x
image
_K_
რას ამბობდნენ აშშ-ის პრეზიდენტები ინაუგურაციებზე
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვით გააგრძელა ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ ჯორჯ ვაშინგტონმა დაიწყო 220 წლის წინ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ციტატებს ამერიკის ყველა პრეზიდენტის ინაუგურაციის სიტყვიდან, რომელშიც ჩანს მათი ხედვა მომავლისადმი.

გამოსვლების სრული ინგლისური ტექსტის სანახავად გადადით ლინკზე: http://edition.cnn.com/interactive/2017/01/politics/words-from-the-past/index.html



დონალდ ტრამპი (რესპუბლიკელი)


აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი

2017-დღემდე

image

"რაც ნამდვილად არ არის სულერთი, ის არის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიაა ქვეყნის სათავეში, მთავრობა იმართება ხალხის მიერ. 2017 წლის 20 იანვარი ემახსოვრებათ დღედ, როცა ქვეყნის მართვის სადავეები ისევ ხალხს გადაეცა. ჩვენს ქვეყანაში ხალხი აღარ იქნება მივიწყებული".



ბარაკ ობამა (დემოკრატი)

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი

2009-2017

image

2009: "დადგა დრო, როცა კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა ძლიერი, მტკიცე სული გვაქვს, როცა უნდა ავარჩიოთ უკეთესი ისტორია, განვავითაროთ ძვირფასი საჩუქარი - კეთილშობილური იდეები, - რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ღმერთი ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ყველა თავისუფალია და იმსახურებს ბედნიერების შანსს".


2013: "საერთო ძალისხმევით, საერთო მიზნით, მონდომებით და ერთგულებით, მოდით, ვუპასუხოთ ისტორიის გამოძახილს და შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც მთავარი თავისუფლება იქნება".



ჯორჯ ბუში (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი

2001-2009

image

2001: "ამერიკელები კეთილშობილი, ძლიერი და ღირსეული ხალხი ვართ, არა იმიტომ, რომ საკუთარი თავის გვწამს, არამედ იმიტომ, რომ გვწამს საკუთარ თავს მიღმა".


2005: "თავისუფლების შენარჩუნება ჩვენს მიწაზე მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის თავისუფლება წარმატებული სხვა მიწებზე. იმისთვის, რომ სამყაროში სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მთელ სამყაროში უნდა გავავრცელოთ თავისუფლება".



ბილ კლინტონი (დემოკრატი)

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი

1993-2001

image

1993: "არაფერი აქვს ამერიკას ისეთი ცუდი, რომ სწორი პოლიტიკით ვერ შეიცვალოს".


1997: "სამყარო აღარ იყოფა ორ მტრულ ბანაკად. ამის ნაცვლად, ახლა ჩვენ ვამყარებთ კავშირებს იმ ერებთან, რომლებიც ჩვენი მოწინააღმდეგეები იყვნენ".



ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი

1989-1993

image

"ჩვენი პრობლემები დიდია, მაგრამ ჩვენი გულები - უფრო დიდი. ჩვენი გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენი ნებისყოფა - უფრო დიდი. და თუ ჩვენი ნაკლი ურიცხვია, მაშინ გეტყვით, რომ ღვთის სიყვარულიც ადამიანებისადმი ჭეშმარიტად უსაზღვროა".


რონალდ რეიგანი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი

1981-1989

image

1981: "დღევანდელი კრიზისის დროს მთავრობა არ არის პრობლემის მოსაგვარებელი საშუალება. თავად მთავრობა არის პრობლემა".


1985: "ჩვენ გვჯეროდა მაშინაც და ახლაც გვჯერა, რომ არ არსებობს შეზღუდვები ადამიანის პროგრესისთვის და როგორც მამაკაცს, ასევე ქალს, შეუძლია, დაიცვას თავისი ოცნება".



ჯიმი კარტერი (დემოკრატი)

აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი

1977-1981

image"მოდით, ვისწავლოთ ბოლოს დაშვებული შეცდომებისგან. თუ ყოველთვის აბუჩად ავიგდებთ მთავრობას, მომავალი არ გვექნება".



ჯერალდ ფორდი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი

1974-1977

image

1974 წელს, ნიქსონის გადადგომის შემდეგ ფორდი იქცა პირველ "არაარჩეულ" პრეზიდენტად. მას ინაუგურაცია არ ჰქონია.



