x
მეტი
  • 28.05.2017
  • სტატია:66597
  • ვიდეო:319269
  • სურათი:418403
აფხაზეთში ომი დაიწყო (მეხუთე ნაწილი)

1992 წლის 14 აგვისტო 15:00 საათი. კონფლიკტის ბოლო დღეა. გადაიკეტა გულრიბშის რაიონის დაბა აგუძერას მახლობლად მდებარე თბილისის პროსპექტი, ანუ ცენტრალური გზა.ამ პროსპექტზე ააფეთქეს ჩვენი ერთი ჯავშან მანქანა და "ჟიგულით " შინ მიმავალი უიარაღო მოქალაქე ბადრი გურჩიანი მანქანაში ჩაცხრილეს.
ამ დროს სოხუმში მცხოვრები ლაშა ქართველიშვილი (სახელი და
გვარი წერილის ავტორის თხოვნით შევცვალე) იმ დღეს ოჯახთან ერთად, ფეხმძიმე მეუღლესა და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დრანდაში მიემგზავრებოდა, რადგან სოხუმისაკენ გზა გადაკეტილი იყო, შმაგის მეუღლე დრანდის საავადმყოფოში უნდა მიეყვანა.
აუძერასთან ჩაკეტილ გზას რომ მიუახლოვდნენ, ლაშამ
მანქანა გვერდზე გადააყენა და გზის გახსნას დაელოდა. ამ დროს გზის ორივე მხრიდან, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიდან და მანდარინების პლანტაციებიდან მოულოდნელად სროლა აუტეხეს. ისროდნენ აფხაზი და რუსი ბოევიკები.
უცებ გზის მარჯვენა მხრიდან ღობეზე გადმოხტა სპორტულ ტანისამოსში ჩაცმული და თავზე არაბულ წარწერებიანი შავლენტებშემოკრული ორი ბოევიკი. ისინი თავს დაესხდნენ ლაშა ქართველიშვილის მანქანის წინ მდგომ უაზის ტიპის მანქანაში მსხდომ სამ ქართველ ჯარისკაცს და ერთი მათგანი ხელში დაჭრეს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ჯარისკაცებმა მოულოდნელობის გამო დაბნეულებმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოახერხეს და სამივე მათგანს მომხდურებმა ავტომატები აართვეს, შემდეგ ისევ უკან, ღობეზე გადახტდნენ. ვერავინ ვერაფერი ვერ მოასწრო და ისინიც მაშინვე მოხერხებულად მიიმალნენ. ეს ყველაფერი წუთებში მოხდა.
ლაშას თან მამის ნაჩუქარი კოლტის ტიპის ფისტოლეტი ჰქონდა 8 ვაზნით, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი ვერ მოასწრო. მან კარგად იცოდა ის ადგილები და ერთი უიარაღოდ დარჩენილი ქართველი ჯარისკაცის თანხლებით სხვა მიმართულებიდან მიეპარა ბოევიკების საცეცხლე წერტილს, რომელიც იმ დროს სამი ბოევიკისგან შედგებოდა. შედეგი შესანიშნავი იყო, ორი ბოევიკი განადგურდა და ერთი ტყვედ აიყვანეს. მათი ბუნაგიდან ამოიღეს 6 ავტომატი აქედან 3 ქართველების მიმართ ცოტა ხნის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხელში ჩაგდებული ნადავლი იყო. გარდა ამისა ბოევიკებს აღმოაჩნდათ 3 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი. ასე მოულოდნელად მიიღო ლაშა ქართველიშვილმა პირველი საომარი ნათლობა.
ამ სიტუაციაში დრომ სწრაფად გაირბინა. შუაღამისას ლაშამ
შემოვლითი გზით მიაღწია დრანდის სამშობიაროს და რამოდენიმე დღეში ბიჭი შეეძინა.
