x
მეტი დიალოგი - სალომე ლემონჯავა


image

ქინძმარაული, მუკუზანი, ტვიში, ოჯალეში, მანავი, წინანდალი - ქართული ღვინის სახეობებია
და მათი დაგემოვნება მთელს მსოფლიოშია შესაძლებელი. ღვინის გარდა გვაქვს ბორჯომი,
ნაბეღლავი, ლიკანი... ეს მინერალური წყლებია და ქვეყნის გარეთ ესენიც გადიან. უგემრიელესი
ქართული ტკბილეულის, ჩურჩხელას გასინჯვაც შეიძლება ზოგ ევროპულ და აზიურ ქვეყანაში,
ამერიკაშიც - კი. თითქმის ყველგან არის ერთი პატარა ქართული რესტორანი მაინც, სადაც
ხინკალი აუცილებლად იქნება და აუცილებლად უნდა გასინჯოთ. გვაქვს ქართული პური სახელად,
„შოთი“. გადაირევით.

ის ფაქტი, რომ ქართული ნაწარმი
ქვეყნის გარეთ გადის საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. კონკრეტული ბიზნესმენი, მაგალითისთვის ავიღოთ, ვინმე
ბატონი შალვა, რომელსაც დიდი ვენახები აქვს, აწარმოებს თავის ღვინოს, აპატენტებს და
კანონის ფარგლებში წარმატებით ყიდის, ეს კარგი მოგებაა. თუმცა მოგება არის არა მხოლოდ
ბატონი შალვასთვის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ქვეყნის განვითარებისა და პოპულარიზებისთვის...
შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი
საფუძველი საჯარო და კერძო სექტორს შორის მუდმივი
დიალოგია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ეკონომიკის მამოძრავებელია. სწორედ ამას ეხება საქართველოს მთავრობის 245-ე დადგენილებაც საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის
დამტკიცების თაობაზე. წესდების მიხედვით, „საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ნებაა,
განახორციელოს სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმა, საქართველოში კერძო სექტორის ჩართულობისა და ინვესტიციებისათვის
მიმზიდველი გარემოს შექმნის, კერძო სექტორის გამოცდილების, ტექნოლოგიური განვითარებისათვის..
და ა.შ.“

განახლებული ზღვისპირა ქალაქი
ბათუმი არის კარგი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესის ჩართულობა ინფრასტუქტურული
პროექტების განხორციელებისას და, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება უცხო ქვეყნის ინვესტიციებიც: „Hilton Batumi”, “Radisson Blu Iveria” „Sheraton” და ა.შ. და ა.შ. მსგავსი განახლება ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით
ხორციელდება. ეს ჩემთვის, ამ ქვეყნის მოქალაქისა და საბჭოურ შენობა-ნაგებობეში გაზრდილი
გოგოსთვის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული მშვენიერი ნაბიჯია. სხვათაშორის,
გარემო რომ ლამაზია და თვალს უხარია, ბედნიერების ჰორმონი - ენდორფინიც გამოიყოფა.
ხოდა რაც უფრო მეტად გაგვიხარდება მით მეტად
დავწინაურდებით მსოფლიო ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, სადაც დღესდღეობით 126-ე ადგილს
ვიკავებთ გაერო-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში
157 სახელმწიფოს შორის. შარშან, 139-ე პოციზიაზე ვიყავით. ეს, უფრო იუმორით ნათქვამი
ცოტა რომ გავასერიოზულოთ, განვითარებული ქვეყანა ნამდვილად ჯანსაღი გარემოს შექმნის
აუცილებელი წინაპირობაა. ამ შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა, მეტი ერთობლივი
მუშაობა, მეტი დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს.


0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ტატა ბოკუჩავა
ტატა ბოკუჩავა
20