x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სასწრაფოდ! მეცნიერებმა დაასახელეს დედამიწის განადგურების თარიღი
image


ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის თანამშრომელმა ბელგიელმა ლენ დეჩინმა სენ-

საციური განცხადება გააკეთა, დაასახელა დედამიწის სიკვდილის მოახლოების თარიღი.

პროფესორის აზრით, მზე გაანადგურებს ყველაფერს ცოცხალს პლანეტაზე, როცა ეს ვარს-


კვლავი გადაიქცევა წითელ გიგანტად, იუწყება Astronomy და Astrophysics.

ცნობილია, რომ ვარსკვლავი გადის ევოლუციის სხვადასხვა სტადიებს (ყვითელი ჯუჯა,

სუბგიგანტი, წითელი გიგანტი, თეთრი ჯუჯა.) დედამიწის ბედის პროგნოზირება ასტ-

რონომებმა შეძლეს L2 Puppis ვარსკვლავზე დაკვირვებით, რომელსაც 5 მილიარდი

წლის წინ ჰქონდა მსგავსი მასა. ამ მომენტისთვის ამ ობიექტის ასაკი 10 მილიარდ წელს

შეადგენს და ის არის წითელი გიგანტი. L2 Puppis მდებარეობს 208 სინათლის წელი-

წადის მანძილზე დედამიწიდან. ეს არის ყველაზე ახლოს ჩვენს პლანეტასთან. ამ ვარს-

კვლავის გარშემო 300 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრაობს პლანეტა, რომელზე

დაკავშირებითაც მკვლევარები იმედოვნებენ გაარკვიონ დედამიწის ბედი.

მეცნიერების აზრით, მზე აუცილებლად გადაიქცევა წითელ გიგანტად, რის შედეგადაც

მერკური და ვენერა განადგურდება, ხოლო სიცოცხლე დედამიწაზე გაქრება.

“ ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია ვივარაუდოთ ზუსტი ბედი ჩვენი პლანეტის. უცნო-

ბია გაუძლებს მზის წითელ გიგანტად გადაქცევას, ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ვთქვათ,

გააგრძელებს თუ არა ორბიტის გარშემო ტრიალს" მოგვითხრობს ლენ დეჩინი.

პროფესორის აზრით “ ტერმინალის სტადიაში" მზე 5 მილიარდი წლის მერე შევა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასტრონომებმა შეძლეს გამოეთვალათ თარიღი,

როცა ჩვენს პლანეტაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა 25 საათი იქნება.


0
875
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
875
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0