x
image
natia.a
იცით, რომ მთელი ცხოვრება უნიტაზზე არასწორად ზიხართ? - გაფრთხილდით, ეს ძალიან საშიშია!
image

სასაუბროდ ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებული თემა ტუალეტის თამაა. და ეს გასაგებიცაა. მაგრამ, ამაზე საუბარი მაინც საჭიროა, რადგან პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზა, რომლითაც უნიტაზზე ზიხართ, რადგან მასზე დიდწილად არის დამოკიდებული ისეთი საშიში დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა ბუასილი და მსხვილი ნაწლავის კიბო.


ექსპერტები ამტკიცებენ, რომ "ამას" ადამიანების უმეტესობა მთელი ცხოვრების მანძილზე არასწორად აკეთებს. სინამდვილეში, ბევრმა არ იცის, რომ უნიტაზზე დაჯდომის ნაცვლად საჭიროა ჩაკუზვა. მაგრამ ამაზე ხომ არავინ ლაპარაკობს, რადგან ეს ტაბუდადებულია...


მიუხედავად ამისა, ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე საჭირო ინსტრუქციას, რომელთა გათვალისწინებაც საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.



image

მიკრობიოლოგმა, ჯულია ენდერსმა The Guardian-თან საუბრისას განაცხადა, რომ "ჩვენ ყველანი არასწორად შევდივართ ტუალეტში". დიდი ხნით ადრე, სანამ უნიტაზი გაჩნდებოდა, ადამიანები "ამ საქმეს" ჩაკუზული აკეთებდნენ. რაც არ უნდა სასაცილოდ ჩანდეს, სწორედ ეს არის ყველაზე ბუნებრივი პოზა ადამიანის სხეულისთვის.


თუმცა დღეს ყველა ჯდება უნიტაზზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ბოლო დროს გაჩნდა სპეციალური პატარა სკამები, რომლებსაც თანდათან სულ უფრო ხშირად იყენებენ უნიტაზზე ჯდომისას. ეს კი ხელს უწყობს ბუნებრივი პოზის შენარჩუნებას.


image


აი, რას ამბობს აღნიშნულ თემაზე ექიმი ჯოზეფ მერკოლა: "უნიტაზზე ჯდომისას ფეხებს ვხრით 90 გრადუსით, ამით ფაქტიურად ვუჭერთ სწორ ნაწლავს და ვაძნელებთ დეფეკაციის პროცესს. მაგრამ, საკმარისია უბრალოდ ავწიოთ ფეხები დასაჯდომთან ცოტა ახლოს, იმისათვის რომ ნაწლავი ბუნებრივად მოდუნდეს."


აშშ-ს ბიოტექნიკური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, "სწორ და მსხვილი ნაწლავის კიბო მსოფლიოში მესამე ადგილზეა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის".


ასე რომ, თუ ზემომოცემულ რჩევას გავითვალისწინებთ, რეალურად შევამცირებთ ნაწლავის კიბოს რისკს!


image


იმავე ბიოტექნიკური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის კვლევებმა აჩვენა რომ "ჩაკუზულ მდგომარეობაში ნაწლავში გადაადგილება უფრო სწრაფად და სრულად ხდება". ამით მცირდება შესაძლო კანცეროგენების ზემოქმედება მსხვილ და სწორ ნაწლავზე. თუ თქვენი ნაწლავის მუშაობაში შეფერხებებია და ყაბზობა გაწუხებთ, ტუალეტში პოზის შეცვლას შეუძლია სრულფასოვნად შეგიცვალოთ მოსადუნებელი წამლები.


image


სპეციალური საიტის, Toilet-Related-Ailments-ის მიხედვით: "ყველაზე სასარგებლო, რაც თქვენი ნაწლავისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ არის უნიტაზზე სწორად ჯდომა. ეს ერთადერთი არამედიკამენტოზური და ნამდვილად ეფექტური საშუალებაა შეკრულობისთვის."


image


თუმცა მოცემული პოზა არა მხოლოდ დეფეკაციის, არამედ შარდვის დროსაც სასარგებლოა. ჩაკუზული შარდვა ხელს უშლის ქალებში საშარდე გზების ინფექციების განვითარებას. ამის შესახებ გვამცნობს რესურსი, სახელწოდებით Squattypotty.


image


ზემოხსენებული პოზა ასევე თავიდან აგაცილებთ ბუასილს. ექსპერტი, რობერტ ედვარდსი NPR-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ "თანამედროვე უნიტაზი ცივილიზაციის პროდუქტია, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ზიანს არ გვაყენებს. ბუსილის თავიდან ასაცილებლად ყველაზე სარწუნო საშუალება სწორედ ჩაკუზვაა."


ასევე გაითვალისწინეთ:


1. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image


2. რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!

image


3. 5 შეცდომა, რომელსაც თავის დაბანის დროს ვუშვებთ - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


4. 7 შეცდომა, რომელსაც კბილების წმენდისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!

image


5. 5 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღებისას ვუშვებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image

0
2590
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0