მსოფლიო თალიბების რეიდის შედეგად ქაბულში რვა ადამიანი გარდაიცვალა 2016, 23 დეკემბერი, 21:40 22 დეკემბერს ხუთშაბათს ღამით თალიბები თავს დაესხნენ პარლამენტარ მირ ვალის სახლს ქაბულში. ვალის ოთხი ოჯახის წევრი გარდაიცვალა. თავად ვალი მსუბუქად დაშავდა და თავის დაღწევა მოახერხა. თალიბების მიერ პარლამენტარის სახლის ღამის რეიდის შედეგად, მედიის ინფორმაციით თერთმეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან: პარლამენტარის შვილი, ძმის შვილი და ორი შვილიშვილი. ასევე ორი დაცვის თანამშრომელი, ორი სტუმარი და სამი თავდამსხმელი. ექვსმა ადამიანმა, მათ შორის პარლამენტარმა და მისმა ცოლმა გაქცევა მოახერხეს. 70 1-ს მოსწონს
|