x
image
ციცი
Mediator image
"ქეთა თოფურია რეპერ გუფის საყვარელია"-რუსული მედია ქართველი მომღერლის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. რა კომენტარს აკეთებს ქეთა თოფურია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
image
რუსეთის ესტრადის ვარსკვლავის, "ა-სტუდიოს" ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია.

"რუსულ შოუბიზნესში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბედნიერი ცოლი და დედა ქეთა თოფურია "რეპ-ხულიგანი" გუფის, ალექსეი დოლმატოვის საყვარელი გახდებოდა."-ასეთ ინფორმაციას ავრცელებს რუსული ინტერნეტ გამოცემა life.ru-"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქეთა უკვე ერთი წელია, რაც რომანტიკულ ურთიერთობაშია 37 წლის რეპერ გუფთან. მათ ერთად გაატარეს საახალწლო არდადეგები ტაილანდში, სამუას კუნძულზე-ეს ინფორმაცია ჩვენთვის ქეთა თოფურიას ახლო მეგობრებისგან გახდა ცნობილი."


life.ru-ს ჟურნალისტის ობიექტივში მოხვდა ეს "ტკბილი წყვილი", რომელიც მათ ვილას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სანდო წყაროებიდან ჟურნალისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ქეთას და გუფს შორის სიმპატიები კლიპის, "Далеко"-ს გადაღებისას გაჩნდა და მალე დიდ ვნებაში გადაიზარდა. თითქმის ცხრა თვის განმავლობაში თავის გრძნობების დამალვას ახერხებდნენ. მათი სიყვარულის შესახებ მხოლოდ მომღერლების საახლობლო წრემ იცოდა(ქეთას რამდენიმე მეგობარმა და გუფის დირექტორმა).

ქეთას ოთხწლიანი ბედნიერი ოჯახი დაინგრა. მისი ბიზნესმენი მეუღლე ლევ გეიხმანი ახლა ამერიკაში იმყოფება. მათ როგორც მოგეხსენებათ ყავთ პატარა გოგონა, ლივი.


ქეთას და გუფის რომანი რუსული შოუბიზნესისთვის ნამდვილი სენსაციაა.


გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქეთა თოფურიამ კომენტარი გააკეთა, სადაც მან აღნიშნა:

"ქმარს ჯერ არ დავშორებივარ. ხოლო გუფთან და მის ჯგუფთან "center"-თან უკვე დიდი ხანია ვმეგობრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფოტოებზე მე არ ვარ და ჩვენ ერთად არ ვისვენებდით."


ვიდრე თაყვანისმცემლები ფიქრობენ აქვთ თუ არა გუფს და ქეთას რომანი, ჟურნალისტები თავიანთ ვერსიებს ქმნიან მათი შესაძლო სიყვარულის შესახებ. მაგრამ შესაძლოა ისიც, რომ მომღერლებმა თვითონვე ააგორეს ეს ჭორი თავიანთი ერთობლივი პროექტის პრეზენტაციის წინ. სიმართლე მალე გამომჟღავნდება.imageimageimageimage

0
199
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0