x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ გული გაქვთ, გულგრილობას არ გამოიჩენთ — ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს!

image

image

როდესაც კოსმეტიკას ან ტკბილეულს ყიდულობთ, რომლის შემადგენლობაშიც პალმის ზეთი შედის, თქვენ ირიბად მაიმუნების ამოწყვეტას ემხრობით.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ ბორნეოზე და სუმატრაზე უამრავი სახეობის ფლორისა და ფაუნის თავშეყრის ადგილი აარის. იქ დაახლოებით 20 000 სახეობის ყვავილოვანი მცენარე, 3 000 სახეობის ხე ხარობს და 300 000 სახეობის ცხოველი ბინადრობს. ამასთან, ყოველ საათში, მალაზიასა და ინდონეზიაში იმ რაოდენობის ჯუნგლები იკაფება, რომ იმ ადგილზე 300 ფეხბურთის მოედნის აშენება შეიძლება. და ეს ყველაფერი – პალმის ზეთის გამო, რომელიც ძალიან იაფია და არც თუ ისე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
ჯუნგლების გაკაფვის გამო, მხოლოდ ეკოსისტემა კი არა, ის ცხოველებიც ზარალდებიან, რომლებიც იქ ცხოვრობენ. მაგ., ყოველდღიურად ათობით ორანგუტანგი იღუპება და უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, დაღუპული ორანგუტანგების რიცხვმა 50 000 გადააჭარბა. ექსპერტები თვლიან, რომ თუ ტყეების გაჩეხვა არ შეჩერდება, ამ სახეობის პრიმატები, 2033 წლისთვის, სრულად ამოწყდებიან.


image


რაც შეეხება პალმის ზეთს, ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით 50 მლნ. ტ. ზეთი იწარმოება (ნახევარზე მეტი მალაზიასა და ინდონეზიაში) და 12 მლნ. ჰა. (ანუ 120 000 კვ. კმ – შედარებისთვის, საქართველოს ტერიტორიის ფართობი 69 700 კვ. კმ-ია (რედ.)) ტყე იჩეხება. დროთა განმავლობაში, ჯუნგლების აღდგენა ხდება. მაგრამ, ცხოველები რომლებიც იქ ცხოვრობდნენ უკვე ვეღარასოდეს დაბრუნდებიან.
ყველაზე მარტივი ხერხი, ამ საშინელი პროცესის შესაჩერებლად — უარის თქმა არის იმ პროდუქტზე და კოსმეტიკაზე, რომლის შემადგენლობაშიც ეს ზეთი შედის.

0
1707
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1707
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0