x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სწავლის სირთულეები
image


დაწყებით კლასებში ბევრია ისეთი მოსწავლე, რომელიც ვერ უმკლავდება სასკოლო განგრიგს, პროგრამას. დაბალი მოსწრების მიზეზები: 1) ვერ სწავლობენ გონებრივად ჩამორჩენილი და ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები . ასეთ დროს მნიშვნელოვანია გაირკვეს პრობლემის ფსიქოლოგიური და დეფექტური ხასიათი. შესაძლოა პრობლემა პედაგოგიური მიზეზითაც იყოს განპირობებული. ამის გასარკვევად შესაძლოა გამოყენებულ იქნას ვექსლერის ტესტი, რომელიც შეიცავს "მძიმე ინტელექტის" და გონებრივი ჩამორჩენილობის კრიტერიუმებს.ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი რეკომენდაციას უწევს მშობელს მიმართოს სპეციალისტს. სპეციალისტთან მიმართვას საჭიროებენ ცენტრალური ნერვული სისტემის ლოკალური დაზიანების მქონე ბავშვები, რისი შედეგიც შეიძლება იყოს მეტყველების, თვლის, მექანიკური მეხსიერების მოშლა.ენის შესწავლის სირთულე ხშირად დაკავშირებულია მეტყველების განვითარების ნაკლებობასთან, ფონეტიკური სმენის თავისებურებებთან.ამ დროს საჭიროა ლოგოპედთან ვიზიტი.

უფრო რთულადაა საქმე, როცა ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ სირთულის მიზეზი პედაგოგიური ხასიათისაა.ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მოითხოვონ პედაგოგის სკოლიდან გაშვება.ამ პერიოდში ბავშვის თვითშეფასება მასწავლებლის მიერაა ინსპირირებული, შესაბამისად, თუ სწორი მიდგომა არ იქნება მასწავლებლის მხრიდან არჩეული ეს ბავშვზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

ფსიქოლოგის ყურადღება ესაჭიროება ინტელექტუალურად პასიურ ბავშვებს. ისინი ხასიათდებიან ინტელექტუალური მუშაობის დაბალი დონით.ასეთი ბავშვები კარგად ასრულებენ ადვილ დავალებებს, არიან მონდომებულები . პირველ კლასში წარმატებით ართმევენ თავს სწავლას. მე-2-3 კლასში კი უცებ იწყებენ ჩამორჩენას.შეინიშნება პირველ კლასში განვითარებული უნარების რეგრესი.


დაბალი მოსწრების ორი კატეგორია შეგვიძლია გამოვყოთ : 1) ძალიან მოძრავი 2) უმოძრაო ბავშვები.

პირველი კატეგორია არის მოუსვენარი, მოძრავი, ადვილად გადააქვთ ყურადრება, ჩქარობენ პასუხის გაცემას, არ ისმენენ კითხვას ბოლომდე, არ მიჰყავთ ბოლომდე საქმე .

მეორე კატეგორიის ბავშვები არიან ინერტულები, მოდუნებულები, ცდილობენ ყველაფრის შესრულებას, მაგრამ არ ამჟღავნებენ დამოუკიდებელ ინტერესს.

ასეთ კატეგორიებად დაყოფა სასარგებლოა, რადგან წარუმატებლობის პროცესს ვუკავშირებთ ნერვული სისტემის თავისებურებებს და შეგვიძლია კორექციის გზების გამონახვა.

დაბალი მოსწრების მქონე ბავშვების განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენენ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვები. ისინი მალე იღლებიან, ერღვევათ ძილი, იმატებს გაღიზიანება. ასეთი ბავშვები საჭიროებენ მკურნალობას, სკოლაში კი საჭიროა ფსიქოლოგიური ღონისძიებების სპეციალური სისტემის გამოყენება, რომელთა შემუშავება-რეალიზებაში სკოლის ფსიქოლოგი მონაწილეობს.

დაწყებით კლასებში სწავლის სირთულეები შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი სფეროს განვითარების უკმარისობით - მეხსიერების, ყურადღების დაბალი დონით . პიროვნული სფეროს დარღვევებით.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0