რიჩარდ ნიქსონი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი

1969-1974

image

1969: "მე ვიცნობ ლიდერებს მსოფლიოში, მინახავს სიძულვილი და შიში, რომელმაც მსოფლიო დაანაწევრა. მე ვიცი, რომ მშვიდობა უბრალო სურვილით არ მოდის, ვიცი, რომ ამას სჭირდება დიდი დრო, ხანგრძლივი დიპლომატია. ვიცნობ ხალხს მთელი მსოფლიოდან. მინახავს უსახლკარო ბავშვების შიმშილი, ბრძოლაში დაჭრილი კაცის ტკივილი, დედა, რომელმაც შვილი დაკარგა. ვიცი, რომ ამ ყველაფერს არ აქვს იდეოლოგია, არც რასას აქვს მნიშვნელობა. მე ვიცნობ ამერიკას. მე ვიცი, რომ გულით ამერიკელი ხალხი კარგი ხალხია. მე ვსაუბრობ ჩემი და ჩემი ქვეყნის გულით და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველა დატანჯული და დაჩაგრული ადამიანის მისამართით. დღეს მე ფიცს ვდებ, რომ მთელი ენერგიით ვეცდები, დავამყარო მშვიდობა ერებს შორის".


1973: "მოდით, ვიამაყოთ ჩვენი გაბედული, ახალი ინიციატივებით მშვიდობისთვის. ჩვენ მივაწოდეთ მსოფლიოს მშვიდობა, რომელიც მხოლოდ ამ დროში კი არ დარჩება, თაობიდან თაობას გადაეცემა".



ლინდონ ჯონსონი (დემოკრატი)

აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი

1963-1969

image

"ყველა თაობას აქვს თავისი ბედი. ზოგისთვის ბედს ისტორია განსაზღვრავს. ამ თაობას კი შეუძლია, თავად აირჩიოს, თავად შექმნას საკუთარი ბედი".



ჯონ ფიცჯერალდ კენედი (დემოკრატი)

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი

1961-1963

image

"ასე რომ, ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, ის კი არ იკითხოთ, რა შეუძლია თქვენს ქვეყანას, გააკეთოს თქვენთვის, იკითხეთ, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი ქვეყნისთვის. მოქალაქეებო მთელი მსოფლიოდან, ის კი არ იკითხოთ, რას გააკეთებს ამერიკა თქვენთვის, იკითხეთ, ერთად რისი გაკეთება შეგვიძლია ადამიანის თავისუფლებისთვის".



დუაიტ ეიზენჰაუერი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი

1953-1961

image

1953: "ავაყვაოთ თავისუფლება მონობის წინააღმდეგ, სინათლე სიბნელის წინააღმდეგ"!


1957: "ეს არის ჩვენი სახლი, მაგრამ ეს არ არის მთელი სამყარო. ჩვენი სამყარო ისაა, სადაც ჩვენი ბედი წყდება, - ყველა ადამიანში, ყველა ერში, რომელიც არის ან იქნება თავისუფალი. მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, დასვენების და უქმად ყოფნის დრო არ არის".



ჰარი ტრუმენი (დემოკრატი)

აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი

1945-1953

image

"ჩვენი დროის ყველაზე დიდი საჭიროება ის არის, რომ ადამიანებმა ისწავლონ ერთად ცხოვრება მშვიდობიანად".



ფრანკლინ დელანო რუზველტი (დემოკრატი)

აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი

1933-1945

image1933: "მხოლოდ უგუნურ ოპტიმისტს შეუძლია, უარჰყოს ამ დროის ბნელი რეალობა".


1937: "მთავრობა არის კომპეტენტური მაშინ, როცა ისინი, ვინც ის აირჩია, ხალხის დასაცავად მუშაობენ. მთავრობას ექნება მუდმივი პროგრესი, თუ ეცოდინება ყველა ის ფაქტი, რაც ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება. მას შეუძლია, დაუჭიროს ხალხს მხარი და ხალხმაც უნდა დაუჭიროს მთავრობას მხარი, თუ ისინიც იღებენ უტყუარ და დასაბუთებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რასაც მთავრობა აკეთებს".


1941: "ერის ცხოვრებას მისი არსებობის წლები კი არ განსაზღვრავს, არამედ ხალხის სულების სიცოცხლის ხანგრძლივობა".


