x
image
თამუნა გეწაძე
ანჯელინა ჯოლი ჯარედ ლეტოს ხვდება?

image
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პირადი ცხოვრება, მათი დაშორების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ვერ აეწყო.მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები აქტიურად განიხილავენ ბრედ პიტის რომანებს.საუბრობდნენ იმაზეც, რომ ანჯელინა კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და უარს ამბობს მამაკაცთან რომანტიულ ურთიერთობაზე. მსახიობი სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებს მის ექვს შვილს. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში მაინც გაჩნდა ინფორმაცია ანჯელინას შესაძლო ახალი რომანის შესახებ.საინფორმაციო წყარო (რომელმაც საიდუმლოდ ყოფნა არჩია)იუწყება, რომ მსახიობი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს მსახიობ ჯარედ ლეტოსთან ერთად.მისივე თქმით "ჯარედი ის მამაკაცია, რომელიც ზუსტად ჭირდება მსახიობს, მათ ძალიან ბევრი საერთო აქვთ და სწორედ მან შეძლო დაებრუნებინა ანჯელინასთვის ღიმილი."კოლეგებში მათ ურთიერთობას გაკვირვება არ გამოუწვევია, როგორც ამბობენ ჯერ კიდევ პიტთან შეხვედრამდე ანჯელინასა და ჯარედს მოკლე რომანი აკავშირებდათ.

image

მსახიობებმა ერთმანეთი 1999 წელს ფილმის "შეწყვეტილი სიცოცხლე" გადაღების დროს გაიცნეს და მის შემდეგ შენარჩუნებული ჰქონდათ თბილი ურთიერთობა.როდესაც ანჯელინამ ბრედთან დაშორება გადაწყვიტა, პირველი ჯარედი იყო ვისაც მან ამის შესახებ აცნობა, როგორც საინფორმაციო წყარო იუწყება ანჯელინა ძალიან ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრება ჯარედს ტელეფონით. "ის ძალიან მხიარულია და ცხოვრების ხალისს აძლევს მას, ჯარედი ანჯელინასთვის იდეალური ვარიანტია.








0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0