ის ბოევიკები იმ სამხედრო ნაწილიდან იყვნენ, რომელიც კონფლიქტამდე ერთი წლით ადრე შეიქმნა და ბაზა აგუძერაში, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე ჰქონდათ. მათი ფუნქცია თითქმის ამ ინსტიტუტია დაცვა იყო. სინამდვილეში კი სპეცდანიშნულების გახლდათ და მეთაურად რუსი ჰყავდათ. კონტიგენტი კი აფხაზები, გადამთიელები და დაახლოებით 20% ავღანეთში ნაომარი რუსი კონტრაქტორები იყვნენ.
კონფლიკტის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში ლაშას სამხედრო კომისარიატიდან ოფიციალურად უწყება მოუვიდა, ამავე დროს ერთ-ერთმა სპეცდანაყოფმა, სადაც მისი მეგობარი გიორგი გაბუნია მსახურობდა, არაოფიციალურად დანაყოფის წევრობა შესთავაზა.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს დანაყოფი ავღანეთში ნაომარი ხალხით იყო დაკომფლექტებული და ისეთი სპორცმენები მსახურობდნენ, როგორიცაა ძაუდო, სამბო და აღმოსავლური ტრადიციული ორთაბრძოლები, ლაშას ბევრი არ უფიქრია და გადაწყვიტა, რომ ამ სპეცდანაყ ოფში ჩარიცხულიყო. ამ დანაყოფის ძირითადი სამოქმედო დავალება მოწინააღმდეგის ზურგში ფარულად მოქმედება იყო, მაგალითად, აგიტაცია აფხაზ მოსახლეობასთან, რომ არ გაეზიარებინათ კონფლიქტში სეპარატისტების პოზიცია, რაც რუსი პოლიტიკოსების მიერ იყო ინსპირირებული, გარდა ამისა უნდა გაენადგურებინათ ან დაეჭირათ დაქირავებული ბოევიკები.
მიუხედავად იმისა, რომ სპეცდანაყოფი გასაიდუმლოებული იყო, მაინც თითქმის ყველა ოპერაციის დაწყებამდე მოწინააღმდეგეს ინფორმაცია ჰქონდა, სად როგორ და რა უნდა გაეკეთებინათ. ამის გამო 35 კაციდან 2 თვეში 8 კაცი დაეღუპათ და 11 დაეჭრათ. იძულებულები გახდნენ, დანაკარგის აღსაკვეცად დანაყოფი თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს დაუქვემდებარეს, რომელიც გამოცდილი და ამ საქმეში კომპეტენტურიიყო. ამით მოაცილეს სპეც-დანაყოფი შტაბს და უამრავ არაკომპეტენტურ ხელმძღვანელს, რათა შევნებულად თუ შეუგნებლად არ გასულიყო დაგეგმილი ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.
1992 წლის 17 ნოემბერს ლაშა აღმოსავლეთის ფრონტზე, ანუ ოჩამჩირის რაიონისა და ტყვარჩელის რაიონის ჩრდილო ნაწილებში თავის ოთხ კაციან ჯგუფთან ერთად გადაისროლეს. ამ ადგილებში მტრის ერთ-ერთი ბაზა იყო განთავსებული. მანძილი ტყიდან ბაზამდე 17 კილომეტრი იყო. შმაგის ჯგუფს დაავალეს "მოენის"აყვანა. თუ მოენე მაშინვე დაამღერებდა იმას, თუ სად იყო განლაგებული პოსტები ბაზის ირგვლივ, მაშინ პოსტები მაყუჩით უნდა გაენადგურებინათ, ცივი იარაღიც შეძლებისდამიხედვით უნდა გამოეყენებინათ და ინფორმაცია უნდა გადაეცათ რაციით, იმისთვის, რომ ჩვენებს 70 კაციანი რაზმი გადაესროლათ ბაზის გასანადგურებლად.