1945: "ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ. მას დაუყოვნებლივ ვერ მივაღწევთ, მაგრამ მაინც უნდა ვცდილობდეთ. შეიძლება, დავუშვათ შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომები არ უნდა იყოს სისუსტით და მორალური პრინციპების ღალატით გამოწვეული".



ჰერბერტ ჰუვერი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 31-ე პრეზიდენტი

1929-1933

image

"განათლება არის ქვეყნების და ადგილობრივი თემების ერთ-ერთი პირველი საფიქრალი. უნდა ვიფიქროთ მის მაღალი სტანდარტებით განვითარებაზე ყველგან, მთელ მსოფლიოში".



კალვინ კულიჯი (რესპუბლიკელი)

აშშ-ს 30-ე პრეზიდენტი

1923-1929

image"ის, რომ ამერიკა არსებობს და ის, რასაც ამერიკა აკეთებს, უფრო გაბედულს ხდის ხალხს, შთააგონებს იმედს და ათბობს კაცობრიობის გულს".



უორენ გამალიელ ჰარდინგი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 29-ე პრეზიდენტი

1921-1923

image"ასე არ უნდა იყოს, მაგრამ გუშინდელი შეცდომების სინანული მაინც ხელს გვიშლის იმაში, რომ რამე სასარგებლო გავაკეთოთ დღეს. არასდროს მოუტანია ომს ასეთი შედეგი".



ვუდრო უოლსონი (დემოკრატი)

აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი

1913-1921

image

1913: "ეს ტრიუმფის დღე არ არის, ეს ხალხის დღეა! ეს პარტიების დღე არ არის, ეს ხალხის დღეა! ხალხის სიცოცხლე სასწორზე დევს. ისინი იმედით გვიყურებენ და ელოდებიან, ვუთხრათ, რა გააკეთონ. ვინ გაბედავს, რომ არ სცადოს? მე ვიწვევ ყველა პატიოსან კაცს, ყველა პატრიოტს, ყველა მომავალზე ორიენტირებულ მამაკაცს, ჩემი მხრიდან. ღმერთი დამეხმარება, რომ მათ იმედი არ გავუცრუო, თუ ისინიც არ განმსჯიან და მხარს დამიჭერენ".


1917: "ამ 30 თვის დიდმა არეულობებმა ჩვენ მსოფლიო მოქალაქეებად გვაქცია. უკან დასახევი გზა აღარ არის".



უილიამ ჰოვარდ ტაფტი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 27-ე პრეზიდენტი

1909-1913

image

"ყველამ, ვინც ფიცს დებს, როგორც ახლახან დავდე მე, უნდა იგრძნოს დიდი პასუხისმგებლობა. თუ ვერ იგრძნობს, ესე იგი არ აქვს გაცნობიერებული თავისი მოვალეობა, ძალა, თავისი ვალდებულებები, რომელსაც ფიცი აკისრებს".



თეოდორ რუზველტი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი

1901-1909

image

"ჩვენი საქმის წარმატებაზე მხოლოდ ჩვენი საკუთარი კი არა, კაცობრიობის კეთილდღეობაა დამოკიდებული. თუ ჩვენ მარცხს განვიცდით, ეს შეეხება მთელ მსოფლიოს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობა დიდია, როგორც მსოფლიოს, ასევე ჯერ არდაბადებული თაობების წინაშე".



უილიამ მაკ-კინლი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 25-ე პრეზიდენტი

1897-1901

image"ეკონომიკა მნიშვნელოვანია მთავრობის ყველა განშტოებაში ყველა დროს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა ბიზნესის სფეროში დეპრესიაა და ხალხიც სტრესშია. უნდა დავიწყოთ დაკვირვება ყველა სახალხო ხარჯზე, თუ სადმე ფლანგველობას შევამჩნევთ, დაუყოვნებლივ შევაჩერებთ და ხელს შევუშლით მომავალში განვითარებას".



გროვერ კლივლენდი (დემოკრატი)

აშშ-ის 24-ე პრეზიდენტი

1893-1897

image

"იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს სამართლიანი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი ყურადღება მივაქციოთ უთანასწორობის, უსამართლობის ფაქტებს".



ბენჯამინ ჰარისონი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 23-ე პრეზიდენტი

1889-1893

image

"ჩემი დაპირება ნათქვამია, თქვენი - უსიტყვო, მაგრამ არა ნაკლებ რეალური და საზეიმო. სიმამაცის და პატრიოტიზმის შეგნება თქვენს გულებში ძალას ზრდის".


