x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ მივირთმევთ საახალწლოდ მანდარინს და რა კავშირშია იგი სანტა კლაუსთან? - ეს ბევრმა არ იცის!
image

ბევრ ადამიანს ახალი წლისა და შობის დღესასწაულები მანდარინისა და ფორთოხლის გარეშე ვერ წარმოუდგენია. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ეს ციტრუსი? საიდან მოდის ახალ წელს მანდარინისა და ფორთოხლის მირთმევის ტრადიცია?


ქვემოთ გთავაზობთ ორ ვერსიას, რომლებიც ხსნის იმას, თუ რატომ ვიმარაგებთ საახალწლო სუფრისთვის აღნიშნულ არომატულ ციტრუსს.

ვერსია 1: ახალი ხილი ზამთარში განსაკუთრებულ ფუფუნებად ითვლებოდა


image
ძველად, როცა არ იყო სუპერმარკეტები, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს ადამიანს შეუძლია სასურველი ხილის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა, ბავშვებს ძალიან უხარდათ საშობაო საჩუქრებს შორის მანდარინისა თუ ფორთოხლის ნახვა. შეძლებულ ოჯახებში ამ ციტრუსით ნაძვის ხეებსაც კი რთავდნენ, სადღესასწაულო სუფრის შემდეგ კი ბავშვებს უფლებას აძლევდნენ ხიდან სამშვენისები ჩამოეხსნათ და მიერთვათ.



XX საუკუნეშიც კი, ნარინჯისფერი ნაყოფის მიღება საკმაოდ სასიხარულო იყო, განსაკუთრებით ომის შემდეგ პერიოდში. შირლი კონრანის რომანში "მაქმანი", არის ერთი ფრაგმენტი, რომელიც ამ ვერსიის ნათელ ილუსტრაციას ახდენს: მასში საუბარია გოგონაზე, სახელად კეიტი, რომელმაც საჩუქრებით სავსე წინდაში ფორთოხალი იპოვა. მამამისმა ხილი ერთ-ერთი მეზღვაურისგან შეიძინა ძალიან ძვირ ფასად - ომის დროინდელ ინგლისში ხომ არც ფორთოხალი იყო, არც ბანანი და არც ნაყინი. კეიტი ამ ფორთოხალს მთელი დღის მანძილზე ჭამდა და ტკბებოდა ყოველი ლუკმით. შემდეგ კი, მთელი კვირის მანძილზე ფორთოხლის კანს ღეჭდა.


ვერსია 2: გაიხსენეთ, ვინ იყო სანტა-კლაუსის პროტოტიპი


image

ალბათ ბევრისთვის ცნობილია პირველი "სანტა-კლაუსის" - წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება. ამ წმინდანს ქრისტიანულ რელიგიაში განსაკუთრებით ეთაყვანებიან და იგი უფრო მეტად ბავშვების მფარველად ითვლება. მის ცხოვრებაში იყო ერთი საინტერესო ისტორია:


სამი ქალიშვილის მამა ვერ ახერხებდა შვილებისთვის მზითევის შეგროვებას, ამიტომ გადაწყვიტა შემოსავალი მიეღო გოგონების სილამაზიდან. ასეც მოხდებოდა, რომ არა წმინდა ნიკოლოზი. იგი ძალიან მორიდებული იყო, ამიტომ შეუმჩნევლად, საკვამურიდან (ზოგ ვერსიაში კი - ღია ფანჯრიდან) ჩააგდო გოგონების სახლში ოქროთი სავსე ტომარა. გადმოცემის თანახმად, ტომარა ჩავარდა წინდაში, რომელიც ბუხართან გასაშრობად ეკიდა. ამგვარად, დილით სახლის მაცხოვრებლებმა საჩუქარი სწორედ წინდაში იპოვეს.


გახარებულმა მამამ სამივე გოგო გაათხოვა. ხალხში კი გაჩნდა ტრადიცია, რომლის თანახმად, შობის ღამეს ბუხრის წინ წინდებს კიდებენ და მათში წმინდა ნიკოლოზის მიერ ნაჩუქარი ოქროს სიმბოლოდ ოქროსფერ მანდარინებსა და ფორთოხლებს აწყობენ.


ასევე საინტერესოა:


6 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს მამლის წლის ნაძვის ხეზე - გახადეთ 2017 წელი წარმატებული!


image


7 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახალ წელს - ეს ცუდის ნიშანია!

image


რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს და რატომ არის იგი ქრისტიანული შობის სიმბოლო

image


როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს - მეთოდი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მშობლები აღაფრთოვანა!

image


10 ორიგინალური სადღეგრძელო საახალწლო სუფრისთვის - იყავით გამორჩეულები
image







0
239
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0