x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
„სულიკო“ მონიკა ბელუჩისთვის - როგორ მოხიბლა ქართულმა კვარტეტმა კინოვარსკვლავი
imageქართულ მრავალხმიანობამ ფილმების ვარსკვლავი და ულამაზესი ქალბატონი მონიკა ბელუჩი მოხიბლა - იტალიელმა მსახიობმა აღიარა, რომ იგი მუსიკალური ჯგუფი "არაგვის" შესრულებამ მოაჯადოვა და აღაფრთოვანა. რამდენიმე დღის წინ მონიკა ბელუჩი მოსკოვში ჩავიდა ემირ კუსტურიცასთან ერთად. სადაც მათ წარადგინეს სერბი რეჟისორის ახალი ფილმი "ირმის ნახტომი". ფილმში ორივე მსახიობი მთავარ როლს თამაშობდნენ. ბელუჩი და კუსტურიცა პრეზენტაციის შემდეგ მოწვეულნი იყვნენ დედაქალაქის ლეგენდარულ რესტორან "არაგვში" - პირველ საბჭოთა კავშირის დროინდელ ქართულ რესტორანში.

image

მუსიკალურად საღამოს აფორმებდა ჯგუფი "არაგვი". ანსამბლმა შეასრულა "მრავალჟამიერი", "თბილისო" და "სულიკო". სადილის შემდეგ მონიკამ პირადად დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ მუსიკოსებს.


ჯგუფი არაგვი - ყოფილი "თეატრალური კვარტეტია" თბილისიდან: ოთო კოვზირიძე, ლაშა კირვალიძე, კობა ჩეპხოძე და ირაკლი აბჟანდაძე. მომღერალი ქეთი გაბისიანი - ასევე სოლისტი და ჯგუფის კომპოზიტორი.


imageგუნდი დაარსდა 2002 წელს საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. მუსიკლაური ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისთი დათო არჩვაძე. ჯგუფი "არაგვი" დღეს ძალიან პოპულარულია რუსეთის დედაქალაქში, ქართველი მუსიკოსები ხშირად მიწვეულნი არიან მასშტაბურ წვეულებებზე, კონცერტებსა და სატელევიზიო შოუებში.



image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთზე განახლებული „კუკუშკა“ ივლის

2 - რომანოვების სიცოცხლის ბოლო დღეები

3 - ცისფერი თვალები 10, 000 წლის წინათ შავი ზღვის რეგიონში წარმოიშვა

4 - ჰუნზას ტომის ამოუხსნელი ფენომენი: აქ ყველა 120 წლამდე ცოცხლობს!

5 - აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები ბრიტანელი ფოტოგრაფისგან






1
327
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
327
  
2016, 24 დეკემბერი, 11:45
ამ ქალზე ვგიჟდები, სულ სხვანაირი ეშხი აქვს. ძალიან მომწონს
0 1 1