გროვერ კლივლენდი (დემოკრატი)

აშშ-ის 22-ე პრეზიდენტი

1885-1889

image"კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს ფიცსაც, ჩემო თანამემამულეებო, არის თქვენი; მთავრობა, რომელიც თქვენვე აირჩიეთ გარკვეული დროით, არის თქვენი; ხმის უფლება, რომელიც თქვენსავე თავისუფლებას ამტკიცებს, თქვენია; კანონები და მთელი სქემა ჩვენი სამოქალაქო წესების არის თქვენი; ყველა ქალაქი და ეროვნული კაპიტალიც თქვენიც".



ჩესტერ ართური (რესპუბლიკელი)

აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი

1881-1885

image

ჩესტერ ართურმა პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც მძიმედ დაჭრილი პრეზიდენტი გარფილდი გარდაიცვალა. ინაუგურაცია არ ჰქონია.



ჯეიმზ გარფილდი (ფედერალისტი)

აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი

1881

image

"ხალხის ნების და კანონის უზენაესობა განხილვის საგანი აღარ უნდა იყოს... ჩემო თანამემამულეებო, დღეს ჩვენ აღარ უნდა ვიფიქროთ ძველი თაობების დავებზე, ისევე როგორც 50 წლის მერე ჩვენმა შვილებმაც არ უნდა იფიქრონ ჩვენს დაპირისპირებებზე. ისინი, უბრალოდ, უნდა იყვნენ საკუთარი მამებისგან დალოცვილები, ქვეყანა დაცული და მონობა დამხობილი უნდა იყოს, ორივე რასა კი - კანონის წინაშე თანასწორი. ჩვენ შეიძლება ძალიან ვჩქარობთ ან ნელა ვმოქმედებთ, მაგრამ არ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ საბოლოო დაზავება, შერიგება. არ არის შესაძლებელი, რომ ახლავე მივიღოთ ეს გარდაუვალი განაჩენი? ახლავე მივაღწიოთ შეთანხმებას"?



რეზერფორდ ჰეისი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის მე-19 პრეზიდენტი

1877-1881

image

"ჩემო თანამემამულეებო სამხრეთის შტატებიდან, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი გულწრფელი სურვილია, ყურადღება მივაქციო და წინ წავწიო თქვენი უმთავრესი ინტერესი - თეთრკანიანების და ფერადკანიანი ხალხის თანასწორობა, რომ გამოვიყენო ჩემი ძალისხმევა და სამუდამოდ ამოვშალო ამერიკის ისტორიიდან კანის ფერით განსხვავება, განსხვავება ჩრდილოელებსა და სამხრეთელებს შორის, რადგან მინდა, აღარ ვიყოთ დაყოფილები ჩრდილოელებად და სამხრეთელებად, არამედ ვიყოთ ერთი მთლიანი ქვეყანა".



ულის გრანტი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის მე-18 პრეზიდენტი

1869-1877

image

1869: "პოლიტიკის ყველა საგანს შეიძლება ჰქონდეს რეკომენდაცია, მაგრამ არაფერი უნდა შესრულდეს ხალხის ნების წინააღმდეგ. კანონები იმისთვის არის, რომ ყველა ერთნაირად მართოს - ისინიც, ვინც მას მხარს უჭერენ და ისინიც, ვინც ეწინააღმდეგებიან. მე ვიცი, როგორ გავაუქმო საზიზღარი კანონები, ისევე, როგორც შემიძლია მათი გამოყენება მკაცრი სასჯელისთვის".


1873: "სოციალური თანასწორობა არ არის საგანი, რომელიც კანონის საფუძველზე უნდა დამტკიცდეს. მეც არ ვითხოვ, რომ რამე გაკეთდეს ფერადკანიანების უფლებების წინ წასაწევად, გარდა იმისა, რომ მისცეთ მათ სამართლიანი უფლება, განავითარონ ის, რაც კარგია მათში, მიეცით მათ საშუალება, იარონ სკოლებში, და როცა მგზავრობენ, აგრძნობინეთ, რომ მათ ისე ექცევიან, რასაც მათი ბილეთის ღირებულება ითვალისწინებს".



ენდრიუ ჯონსონი (რესპუბლიკელი)

აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი

1865-1869

imageჯონსონი პრეზიდენტი ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ გახდა. ინაუგურაცია არ ჰქონია.



