x
image
მადამ ფისუნია
სხვადასხვა ეპოქის და ხალხის გამოყენებითი ხელოვნება

imageერთი შეხედვით შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნას, რომ გამოყენებითი ხელოვნება ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით ნაკლებად ფასეული დარგია. ეს მცდარი შეხედულებაა - უძველესი დრიდან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დიდ როლს თამაშობდნენ კაცობრიობის კულტურაში, მათ შექმნასს არა ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე ქანდაკებისა თუ ფერწერული ტილოების. ძველი სამყაროს ავეჯი, საიუვილერო ნაწარმი, ჭურჭელი, იარაღი თავისი დიდებულებითა და დახვეწილობით გვაოცებს.
ქრისტიანობამ კიდევ ერთი ბიძგი მისცა გამოყენებითი ხელოვნების განვითარებას: შუა საუკუნეებში მთელს ქრისტიანულ სამყაროში უამრავი მდიდრული საეკლესიო ნივთები იქმნებოდა - ოქროს, ვერცხლის, ძვირასი ქვებით მოოჭვილი სახარების ყდები, ჯვრები, სანაწილეები, საკმევლები, ბარძიმები და სხვ.
დახვეწილობით გამოირჩევა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხების გამოყენებითი ხელოვნება.
ბატიკა - ხელით მოხატული ქსოვილი. ბატიკას ხელოვნება ინდონეზიაში ჩაისახა - თავდაპირველად ქსოვილზე ნახატს ცვილით აკეთებდნენ, შემდეგ საღებავში დებდნენ, ცვილით დაფარული ადგილები შეუღებავი რჩებოდა. დღეს ბატიკის ხელოვნება ბევრად გართულებულია.
გამოყენებით ხელოვნების განვითარებას ევროპაშიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ - ეს ხელოვნება ხომ მოდური ტანსაცმლის, სამკაულების, სასახლეების მდიდრული მორთულების შექმნას ემსახურება.
XVIII საუკუნეში ევროპაში მთელი ფირმები და კომპანიები შეიქმნა, რომლებიც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს სერიულად აწარმოებდა. ვეჯვუდის, სევრისა და მაისენის ფაბრიკების ფაიფურმა, ფირმა "ჩიპენდეილისა " და "შერატონის" ავეჯმა, ცნობილი იუველირის კარლ ფაბერჟეს სახელოსნოებმა მსოფლიოში გაითქვა სახელი. მათმა პროდუქციამ უდიდეს მუზეუმებში, ფერწერული და სკულპტურული შედევრების გვერდით დაიკავა ადგილი.

0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0