გადმოსროლის ადგილიდან 10 კილომეტრის გავლის შემდეგ ტყეში საგუშაგო აღმოაჩინეს. ეს იყო 5 ადგილიანი კარავი და ორი საცეცხლე წერტილი. საღამოს 18 საათზე ალბათ სიცივის გამო საცეცხლე წერტილებიდან გუშაგები მოეხსნენ და კარავში შევიდნენ. კარავიდან ამოშვერილო თუნუქის ღუმლის მილი, საიდანაც კვამლი ამოდიოდა. ღამის 11 საათზე კარავიდან გალეშილი გუშაგების სიმღერის ხმა ისმოდა. ზოგჯერ სიმღერას წყვეტდნენ და ქართველებს აგინებდნენ.
დილის 4 საათზე შმაგის ჯგუფი კარავს მიუახლოვდა. ღუმლის მილიდან კვამლი აღარ ამოდიოდა, არც ხმა იდასმოდა, ე.ი. სავარაუდოდ ჩაეძინათ. უცებ გადაწყდა, რომ 3 კაცი ამხობს კარავს თავზე მტერს და ლაშა მუშაობს დანით, ანუ კარავს ჭრის რამოდენიმე ადგილზე, მოწინააღმდეგეს გამოათრევს ცალ-ცალკე, თიშავს ბორკავს და უკიდურეს შემთხვევაში უკვე ანადგურებს. ოპერაციის წარმატებით დასრულების შედეგად იყო 3 განადგურებული ბოევიკი და 2 ტყვედ აყვანილი ამოიღეს 8 კაცის იარაღი. შემდეგ გაარკვიეს, რომ 3 კაცი რატომღაც სოფელში უიარაღოდ წასულა არყის მოსატანად.

ლაშასჯგუფი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რომ "ამუშავებენ" ტყვეებს და ქმნიან ლეგენდას, რომ იმ სამმა ბოევიკმა მოკლა სამივე თანამებრძოლი და გაიქცა. ორი ტყვე გაექცათ. ორივე როგორც საბუთებიდან ჩანს ნათესავები არიან. ერთი მამით ქართველია და ერთ-ერთი კი აქვე სამ კილომეტრში ცხოვრობს. იმ სოფელთან რომ მიიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ცხოვრეობს, ერთი ჩვეულებრივი, აფხაზური ენის მცოდნე და ერთი ტყვე მივიდა თავის თავის ახლობელთან შეატყობინა ნათესავს მომხდარის შესახებ. ყველას გვარები ჩამოარაკრაკა, ისიც კი აღიარა, რომ იმ სამი ბოევიკიდან ერთ-ერთს ახლობელი დიდი თანამდებობის პირი ჰყავდა სამხედრო სამსახურში აფხაზების მხარეს და მათ მხარეს დაიჭერს, ამიტომ თითქოსდა ამ ორმა ტყვემ გადაწყვიტა, რომ მოშორებოდნენ აქაურობას სამუდამოდ და სურვილი ჰქონდათ წავიდნენ რუსეთში შემოვლითი გზით. სქემა ოჩამჩირეს ჩრდილოეთი რაიონიდან წებელდა- აზანთა- მერხეული - სოხუმში შუქურასთან დისლოცირებული რუსეთის სადესანტო ბატალიონის ტერიტორიაა და იქიდან რუსეთის მეშვეობით სოჭში უნდა წასულიყვნენ. ასეთი ექსკურსია მათ ერთი თვის წინ ჩატარებული ჰქონდათ. ამის შემდეგ ლაშას

ჯგუფმა წამოიყვანა ტყვეები დანიშნულების ადგილას, საიდანაც ისინი გადმოისროლეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ოპერაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთის ფრონტის ზურგში ისე აეწყო საქმე, რომ შეიძლებპოდა ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ძირითადი ჩრდილო რეგიონების უდანაკარგოდ დაკავება. ამ და სხვა ტყვეების მეშვეობით ჩვენმა მხარემ მიიღო კოლოსალური საინტერესო ინფორმაცია, რის შედეგადაც დიდად დაზარალდა ვლადიმერ ანცუპოვის