x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508602
გაღიზიანებთ როდესაც გვერდით მჯდომი ხმაურიანად ჭამს? თქვენ ნერვული აშლილობა გაქვთ!

ოდესმე გაუღიზიანებიხართ გვერდით მჯომის მიერ საჭმლის ღეჭვისას გამოწვეულ ხმას? როდესაც სხვა არაფერზე შეგიძლია კოცენტრირდე და მხოლოდ ეს საშინელი ხმა ჩაგესმის. ეს ხმა საბოლოოდ ძლიერდება, ძლიერდება და ბოლოს მისი იგნორირება ტვინს ძალიან უჭირს და ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს. ვისაც გამოუციდა, დამერწმუნება თუ რაოდენ საშინელია ეს გრძნობა.
ღეჭვასთან ერთად, გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს წლაპუნის, სხვრეპის, ფრჩხილების კვნეტის ან სხვა ხმებმაც. ხანდახან ეს მხოლოდ გაღიზიანება არ არის და შეიძლება უკონტროლო გაბრაზებაშიც გადაიზარდოს. თუ თქვენ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ ამ ხმებზე, გაგიკვირდებათ ის, რასაც ახლა წაიკითხავთ. imageამ შემთხვევაში, თქვენ განიცდით კონკრეტული ნევროლოგიური აშლილობის ტიპს, რომელიც ცნობილია როგორც მისოფონია, ან ხმების შიში. ეს მდგომარეობა იწვევს ინტენსიურ უარყოფითი რეაქციებს კონკრეტულ ხმებზე.
ამ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს ყურებთან. მისოფონიას იწვევს ტვინის გარკვეული სფეროები, რომლებიც პასუხისმგებელია ემოციების დარეგულირებაზე.
თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც განიცდიან მისოფონიას, სძლუთ და აღიზიანებთ ყველანაირი ხმა. ისინი ამგვარად რეაგირებენ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ხმებზე, რომლებიც შემდგომ ძლიერ ნეგატიურ ემოციებს იწვევენ (გაბრაზება, პანიკა, ზიზღი და ა.შ).imageაქვე ძალიან კარგი სიახლე მათთვის, ვინც მისოფონიით არიან “შეპყრობილნი''. ნორსვესტერნის უნივერსეტიტეტის კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც განიცდიან ზემოთხსენებულ მდგომარეობას, არიან მეტად შემოქმედებითნი და კრეატიულნი.image

3
209
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
209
  
2017, 14 თებერვალი, 17:06
მეც ეგ ვიფიქრე :D
2017, 14 თებერვალი, 16:20
ნორმალურ ადამიანს როგორ არ გააღიზიანებს გვერდით მჯდომი თუ წკლაპუნით ჭამს :)))
2017, 14 თებერვალი, 6:28
Madloba am statiistvis.eqimmà ver amixsna ase, ,,nervebi" mxolod eg iyo diagnozi
0 1 3