x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
გუგლის რუკაზე კალინინგრადის ფედერალური უშიშროების სამსახური აღმოსავლეთ პრუსიის გესტაპოდაა მითითებული

image ინტერნეტში "სერფინგისას" ერთ ძალზე საინტერესო და საკმაოდ სახალისო ინფორმაციას გადავაწყდი.
ამ ინფორმაციით საძიებო სისტემა "გუგლმა" რუსებს "გაუჩალიჩა", რადგან "გუგლის" რუკაზე კალინინგრადის ოლქის ფედერალური უშიშროების სამსახურის საოლქო განყოფილება მითითებულია, როგორც აღმოსავლეთ პრუსიის "გესტაპო".
"გესტაპო" შემოკლებული ფორმაა "Geheime Staatspolizei-დან", „ მესამე რაიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია" გახლდათ.
მეორე მსოფლიო ომის დროს ამ შენობაში მართლაც იყო განთავსებული "გესტაპოს" განყოფილება, მაგრამ ახლა რამ გაახსენა "გუგლის" რუკის ავტორებს გაუგებარია.
უკვე ერთი კვირაა რაც ეს წარწერა გამოჩნდა და საინტერესოა რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის მესვეურებს.

1
50
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
50
  
0 1 1