x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანა ლაშხელი ონიანი: იმედია ჩვენი ძალიან დახვეწილი და მოდერნიზებული საზოგადოება ქვების სროლას არ დამიწყებს.
imageახალგაზრდა მწერალი ანა ლაშხნელი-ონიანი, რომელიც მკითხველმა ნოველებით "მეეზოვე" და "აკვანით" გაიცნო "ფეისბუქზე" ქართულ კუდაბზიკურ "მოდერნისტულ" საზოგადოებას მიმართავს:



"მე როგორც მწარე ენის ფეისბუკელმა, ვერ ავუარე გვერდი ამ ყველაფერს რაზეც
ახლა დავწერ და იმედია ჩვენი ძალიან დახვეწილი და მოდერნიზებული
საზოგადოება ქვების სროლას არ დამიწყებს.
მოკლედ რამდენიმე დღეა


სოციალური ქსელი ერთგვარმა კეთილშობილებამ მოიცვა, რომელსაც სეკრეტ სანტას
ეპიდემიას დავარქმევ.ვითომ მოდის ეს სეკრეტა ლაპლანდიიდან და საჩუქრების
მთელი კოლექცია მოაქვს.ხალხნო, ქართველებო, თოვლის ბაბუა ქვია იმ სიკეთეს და
ულამაზესად ჟღერს ქართულად ეს სახელი, თან სხვათაშორის მხოლოდ პატარების
გულის გასახარადაა გამოგონებული.ნუ გიტყდებათ იმის აღიარება რომ საკუთარ
თავს საჩუქარს უკეთებთ.ნეტა მქონდეს ამის ფუფუნება, სანტას არ დავაბრალო...
image

ასწავლეთ შვილებს სწორად მეტყველება, გადაეცით ნამდვილი ღირებულებები მათ
და ნუ გგონიათ, რაც უფრო ბევრ უცხო სიტყვას ჩააკვეხებთ თქვენს ლექსიკონში
ქართულად, უფრო მაგარი ტიპები იქნებით.


გილოცავთ ყველას შობა ახალ წელს,
თქვენს პატარებს ნამდვილი თოვლის ბაბუას სტუმრობას ვუსურვებ, თქვენ ბევრ
ფულს, რომ რაც შეიძლება ბევრი საჩუქარი გაუკეთოთ თავს.

პ.ს.რომელი თურქ-სელჩუკი, ევროპელი, ამერიკელი და რუსი გაგიკეთებს
იმისთანას, შენ რომ გაუკეთებ შენ თავს. ღმერთების ენას რომ ვერ შეირგებ
ისაა...
#ისაუბრე ქართულად".




იხილეთ აგრეთვე:

image
საუკეთესო საახალწლო-საშობაო სიმღერები, რომლებიც თქვენს საზეიმო სუფრას დაამშვენებს


თოვლის პაპა არ არსებობს!-გეყოთ ბავშვების მოტყუება!


ნაბახუსევი მსოფლიო:როგორ გამოდიან "პახმელიიდან" სხვადასხვა ქვეყნებში

1
133
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
133
  
2016, 22 დეკემბერი, 23:59
ვინ გიჟი ამ სიმართლის გამო ქვა ესეოლოს ამ მართლაც გადასარევ გოგოს, აი , ჩემთვის სად ვლინდება პატრიოტიზმი, საკუთარი ენის პატივისცემაში და არა უცხოელთა წყევლა-კრულვაში
0 1 1