x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მიზოფობია

image
ყველაძე გავრცელებულ კომპულსად მიიჩნევა მიზოფობია, ანუ დაბინძურების აკვიატებული შიში.ამ შიშის თავიდან ასაცილებლად აკვიატებულია ხელის, ან ზოგჯერ მთელი სხეულის ბანა.მიზოფობიით შეპყრობილი ავადმყოფი საერთოდ არ შედის საპირფარეშოში, იგი ვერ ეხება საპირფარეშოს კარებს, ჰიგიენურ ინვენტარს.ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აიძულებს იჯახის წევრებს საპირფარეშოდან გამოუტანონ ღამის ჭურჭელი და მას იყენებენ საწოლში ან საერთო სათავსოში. ცნობილია ასევე გერმოფობიის სახელით-მიკრობების შიში.

დაბინძურეკის აკვიატებული ზიზღი და შიში შესაძლებელია იყოს მსუბუქი ხასიათი და წლები განმავლობაი რჩებოდეს სუბკლინიკურ დონეზე, რომელიც თვითონ პიროვნებისა და ოჯახის წევრებისთვის მიიღება მხოლოდ პირადი და საოჯახო ჰიგიენის გადაჭარბებული დააცვით(სააბაზანოსა და საპირფარეშოში ჰიგიენური პროცედურების დიდხანს ჩატარება, თეთრეული ხშირი რეცხვა, ხელპირის დღეში რამდენჯერმე და აუცილებლად საპნით ბანა), დიასახლისის მიერ საოჯახო საქმიანობის თავისებრ წარმართვად (საკვები პროცედურის ისეთი წესით დამუშავება რომ ნახევარზე მეტი გადაიყრება, როგორც მოხმარებისთვის საშიში, ცხოველებზე ტაბუ და ა.შ).მსგავსი "მიზოფობიები" არსებით დაბრკოლებებს არ ქმნის და ოჯახის სხვა წევრებისგან შეფასდება დიასახლისის ზიზღიანობად ყოველგვარი უსუფთაობისადმი.მიზოფობია არის საკმაოდ მძიმე აკვიტები აშლილობა.არის ქრონიკურლი, მაგრამ ამა თუ იმ ხარისხისა და ხანგრძლივობის ინტერმისიებით ხასიათდება.მიზოფობიის დროს სრულიად ნეიტრალურ საგნებთან შეხება, მისალმების დროს ხელის ჩამორთმევა იწვევს აუტანელ სიშს, რომლის გადალახვა ავადმყოფს თითქმის არ შეუზლია.პირველ ხანებში ტანჯვი ერთადერთ შემამსუბუქებელ საშუალებას წარმოადგენ რიტუალების გამომუშავება, რომლის მიზანი იქნება დაჭუჭყიანების წყაროსთან კონტაქტის არიდება, რეცხვის ინტენსივობის და სარეცხი საშუალებების უფრო ჭარბად გამოყენება, "საეჭვოდ უსუფთაო" საგნებთან კონტაქტის შეწყვეტა და ბოლოს დაჭუჭყიანებისგან როგორმე თავის არიდება.ზოგჯერ შიშის ასარიდებლად ხდება საერთოდ სახლიდან გასვლის აკრძალვა და ხალხთან, ახლობლებთან კონტაქტის გაწყვეტა.


მიზოფობია პირველ რიგში აღძრავს გადაულახავ სურვილს და მისწრაფებას, რაც შეიძლება სწრაფად და რამდენჯერმე დაიბანოს ხელი საპნით.დღეში მრავაკლჯერ იბანს ხელს, რადგან ვერ რწმუნდება, რომ წინა დაბანამ დაუსუფთავა ხელები.ასეთი პროცედურების ჩატარებისუალედში კიდევ იპყრობს შიში კვლავ არ დაჭუჭყიანდეს! ამიტომ ცდილობს საოჯახო საგნებსა და ნივთებთან დიდი სიფრთხილით შეხებას.იგი მუდმივად დაძაბულია, შფოთავს, ღელავს, დარწმუნებულია, რომ თუ იგი შეეხება ამ საგნებს შესაძლებელია დაავადდეს საშიში და მძიმე ინფექციური დაავადებით.image

ავადმყოფის გადარწმუნება, რომ იგი არ შეიძლება დაავადდეს, სადაც ამის საფუძველი არ არსებობს, შეუძლებელია.თუ იგი შემთხემთხვევით შეეხება საგანს, რომელიც მისთვის საეწვოა, როგორც ინფექციის მატარებელი, მაშინ იწყებს ხელების საპნით დაუსრულებელ ბანას, გულდასმით, დაჟინებით, მანამ სანამ არ დარწმუნდება საშიშროების თავიდან აცილებაში.მაგრამ ასეთი დარწმუნება ხშირად იგვიანებს.ხელების ბანა გრძელდება კანის მაცერირებამდე და დაწყლილებამდე.მიზოფობიის მქონე ადამიანები ხშირად თავისთვის იენენ წყლის დასალევ ან საკვების მისაღებ ჭურჭელს, რომელსაც მხოლოდ თვითონვე რეცხავს.ბინაში კარის სახელურებს, ავეჯს და ყოველგვარ საგანს, რომელსაც შეიძლება ვინმე შეეხოს რეგულარულად წმენდს ქლორიან ხსნარში დასველებული ჩვრით.ასეთი აკვიატებით დატანჯულ ავადმყოფებთან საუბარში ირკვევა, რომ მას კარგად ესმის საკუთარი ქცების აბსურდულობა, მაგრამ ვერ ძლევს ამ შიშს სხვაგვარად.მიზოფობიის მკურნალობის ტაქტიკა დაახლოებით ისეთივეა როგორც ეს შემუშავებულია ობსესიურ-კომპულსური სპექტრის შემადგენლობაში გაერთიანებული კლინიკური ფორმების სამკურნალოდ, შედარებით მაღალი სადღეღამისო დოზებით და ხანგრძლივობით, ვიდრე ჩვეულებრივ ობსესიური აშლილობის შემთხვევაში.

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:პოპიაშვილი
პოპიაშვილი
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0