x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
შფოთვითი აშლილობები
image
ფსიქიატრიულ აშლილობებს შორის შფოთვითი აშლილობები საკმაოდ ხშირია. მათ შორის ყველაზე მეტია ფობიები (53%), ცხოველების შიში (43%), სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების შიში (41%) და მძიმე სოციალური პირობების მიმართ შიში (29%). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ხშირად აცნობიერებს საკუთარი შიშის ირაციონალობას, ის მაინც ცდილობს თავი აარიდოს შიშის მომგვრელ ობიექტს ან გარემოს.


ფობიების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას, რომელიც სტრესული გარემო ფაქტორის ზეგავლენით იჩენს თავს, ანუ მიდრეკილება ფობიისადმი გენეტიკურად გადაეცემა და კლინიკურად გამოაშკარავდება მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანი სპეციფიკურ გარემო პირობებში აღმოჩნდება. ფობიები მეტწილად ვლინდება დაბალი განათლების, მცირე შემოსავლის მქონე, მარტოხელა ადამიანებში, ძირითადად ქალებში.


სოციალური ფობია - ხშირია საჯარო გამოსვლის, უცნობებთან ერთიერთობის, უცხო საზოგადოებისა და ეთნიკური ჯგუფების მიმართ შიში. ადამიანს ჰგონია, რომ საზოგადოება კრიტიკულად არის განწყობილი. ჩნდება უხერხულობისა და უმწეობის განცდა, რის შედეგადაც ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს ხალხმრავალ ადგილებს, რადგან მსგავს სიტუაციებში პანიკის მსგავსი შეტევები ეწყება. ამ ქრონიკულ მდგომარეობას ადამიანი ზოგჯერ სრულ იზოლაციამდე მიჰყავს. ძირითადად ბავშვობაში იჩენს თავს.

აგორაფობია - არის ისეთი ადგილებისა და ვითარების შიში, საიდანაც პიროვნებას გაუჭირდება თავის დაღწევა. ტიპური ვითარებს, რომელსაც თავს არიდებს აფორაფობიური ადამიანი, არის ხალხში ყოფნა, მარტო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სხვა.


კლაუსტროფობია - დახურული სივრცეების შიში. ის მიეკუთვნება სპეციფიური ფობიების სახეობას. ამ ჯგუფს ახასიათებს ცალკეული სიტუაციის და თუ ობიექტის, გარემოს, სისხლის და რაიმე ვითარების შიში. სპეციფიკური ფობიების მქონე ადამიანებში ეს შიშები არ იწვევს რაიმე დიდი უხერხულობას ან ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.

ფობიური ნერვოზი - არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც აშკარაა პიროვნების შიში რაიმე მოვლენის მიმართ. ასეთ დროს ნებისმიერი შემდგომ განვითარებული კლინიკური სურათი და ჩივილი გამოკვეთილად არის დაკავშირებული კონკრეტულ სიტუაციასთან.

შიშის ნერვოზი - შეტევითი ან გამუდმებული შფოთვის ფორმა, რომელიც სპონტანურად მკაფიოდ გამომწვევი მიზეზის გარეშე ვითარდება.

პანიკური აშლილობა - ასეთ პაციენტებს ახასიათებთ ნაადრევი შფოთვა, ანუ შემდგომი შეტევის შიში. იწყება დაახლოებით 20 წლის ასაკის შემდგომ და მკვეთრად ჭარბობს ქალებში. პანიკურ აშლილობას ახასიათებს გამწვავების პერიოდები. თუ მკურნალობა დასაწყისშივე ჩატარდა, პროგნოზი დადებითია. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება აგორაფობიაში და შესაძლოა მნიშვნელოვნად დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი.

რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა ვითარებაში შეიძლება გამოვლინდეს ესა თუ ის ფობია. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი სტრესის გამომწვევ მოვლენას ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდეს.

მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტების, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გამოყენებას, რათა დაიძლიოს პრობლემა. მნიშვნელობა ენიჭება, თუ შფოთვის რომელ ფორმას დაადგენს ექიმი. ხშირად ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან ერთად ინიშნება ფსიქოთერაპიაც.


0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენი ლალიაშვილი
ელენი ლალიაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0