x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ გავასუფთავოთ ბაღი და აგარაკი მავნებლებისგან. და არანაირი ქიმია
image


ბაღში და ბოსტნებში, საქმიანობის შესვენებებზე, ძალიან სასიამოვნო არის სუფთა ჰაერზე, ხის ჩრდილის ქვეშ დასვენება! ფრინველების გალობა, გრილი სიო, რომელიც ტოტებს არხევს, პეპლები დაფრინავენ… პეპლები? — ეს ხომ მუხლუხებია, რომლებიც ელვის სისწრაფით ანადგურებენ მოსავალს.

დიახ, იმისთვის რომ დარწმუნებულები იყოთ, მომავალი მოსავლის გადარჩენაში, სულ ცოტაც უნდა მოინდომოთ და მავნებლები დააფრთხოთ თქვენი ნაკვეთიდან.

აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც მცენარეების გადარჩენაში დაგეხმარებათ. ამასთან, მოსავალი ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე.


როგორ ვებრძოლოთ მავნებლებს

1. ბუგრი


image


ამ პატარა მავნებლების რიცხვის შემცირება, ერთი მარტივი ხერხით შეიძლება. ხელზე წებოვანი ლენტი დაიხვიეთ, წებოვანი მხარით გარეთ და მცენარეს შეეხეთ. მავნებლების რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.

გარდა ამისა, ბუგრი არასოდეს გაჩნდება იმ ადგილებზე, სადაც გერანი (ზეთის ნემსიწვერა (Pelargonium roseum) ხარობს.



2. ლოქორა



image


ლოქორას, ე. წ. ლოკოკინას ნიჟარის გარეშე, ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მცენარისთვის, განსაკუთრებით ღამის საათებში. ამ მავნებლებთან გამკლავება შემდეგნაირად შეიძლება: ერთი მეტრის დაშორებით, მოათავსეთ პატარა კონტეინერები ლუდით ან რძით. კონტეინერი მიწაში ისე უნდა იყოს ჩაფლული, რომ მიწის ზედაპირზე მხოლოდ 1, 5 სმ-ზე იყოს ამოწეული.
შეიძლება ასევე, ფიჭვის და ნაძვის წიწვებით ბარიერების მოწყობა ნარგავების პერიმეტრზე. კვლებში მობნეული წიწვები, მცენარესთან არ მიუშვებს მავნებლებს.



3. კომბოსტოს თეთრულა


image
კომბოსტოს გადარჩენა კომბოსტოს თეთრულასგან ძალიან რთულია. პატარა მუხლუხები მხოლოდ გარე ფოთლებს აზიანებენ, ხოლო დიდებს – შეუძლიათ კომბოსტოს თავში შესვლა და შიგნიდან გამოჭმა, რაც მცენარის განადგურებას იწვევს.

პეპლების თავიდა, უფრო სწორედ, კომბოსტოს ნარგავებიდან მოცილება, შეიძლება კომბოსტოს ირგვლივ კამის, კვლიავის ან ანისულის დათესვით.



4. კოღო


image


ამ სისხლისმწოვლებს შეუძლიათ აგარაკზე დასვენება ჯოჯოხეთად გადააქციონ! მაგრამ ისინი ვერ იტანენ მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის და ანისულის სუნს. ამ მცენარეების ეთერზეთის რამდენიმე წვეთის ნათურაზე დასხმის და შემდეგ მისი ანთების შემთხვევაში, კოღოები მომენტალურად გაქრებიან.



5. კრაზანა


image


კრაზანების დაფრთხობა, ყავის «დაბოლებით» შეიძლება: ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაყარეთ 1 მუჭა დაფქული ყავა, მოუკიდეთ ცეცხლი, შემდეგ ჩააქრეთ. არომატული კვამლი მწერს მოახლოვების საშუალებას არ მისცემს.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageოთახის მცენარეების მწერებთან ბრძოლის და პროფილაქტიკის მეთოდები (და არანაირი ქიმია)

როგორ უნდა გავაშენოთ ხილის ბაღი აივანზე

რატომ უნდა ჩავარჭოთ ასანთის ღერები ქოთანში

0
3597
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0