x
მეტი
  • 22.06.2017
  • სტატია:67113
  • ვიდეო:319861
  • სურათი:419020
კორპორაცია ”ნესტლეს” მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა

image


”Nestlē” - კვების პროდუქტების მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია-მწარმოებელია.
მისი სლოგანია - გახადოს ცხოვრება უკეთესი მომხმარებლისათვის ხარისხიანი და სრულფასოვანი პროდუქციის შეთავაზებით.
მარკეტინგული ფუნქციები ფირმის შტაბ-ბინაში ხორციელდება პროდუქტების მართვისა და მარკეტინგული მომსახურების განყოფილებაში. პროდუქტების მართვას ახორციელებენ პროდუქტების დირექტორები, რომლებიც მუშაობენ პროდუქციის ადგილობრივ მმართველებთან ერთად პროდუქციული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მსოფლიოს ყველა რეგიონში.
კვლევებისა და შემუშავების განყოფილება მართავს ჩვიდმეტ ცალკეულ კვლევით კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია შექმნილი. მარკეტინგის ფუნქციასთან შედარებით ფინანსების, ტექნიკური და კვლევითი ფუნქციები ექვემდებარებიან
მეტად მკაცრ კონტროლს. ვინაიდან მარკეტინგი ფოკუსირდება მომხმარებელთა მოთხოვნილებათა ირგვლივ, არავის შეუძლია მათი განსაზღვრა გარდა კორპორაციების რეგიონალური ორგანიზაციებისა. ამიტომ ხდება მარკეტინგის ფუნქციის დეცენტრალიზაცია.
იმის და მიუხედავად, რომ კორპორაცია ”ნესტლე” ოპერატიულ კომპანიებს სთავაზობს სრულ დამოუკიდებლობას შესაბამის ბაზრებზე საქმიანობებისას, იგი ცდილობს ერთიანი კორპორატიული ხაზის გავლებას პოლიტიკაში, მიზნებში, განსაზღვრულ სტანდარტებში. პროდუქციის მართვისა და მარკეტინგული მომსახურების განყოფილება პასუხს აგებს ამ კორპორატიული ინტერესების გამოვლენასა და წინ წაწევაზე.


პროდუქციის დირექტორების მთავარი ფუნქციაა უშუალოდ
ცალკეული პროდუქტების გლობალური და რეგიონალური საბაზრო სტრატეგიების განსაზღვრა, ახალი პროდუქტების იდეების მოძიება და მათი შემუშავების ინიცირება, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა პროდუქციაზე რეგიონებსა და ბაზრებს შორის, დახმარების გაწევა იმ ბაზრებისათვის, რომლებსაც ეს რეალურად სჭირდებათ. ამას გარდა, პროდუქციის დირექტორები შეიმუშავებენ მმართველობით მითითებებს ფაბრიკული მარკების, შეფუთვის, რეკლამის შემუშავების სფეროში. მას შემდეგ,
რაც უმაღლესი ხელმძღვანელობა დათანხმდება ამ ახალი მმართველობითი მითითებების განხორციელებას, მათი გადაცემა მოხდება რეგიონალური მმართველებისათვის, რომლებიც ახდენენ პროდუქციის დირექტორების სტრატეგიების ადაპტირებას ადგილობრივ საბაზრო პირობებთან. მთავარი წინააღმდეგობების
გადაჭრა ხდება უმაღლესი ხელმძღვანელების მიერ. განსაზღვრულ შემთხვევებში პროდუქციის დირექტორს შეუძლია სცადოს სხვადასხვა ქვეყნების ორი ან მეტი ორგანიზაციის მარკეტინგული ძალისხმევის კოორდინირება, როცა მათ მიერ პროდუქციის ერთი ჯგუფისათვის შერჩეული იქნა განსხვავებული საბაზრო სეგმენტები და მათი საქმიანობა პროდუქციის წინ წაწევაში სცდება დაწესებულ საზღვრებს.


რეკლამის ქვეგანყოფილება და გაყიდვების სტიმულირება მმართველთან ერთად მოიცავს ოთხ ადამიანს. ამას გარდა კორპორაცია ”ნესტლესთან” მუშაობს ასევე რეკლამირების 15 მთავარი აგენტი, რომელთა საქმიანობა ახდენს ასევე რეკლამირებისა
და სტიმულირების ქვეგანყოფილების კოორდინირებას. ასე, რომ ამ ქვეგანყოფილების მმართველი მუშაობს ძირითადად ადგილობრივ ბაზრებთან.
რაც შეეხება შეფუთვის განყოფილებას მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ხარისხიანი და იაფი შეფუთვის შემუშავება. კორპორაცია ”ნესტლეს” შეფუთვისა და ეტიკეტების ორი მესამედი შემუშავებული იქნა ამ განყოფილების მიერ. ნესტლე გამოირჩევა
თანამედროვე ემოციური დიზაინით, ხოლო შეფუთვის წითელი ფერი მომხმარებელთა ყურადღებას იპყრობს. წითელი ფერი ასტიმულირებს, ხელს უწყობს აქტიურობას, თავდაჯერებულობას. შოკოლადი ყოველთვის ასოცირდებოდა სიყვარულთან, სინაზესთან. სწორედ ეს გრძნობები აისახება ნესტლეს შოკოლადის ახალ ლოგოტიპში, რომელიც აერთიანებს გულს და ღიმილს.

მარკეტინგის კვლევის ქვეგანყოფილების მმართველი საკუთარისამუშაოს 20 %-ს ხარჯავს ადგილობრივი ბაზრებისათვის პირდაპირი ტექნიკური დახმარების
გაწევით. მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მარკეტინგული კვლევების ორგანიზაციასა და მეთოდოლოგიაში დახმარების გაწევა. მომხმარებელთა მომსახურების ძირითადი ამოცანაა კორპორაცია ”ნესტლეს” ეკონომისტთა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება.
მოთხოვნა ახალ საქონელზე და მსოფლიო ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგი ნესტლეს წინაშე ახალ სტრატეგიულ ამოცანებს სახავს. მათი გადაჭრისათვის კომპანიას უხდება მისი ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა და მისი მოქნილობის ამაღლება. ამ მიზნით კომპანიაში ხორციელდება პროექტი ”Globe”, რომლის მეშვეობითაც იქმნება ერთიანი ფუნქციონირებადი სტრუქტურა, რომელშიც სასაქონლო და ინფორმაციული ნაკადები თავისუფლად გადაადგილდება. ეს პროექტი ეხება ასევე წარმოებას, მარკეტინგს, კადრებს, ფინანსურ სტრატეგიას. მის განსახორციელებლად მოხდა 2 მლრდ ევროს ინვესტირება.





0
64
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0