x
საქველმოქმედო აქცია "ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი"
ახალი წელი ყველასთვის! თბილისში საქველმოქმედო აქცია დაიწყო #ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი! აქცია ემსახურება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლო განწყობის შექმნას. თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობთ გაქვთ შესაძლებლობა, რომ გახდეთ დიდი სიკეთის და მხიარულების ნაწილი. ქალაქში გამოჩნდა სასაჩუქრე ყუთები, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და საჩუქრები დატოვოთ როგორც პატარებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.


#ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი -ის ბრენდირებული ყუთები განთავსებულია:


✔რუსთაველის "სმარტში"


✔ვაკის პარკში მდებარე ბიბლიოთეკა "მედიათეკაში"



✔New School


✔The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi


✔Grigol Robakidze University - Alma Mater


✔GIPA


აქცია დროთაგანმავლობაში უფრო გაფართოვდება. არ გამოტოვოთ! გახდით საიდუმლო სანტა მათთვის ვისაც ეს ნამდვილად გააბედნიერებს!


გროვდება ყველაფერი, რაც შეიძლება ბავშვებს ან მათ მშობლებს გამოადგეთ:


✔ტკბილეული

✔ ტანსაცმელი
✔ ფეხსაცმელი
✔ სათამაშოები
✔ წიგნები (მთელი, არასასკოლო ლიტერატურა)
✔ სხვა საინტერესო ნივთები


ერთად ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი !


#ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ვაჩეიშვილი
მაკა ვაჩეიშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0