x
image
დათო შაროვი
როგორ გავიჩეროთ კბილის ტკივილი, თუ ხელთ არ გვაქვს წამალი
image


კბილის ტკივილი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეგრძნება, რაც კი ადამიანმა შეიძ-

ლება განიცადოს. მთავარი ის არის, რომ არ ვიცით როდის აგვტკივდება. გთავაზობთ 6

გამოცდილ მეთოდს, რომელიც შეგიჩერებთ უეცარ ტკივილს. ყოველთვის გვახსოვდეს,


რომ ასეთი შემთხვევის შემდეგ აუცილებლად მივაკითხოთ სტომატოლოგს.


1. პიტნა-ცნობილია, როგორც შესანიშნავი და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

პიტნის ძლიერი ნაყენი გამოვივლოთ პირში ან ჩავიგუბოთ და გავიჩეროთ მტკივანი კბი-

ლის მხარეს რამდენიმე წუთით.


2. მიხაკის ზეთი-არის დროში გამოცდილი საშუალება კბილის ტკივილის წინააღმდეგ,

რადგან მას გააჩნია ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ამასთან, ის

ამცირებს შესიებას და მოქმედებს, როგორც ანტიბიოტიკი. დაასველეთ ბამბა მიხაკის ზე-

თით და გაიწმინდეთ მტკივანი კბილი, მაშინვე იგრძნობთ, რომ ტკივილი შემცირდება.

ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია დღეში 3-ჯერ.ნახევარ ჭიქა წყალში ჩავა-

მატოთ 2-3 წვეთი მიხაკის ზეთი და გამოივლეთ პირში 30 წმ-ის განმავლობაში.


3. მარილიანი წყალი-ერთ-ერთი ყველაზე უბრალო და ეფექტური მეთოდი, რომელიც

ამცირებს კბილის ტკივილს. მარილი კლავს ყველანაირ პათოგენურ და ვირუსულ მიკ-

როორგანიზმებს, რომლებიც ტკივილს და დისკომფორტს გვიქმნიან. გარდა ამისა, სტო-

მატოლოგები გვირჩევენ ყოველი ჭამის შემდეგ გამოვივლოთ პირში მარილწყალი პროფი

ლაქტიკის მიზნით.


4. ვანილი-ჩაიდეთ მტკივან კბილში ვანილის კრისტალები.რამდენიმე საათში ყველანაი-

რი ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გაქრება.უფრო მეტიც, ვანილს შეუძლია ჩააცხროს
შესიებული ღრძილიც.


5. ყინული- შეამცირებს კბილის ტკივილს თუ ტინულის კუბიკს დავიდებთ ხელის მტე-

ვანზე V-ს ფორმის ტერიტორიაზე, სადაც ერთდებიან ცერა და საჩვენებელი თითების

ძვლები და გავიჩეროთ 5-7 წუთი.


6. ჩაის ხის ზეთი-დაასველეთ ბამბა ამ ზეთით და მიიდეთ მტკივან კბილზე. ასევე ერთ

ჭიქა თბილ წყალში ჩავაწვეთოთ რამდენიმე წვეთი ზეთი და ჩავიგუბოთ პირში, გავიჩე-

როთ, რაც შეიძლება დიდხანს, ოღონდ ეცადეთ არ ჩაყლაპოთ.

0
1188
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
1188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0