x
image
დათო შაროვი
პირველი ლედის კაბა: რას იცვამდნენ ამერიკის პრეზიდენტის ცოლები, მათი ქმრების ინაუგურაციის დროს
image


ბოლო, რამდენიმე წელია აშშ-ს პრეზიდენტების ინაუგურაცია 20 იანვარს ტარდება. სწორედ ასე მოხდა ამჯერადაც, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ საზეიმოდ დადო ფიცი 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ჯონ ტრამპმა. ამ მომენტისთვის ეწყობა აღლუმი და საზე-

იმო ვახშამი. ამ დროს მთელი ყურადღება მიპყრობილია მომავალი პრეზიდენტის და პირველი ლედის მიმართ. სადღესასწაულო ვახშმის მოწყობა ტრადიციაა ჯორჯ ვაშინგ-

ტონის პრეზიდენტობის დროიდან (1789წ). მას შემდეგ ასეთი მიღებები არ გამართულა მხოლოდ პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს. ასეთ ვახშამზე მამაკაცი ტრადიციუ-


ლად ჩაცმულია შავ შარვალ-კოსტუმში და თეთრ პერანგში, ჰალსტუხით ან პატარა პეპ-

ლით, ხოლო ქალბატონები იცმევენ უძვირფასეს კაბებს, როგორც წესი მხოლოდ ამ ერთ დღეს. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ ლედის მის გარეგნულ მხარეს, დაწყებული კა-

ბის დიზაინით, აქსესუარებით, დამთავრებული ვარცხნილობით და მაკიაჟით, რომელიც შემდეგ ხანგრძლივად განიხილება პრესაში, ამიტომ ყოველი ჩაცმულობა განხილულია წვრილმანებამდე, რომელშიც არ არის არცერთი ზედმეტი დეტალები. ამ საღამოს შემდეგ პირველი ლედის კაბა იგზავნება ამერიკის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში და ხდება ისტორიის ნაწილი.


ჰელენ ლუიზა ტაფტი (1909 წ)


image


პირველი იყო, რომელმაც თავისი კაბა გაგზავნა მუზეუმში და ამის შემდეგ დაიწყო კო-

ლექციის შექმნა. ეს იყო თეთრი აბრეშუმის კაბა, მაქმანებით გაწყობილი.


ელეონორა რუზველტი-( 1933 წ)


image


უბრალო სილუეტის, ელეგენტური, ღია ცისფერი კაბა, რომელიც ამშვენებდა პირველ ქალბატონს.


მიმი ეიზენჰაუერი- ( 1956 წ)


image


ის გამოჩნდა ღია ვარდისერი კაბით, რომელიც გაწყობილი იყო 2000-ზე მეტი ძვირფასი ქვით.


ჟაკლინ კენედი- ( 1961 წ)


image


მისი კაბაც ტრადიციულად ნათელ ფერებში იყო გადაწყვეტილი, სწორი თეთრი კაბა, აბრეშუმის უკლავებო მოსასხამით, ჩაცმულობას ავსებდა მასიური საყურეები და თეთრი პატარა ჩანთა.


კლავდია ალტა ჯონსონი-( 1963 წ)


image


მან ჩაიცვა გრძელი ყვითელი კაბა და ასეთივე ფერის მოსასხამი, რომელიც ბეწვით იყო გაწყობილი. პრესამ აღნიშნა, რომ წყვილი ძალიან თანამედროვედ და ელეგენტურად გამოიყურებოდა.


ტელმა კეტრი “პეტ“ ნიქსონი- ( 1969 წ)


image


ატლასის ყვითელი კაბით, ოქროთი, ვერცხლით და სვაროვსკის თვლებით გაწყობილი.


როზალინ კარტერი- ( 1977 წ)


image


მას ეცვა ძვირფასი ქვებით გაწყობილი, ხელით შესრულებული ნაქარგებით შიფონის კაბა.


ნენსი რეიგანი- ( 1981 წ)


image


მის კაბას უწოდეს ძალიან ექსტრავაგანტული, ქვეყანაში არსებული რთული მდგომარე-

ობის გათვალისწინებით.მას ეცვა ძვირადღირებული ელეგენტური თეთრი ატლასის კაბა ნაქარგი მაქმანებით.


ნენსი რეიგანი- ( 1985 წ)


image


მეორე ინაუგურეციაზე ნენსიმ ჩაიცვა, კიდევ უფრო ძვირფასი-46000 დოლარის ღირე-

ბულების ვარცხლისფერი კაბა.


ბარბარა ბუში- ( 1989 წ)


image


ინაუგურაციაზე გამოჩნდა ლურჯი კაბით, ზედა ტანი იყო ბარხატის, ხოლო ქვედა ბოლო ატლასის. ამ ფერის გამო მას “ლურჯი ბარბარა“ შეარქვეს.


ჰილარი კლინტონი- ( 1993 წ)


image


გამოჩნდა იასამნისფერი, ხელით ნაქარგი მაქმანებიანი კაბით.


ჰილარი კლინტონი- ( 1997 წ)


image


მეორედ მან ჩაიცვა, პასტელური ფერის, წელზე მომდგარი, თვლებით გაწყობილი კაბა.


ლორა ბუში- ( 2001 წ)


image


ინაუგურაციაზე ლორა გამოჩნდა, ცეცხლისფერი მაქმანებიანი კაბით.


ლორა ბუში- ( 2005 წ)


image


თავს იწონებდა ვერცხლისფერ კაბაში და ყელს უმშვენებდა მთის ბროლით გაწყობილი კოლიე.


მიშელ ობამა- ( 2009 წ)


image


გამოჩნდა თეთრი შიფონის კაბით, რადგან თეთრი ფერი მოიაზრებოდა, რაღაცის დასა-

წყისად.


მიშელ ობამა- ( 2013 წ)


image


მელანია ტრამპი- ( 2017 წ)


image


მელანიას ჩაცმულობას ამსგავსებენ ჟაკლინ კენედისას, მას ელეგანტური თეთრი კაბა ამ-

შვენებდა.



0
89
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0