აბრაამ ლინკოლნი

აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი

1861-1865

image

1861: "ეს ქვეყანა, თავისი დაწესებულებებით, ეკუთვნის ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. როცა ისინი საკმარისად გაიზრდებიან, შეეძლებათ, კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილებები, ან მოიპოვონ რევოლუციური უფლება მისი დაშლის და დამხობის".


1865: "ღვარძლი - არავის მიმართ, ქველმოქმედება - ყველასთვის. ღვთის მოცემული უფლებით, მოდით, დავამთავროთ სამუშაო ერთად, ვიზრუნოთ დაჭრილებზე, ქვრივ-ობლებზე, გავაკეთოთ ყველაფერი, რითიც შეგვიძლია, მივაღწიოთ სამართლიანობას და მშვიდობას საკუთარ თავებში და მსოფლიოში".



ჯეიმზ ბიუკენენი (დემოკრატი)

აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი

1857-1861

image"მონობის საკითხი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა უბრალო პოლიტიკური საკითხები, რადგან თუ ვითარება ასე გაგრძელდება, შეიძლება, საფრთხე შეექმნას მოქალაქეების პირად უსაფრთხოებას".



ფრანკლინ პირსი (დემოკრატი)

აშშ-ის მე-14 პრეზიდენტი

1853-1857

image"თუ თქვენი წარსული შეზღუდულია, სამაგიეროდ თქვენი მომავალია უსაზღვრო. გაკვალეთ გაუკაფავი ბილიკები და ვერაფერი შეგაჩერებთ".



მილარდ ფილმორი (ფედერალისტი)

აშშ-ის მე-13 პრეზიდენტი

1850-1853

imageმან პრეზიდენტის პოსტი წინამორბედის, ზაქარი ტეილორის, გარდაცვალების შემდეგ დაიკავა, რაც მეორე შემთხვევა იყო აშშ-ის ისტორიაში. ფილმორი არასოდეს აურჩევიათ პრეზიდენტად, ტეილორის ვადის შემდეგ, ის ვიგების პარტიამ აღარ წარადგინა 1852 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ოთხი წლის შემდეგ სხვა პარტიიდან სცადა არჩევნებში გამარჯვება, თუმცა - წარუმატებლად. ინაუგურაცია არ ჰქონია.



ზაქარი ტეილორი (ვიგი)

აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი

1849-1850

image"პრეზიდენტად არჩეულ ადამიანს ეკისრება რთული მოვალეობები. ნიჭიერებას, პატიოსნებას და ერთგულებას მე ვაქცევ სამუშაოდ აყვანის აუცილებელ წინაპირობებად. ისინი, ვისაც ეს თვისებები არ ექნება, დაუყოვნებლივ მოიხსნებიან".



ჯეიმზ ნოქს პოლკი (დემოკრატი)

აშშ-ის მე-11 პრეზიდენტი

1845-1849

image"მსოფლიო ხედავს, რა მშვიდობიანი, ტრიუმფალური ინდუსტრია შეიქმნა ემიგრანტებისგან. ჩვენ ადეკვატურად დავიცავთ ყველას, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს".



ჯონ ტაილერი (ვიგი)

აშშ-ის მე-10 პრეზიდენტი

1841-1845

imageპრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი ინაუგურაციიდან ერთ თვეში, 1841 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა, რამაც ქვეყანაში დაბნეულობა გამოიწვია. იმ დროს აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით ზუსტად არ იყო განსაზღვრული პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა პრეზიდენტი, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მომავალ არჩევნებამდე. ვიცე-პრეზიდენტმა ტაილერმა 1841 წლის 6 აპრილს დადო პრეზიდენტის ფიცი, რითაც შეიქმნა პრეცედენტი მომავალი შემთხვევებისთვის.

ამრიგად, ჯონ ტაილერი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობა წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. ინაუგურაცია არ ჰქონია.



უილიამ ჰენრი ჰარისონი (ვიგი)

აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი

1841

image"ჩვენი შეთანხმება, ჩემო თანამემამულეებო, შეიძლება დაცული იყოს მხოლოდ მოთმინებით, სულგრძელობით. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება, იცოდნენ ის უფლებები, რასაც მათ კონსტიტუცია აძლევს".



