ფეხბურთი 7 ყველაზე არაჩვეულებრივი საფეხბურთო მოედანი, მთელ მსოფლიოში! 2017, 9 თებერვალი, 18:05 1. Ottmar Hitzfeld - შვეიცარია
სტადიონი მდებარეობს შვეიცარიის ალპებში. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, მისი ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე ყოფნა. ეს არის მსოფლიოს ყველაზე მაღლამდებარე სტადიონი, რომელიც ერთ-ერთი სასოფლო გუნდის თამაშებზე გამოიყენება. მოთამააშებს სტადიონზე ასვლა საკაბელო მანქანებით უწევთ. 2. Allianz Arena - გერმანია
ბაიერნ მიუნხენის სტადიოდის მშენებლობა 340 000 000 ევრო დაჯდა, ანუ ჩვენი ფულით, ლამის 1 მილიარდი ლარი. Uefa -მ სტადიონი 5 ვარსკვლავით შეაფასა. ღამის საათებში სტადიონის გარეთა ხედი სულ განათებულია, სხვადასხვა ფერებში. სტადიონი ფლობს უმაღლეს ტექნოლოგიებს და ევროპის პირველი საფეხბურთო მოედანია. 3. Janguito Malucelli - ბრაზილია ამ საფეხბურთო მოედანს ძირითადად საფეხბურთო კლუბი -კორინთიანსი იყენებს. ეს უკანასკნელი მონწილეობს ბრაზილიის ჩემპიონატში. მოედანი 6 000 კაცს იტევს და არის ძალიან ეკოლოგიური, თითქმის ვერსად ნახავთ დასხმულ ბეტონს. გარდა ამისა, გასახდელებიც ბუნებრივ პირობებშია გაკეთებული. 4. Estadio municipal de braga - პორტუგალია კიდევ ერთი ულამაზესი საფეხბურთო მოედანი, რომელიც ამ ჩამონათვალში ადგილს იკავებს. კარის უკანა ფონს, ულამაზესი მთები ამშვენებს, UEFA -მ სტადიონის ხელოვნების ნიმუშად დაასახელა. მოედანი აშენდა ევრო-2004 ისთვის, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდა, ღირებულება 84 მილიონ ევროს შეადგენს, რაც პორტუგალიაში ყველაზე ძვირადღირებულ სტადიონს ნიშნავს. ამ საფეხბურთო მოედანს, პორტუგალიური საფეხბურთო კლუბი - ბრაგა იყენებს. 5. National Stadium - ტაივანი ტაივანში 2009 წელს აშენებული ეროვნული სტადიონი, პირველია, რომელიც 100% -ით მზის ენერგიაზე მუშაობს. სტადიონის სახურავი დაფარულია მზის პანელებით. გარდა ამისა, როდესაც არ ტარდება ურთიერთშეხვედრა, გამომუშავებული მზის ენერგია მოქალაქებს ეწვდება. აქედან გამომდინარე, საფეხბურთო მოედანი ცენტრალური ენერგიის ოფისი ითვლება ტაივანში. 6. Vozdovac - სერბეთი ეს საოცარი ნაგებობაა. სერბული საფეხბურთო კლუბი - ვოზდოვაცი, თავის საშინაურო მატჩებს, ამ შთამბეჭდავ საფეხბურთო მოედანზე თამაშობს. მოედანი აშენებულია სავაჭრო ცენტრის სახურავზე და იტევს 5 600 მაყურებელს. საფეხბურთო მოედანი 2013 წელს გახსნილია და უეფასგან ყოველწლიურად ფინანსდება. 7. Marina Bay - სინგაპური ჩამონათვალში ყველაზე განსაკუთრებული, მარინა ბეის სტადიონია. გარდა საფეხბურთო მოედანისა, მარინა ბეი არის მსოფლიოს ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ნაგებობა, რომელიც წყლის ზედაპირზეა გაშენებული. სტადიონი სიგრძე 390 მეტრია, ხოლო სიგანე 270. იტევს 10 000 მეტ მაყურებელს და იტანს 1030 ტონა სიმძიმეს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1 - 6 სუპერ-ფუნქცია, რომელიც თქვენს ჭკვიან ტელეფონს გააჩნია!!! 2 - 4 გასაიდუმლოებული სამხედრო ექსპერიმენტი! 3 - ის მოხდა, რაც 100 ათასში ერთხელ ხდება! 4 - ულამაზესი ქვეყნები, რომლებიც მცირე მოსახლეობით გამოირჩევიან 5 - გამოცხადდა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომელიც ზამთარში უნდა მივირთვათ! 1023 12-ს მოსწონს
|