საკმაოდ მწვავედ იღებენ რეალობას და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ასეთი პიროვნებები ხშირად სხვათა ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებენ და სხვებისთვის რაღაც სასწრაფო დახმარების ფუნქციის მსგავსსაც კი ასრულებენ. და რაც ყველაზე საინტერესოა, თავადაც ძალიან კარგად აცნობიერებენ ამ ყველაფერს, თუმცა საკუთარ ხასიათს ვერაფერს უხერხებენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დააკვირდით თქვენს ნეკა თითს - ამით ბევრ რამეს გაიგებთ საკუთარ თავზე

image

2. დააკვირდით თქვენს ცერა თითს და საკუთარ თავზე ბევრ რამეს გაიგებთ

image

3. იცით რას ნიშნავს ასეთი ტერფები? - ამით ბევრი რამის გაგება შეიძლება!

image

4. როდის იქცევა ჩვეულებრივი ხალი მომაკვდინებელ სიმსივნედ - დაიმახსოვრეთ ეს ნიშნები

image

5. პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არ ჰქონია - დააკვირდით!

image






0
2960
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2960
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0