მარტინ ვან ბურენი (დემოკრატი)

აშშ-ის მე-8 პრეზიდენტი

1837-1841

image"ჩვენ გამოცდილებიდან ნაყოფიერი გაკვეთილი მივიღეთ. ვისწავლეთ პრინციპების ერთგულება. ამან ჩვენ შეიძლება მოგვიტანოს ეკონომიკური წარმატებაც. ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება რთული წლების პერიოდებში".



ენდრიუ ჯექსონი (დემოკრატი)

აშშ-ის მე-7 პრეზიდენტი

1829-1837

image

1829: "მანამ, სანამ ჩვენს მთავრობას მართავს კარგი ხალხი და მათ ნებას ასრულებს, მანამ, სანამ ეს იცავს ჩვენს პიროვნულ და ჩვენი ქონების უფლებებს, მანამ, სანამ არსებობს სინდისის და მედიის თავისუფლება, თავდაცვაც ღირს. და მანამ, სანამ თავდაცვა ღირს, პატრიოტული პოლიცია ბოლომდე დაგიცავთ".


1833: "გაერთიანების გარეშე არასდროს გვექნებოდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. გაერთიანების გარეშე ისინი ვერასდროს იქნება დაცული".



ჯონ კუინსი ადამსი (ფედერალისტი)

აშშ-ის მე-6 პრეზიდენტი

1825-1829

image

"ახლა აქ ვდგავართ, ვიხსენებთ წარსულის ძვირფას თაობას და ველოდებით ახალს, რაც ისეთი კარგია, რომ შეგვიძლია თავს სიხარულის გამოხატვის და იმედით გამხნევების ნება მივცეთ".



ჯეიმზ მონრო (დემოკრატ-რესპუბლიკელი)

აშშ-ის მე-5 პრეზიდენტი

1817-1825

image

ინაუგურაცია არ ჰქონია.



ჯეიმს მედისონი (ფედერალისტი)

აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი

1809-1817

image

1809: "მშვიდობიან და მეგობრულ კავშირებს ყველა ერთან თავისი შედეგი ექნება. უნდა შევინარჩუნოთ ნეიტრალური პოზიცია აგრესიულ ერებთან და უნდა ვამჯობინოთ გონივრული მოლაპარაკებები რთულ სიტუაციებში


1813: "როდესაც ომის საფრთხე დგება, ყველამ იცის, რომ ისიც ამის თანამონაწილე ხდება. უნდა გამოვავლინოთ ვაჟკაცური სული და პატრიოტული გრძნობა, ყველამ უნდა ვიკისროთ ჩვენი წილი ტვირთი.



ტომას ჯეფერსონი (დემოკრატ-რესპუბლიკელი)

აშშ-ის მე-3 პრეზიდენტი

1801-1809

image

1801: "ჩემო თანამემამულეებო, მოდით, გავერთიანდეთ გულით და გონებით. მოდით, აღვადგინოთ თბილი და ჰარმონიული სოციალური ურთიერთობები, რის გარეშეც თავისუფლება და თვით ცხოვრებაც მოსაწყენი რამ არის".


1804: "ყოველდღიურად ვრწმუნდები იმაში, რომ რაც უფრო და უფრო მეტს ვშრომობ, მით უფრო მეტად მიმართლებს ყველაფერში".



ჯონ ადამსი (ფედერალისტი)

აშშ-ის მე-2 პრეზიდენტი

1797-1801

image

"თუ ეროვნული სიამაყე გამართლებულია, იმ შემთხვევაში, როცა ის ჰყვავის. ეს არ უნდა იყოს გამოწვეული ძალისგან და სიმდიდრისგან, სიდიადისგან და დიდებისგან, არამედ რწმენისგან და ეროვნული სიწმინდისგან, ინფორმირებულობისგან და კეთილგანწყობისგან".



ჯორჯ ვაშინგტონი (ფედერალისტი)

აშშ-ის 1-ლი პრეზიდენტი

1789-1797

image1789: "საკითხებს, როგორიცაა თავისუფლების შენარჩუნება და მთავრობის რესპუბლიკური მოდელის ბედი, ბევრი ფიქრი სჭირდება. ამერიკელმა ხალხმა უნდა იფიქროს, ახლა უკვე ფსონები თქვენს ხელშია".


1793: "როცა სათანადო შემთხვევა იქნება, მე ვეცდები, გამოვხატო ჩემი გამორჩეული პატივი და ნდობა, რომელიც უკვე გაერთიანებული ამერიკის მკვიდრ ამერიკელებს ეკუთვნის".

0
177
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0