x
image
ციცი
როგორ მოვამზადოთ გამაფხვიერებელი სახლის პირობებში
image


გამაფხვიერებელი ცომეულსა და ნამცხვრებში გამოიყენება, რათა უფრო ჰაეროვანი და მსუბუქი გამოვიდეს თქვენს მიერ მომზადებული ფქვილოვანი ნაწარმი. ასეთი ეფექტი ნახშირორჟანგის გამოყოფით არის განპირობებული. ცხობის დროს ხდება რეაქცია და გამოიყოფა აირი, რის გამოც ხდება ნამცხვარი უფრო ჰაეროვანი. ასევე ხდება საფუარიანი ცომის დროსაც, სადაც CO2-ის გამოყოფა უზრუნველყოფს ცომის აფუებას. სხვა სახის ცომეულის დროს კი გამაფხვიერებელს(Baking powder) ანუ "Разрыхлитель"-ს ვიყენებთ.

ზოგიერთ რეცეპტში მხოლოდ სოდა გამოიყენება, მაგრამ თუ დააკვირდებით ნახავთ რომ მაგ შემთხვევაში რეცეპტში მჟავე პროდუქტები გამოიყენება(მაწონი, ლიმონი, თაფლი), რომლებიც სოდასთან რეაქციაში შედიან და აფუებენ ცომს. ზოგიერთი დიასახლისი სოდას ძმართან ერთად იყენებს, მაგრამ არ არის რეკომენდირებული, რადგან რეაქცია მაშინვე ხდება და ისეთი ეფექტი აღარ აქვს ცხობის დროს.

სოდა თუ გამაფხვიერებელი? უმჯობესია გამაფხვიერებელი გამოიყენოთ, რადგან 2-ჯერ უფრო ფუმფულა და ჰაეროვანი გამოდის, ვიდრე სოდით. ხოლო სახლში დამზადებული გამაფხვიერებელი ბევრად უფრო იაფი და კონსერვანტებისგან სუფთაა, ვიდრე ნაყიდი.


image


გამაფხვიერებლის მომზადება:


1. 3 ჩ.კ. ლიმონმჟავა;

2. 5 ჩ.კ. სოდა;

3. 12 ჩ.კ. ფქვილი ან 6 ჩ.კ. ფქვილი და 6 ჩ.კ. სახამებელი(კრახმალი).



ავიღოთ გარეცხილი და კარგად გამშრალებული მინის ქილა. ჩავყაროთ მასში ყველა ინგრედიენტი და მშრალი კოვზით კარგად მოურით ან დავაფაროთ ხუფი ქილას და ვანჯღრიოთ ქილა მანამდე, ვიდრე ყველა მასალა კარგად არ შეერევა ერთმანეთს.

თუ თქვენ ნაყიდი გამაფხვიერებელის შემადგენლობას ნახავთ, იქ გრამებში აწერია შემადგენლობა:

ფქვილი 12, 2 გრ, ლიმონმჟავა-3გრ და სოდა-4, 8 გრამი.


სახლში დამზადებული გამაფხვიერებლის შემადგენლობა ჩაის კოვზით არის განსაზღვრული და ზუსტად იგივე რაოდენობის გამოდის, რაც ნაყიდის შემადგენლობაშია. ამიტომ გამოყენების დროს იგივე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ რაც რეცეპტშია მითითებული.




შენიშვნა-ლიმონმჟავა არ უნდა იყოს გრანულებში, იგი ყავის საფქვავში შეგიძლიათ წმინდად დაფქვათ.


გამოიყენეთ ასე დამზადებული გამაფხვიერებელი და თქვენ მის ეფექტურობაში დარწმუნდებით.


image

მსგავსი სიახლე იხილეთ ლინკზე:


როგორ მოვამზადოთ იდეალური შესქელებული რძე 15 წუთში



0
1052
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
1052
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0