ბატალიონი, თვითონ ანცუპოვი სასიკვდილოდ დაიჭრა. შემდეგ ანცუპოვი ტყვარჩელიდან გუდაუთაში ევაკუაციის დროს სხვა დაჭრილებთან ერთად ჩამოგდებული იქნა სოფელ ლათაში და დაიღუპა. ვლადიმერ ანცუპოვი 5 წელი სწავლობდა სადესანტო უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში. ბოლოს გამოცდის ჩაბარების დროს იჩხუბა და დააინვალიდა თავისი სამხედრო მასწავლებელი. მამის წყალობით, რომელსაც იმ დროს ამიერკავკასიაში დიდი სამხედრო თანამდებობა ეკავა, როგორღაც ციხეს გადაურჩა, მაგრამ სამხედრო სასწავლებლიდან მაინც გარიცხეს. შემდეგ დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. ასწავლიდა საქართველოს ისტორიას აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსულ სექტორზე. გარდა ამისა, იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების დიდი სპეციალისტი, მოკრივე ოსტატის დონეზე და მოჭიდავე. უყვარდა ქართველები და ფიქრობდა მათზე, რომ იყვნენ უტყუარი და მამაცი ხალხი. ქართველებთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ და ბევრი მეგობარიც ჰყავდა. ვერ იტნდა მატყუარებსა და მლიქვნელებს, მათ დანახვაზე ნერვები ეშლებოდა და ხშირად სცემდა ხოლმე ასეთ ნაძირლებს. მკაცრი და პრინციპული ლექტორი იყო. მასთან არ ჭრიდა ქრთამი და ნაცნობობა. 1989-1991 -იან წლებში ქართველი სტუდენტები, რომლების უმეტესობა მამიკო ბიჭები იყვნენ, იმის გამო გადაეკიდნენ, რომ უცოდინრებს ტყუილად არ უწერდა ნიშნებს. ფულმა, ნაცნობობამ და მუქარამ რომ არ გაჭრა და პრინციპული ლექტორი თავიაანთ ჭკუაზე ვერ ათამაშეს მაშინ გაღიზიანებული სტუდენტები ანცუპოვს ღამის 12 საათზე ჩაუსაფრდნენ, ეს მაშინ, როცა ვარჯიშიდან დაღლილი მოდიოდა მუხანათურად თავს დაესხნენ და თავში რკინის კეტი ჩაარტყეს. ანცუპოვი თავდასხმას არ მოელოდა და ამიტომ თავის დაცვაც ვეღარ შეძლო. გათიშეს და სასტიკად სცემეს იმ სტუდენტებმა. მან პასუხი მოსთხოვა მუხანათურად თავდამსხმელ სტუდენტებს, მაგრამ მაშინდელმა სამართალდამცავმა ორგანოს თანამშრომლებმა სტუდენტების მხარე დაიჭირეს და დამნაშავე სტუდენტები არდასაჯეს. ისინი ქრთამს იღებდნენ მათი მდიდარი მამებისაგან, აცუპოვს ადანაშაულებდნენ და შეძლებისდაგვარად ფულსაც აღლეტდნენ. ამას ყველაფერს დაემთხვა 1989-1992 წლების მოვლენები, სეპარატიზმი, ქაოსი... აფხაზმა სეპარატიზმებმა და რუსმა სამხედროებმა დრო იხელთეს და გადაიბირეს განაწყენებული ანცუპოვი, რომელიც შემდგომ აღმოსავლეთის ფრონტზე ერთ-ერთ ძლიერ სპეცდანიშნულების ბატალიონს მეთაურობდა. ლაშა ქართველიშვილი და ვოვა ანცუპოვი ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ ომმა ისინი წინა ხაზის მოპირდაპირე მხარეს აღმოაჩინა.(გაგრძელება იქნება)image

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
82
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0