x
მეტი
  • 24.06.2017
  • სტატია:67140
  • ვიდეო:319894
  • სურათი:419052
მრგვალ ტორტს აქამდე არასწორად ვჭრიდით – დაჭრის სწორი მეთოდი

დედამიწის ზურგზე ალბათ ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც არ უყვარს ტკბილეული. განა შეგვიძლია უარი ვთქვათ ნაპოლეონზე, შოკოლადის ტორტზე, ჰაეროვან კექსზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნებისმიერი დღესასწაული სწორედ რომ ტორტით სრულდება. ბევრი თქვენგანი ვერ წარმოიდგენდით, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ტორტს არასწორად ჭრიდით. გაგიკვირდებათ და ტორტის დაჭრის სწორი მეთოდიც არსებობს თურმე.


image


1906 წელს ბრიტანელმა მათემატიკოსმა გამოიგონა ტორტის ჭრის სწორი მეთოდი, რომელსაც მისი თქმით "მაქსიმალური გასტრონომიული სიამოვნების" მონიჭება შეუძლია.


საქმე იმაშია, რომ თუ კი თქვენ მრგვალ ტორტს ჩვეული მეთოდით დაჭრით, მისი კიდეები ადვილად გამოშრება და გახმება. ამ მათემატიკური მეთოდით კი გვექნება შესაძლებლობა შევუნარჩუნოთ ტკბილეულს ჩვეული ფორმა (ჰაეროვნება და სირბილე) და ნებისმიერ მომენტში ჭამის წინ იყოს გემრიელი.



როგორ დავჭრათ მრგვალი ტორტი სწორედ?


პირველ რიგში ტორტი უნდა გაჭრათ თითქმის შუაზე და ამოჭრათ შუა ნაჭრები, დარჩენილ ორ ნახევარს კი შეაერთებთ, რაც შეუნარჩუნებს ტორტს სირბილეს. შემდეგ ეტაპზე კი დარჩენილ ნახევრებს დავჭრით ჯვარედინად, ისევ შევაერთებთ დარჩენილ ნაწილებს და ა.შ. (იხილეთ ფოტო)


image


დამეთანხმებით იმაში, რომ ეს მეთოდი არ არის ხელსაყრელი ხმაურიანი კამპანიების დროს, სადაც მთელი ტორტი თვალის დახამხამებაში იჭრება და იჭმევა, თუმცა თუ თქვენ გადაწყვეტთ მოიწყოთ პატარა ტორტით განტვირთვის საღამო, ეს მეთოდი ნამდვილად გამოგადგებათ სახლის პირობებში.



იხილეთ აგრეთვე:


* ყველაზე ამაზრზენი ტორტები

* მოამზადეთ გემრიელი ტკბილეული 10 წუთში- რეცეპტები

* "რომელი ნაყინი არ ასუქებს"?



4
4671
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4671
  
8 იანვარი, 0:27
:)))) მე კი სულ მინდა და მინდა :)))
7 იანვარი, 23:39
უკვე ღამითაც კი ტორტები მესიზმრება, შემოვედი და აქაც ტორტი დამხვდა :DDD
7 იანვარი, 23:27
რა თქმა უნდა, ჩვევა რჯულზე უარესიაო და მაინც არ ვაპირებ ამ მეთოდით დავჭრა :))
7 იანვარი, 23:09
მერე ბოლოს რომ მარტო კანები დარჩება?:) მაინც ძველებურად ჯობია დაჭრა, დამიჯერეთ.
0 1 4