x
image
დათო შაროვი
ბიჭი რომელსაც 232 კბილი აქვს
image


ექიმებს ასეთი რამ არ უნახავთ თავიანთ პრაქტიკაში.17 წლის ბიჭმა აშიკ გავაიმ მიმართა

ექიმს კბილის ტკივილით. მისი მარჯვენა ლოყა ძალიან შესივდა, ყბის კეთილთვისებიანი

სიმსივნის გამო.



image


მთავარმა სტომატოლოგმა სუნანდა დჰვარე პალვანკარმა ამცნო გაზეთ “ ინდია ტაიმსს"

ამ საოცარი აღმოჩენის შესახებ: სიმსივნის მოცილების ოპერაციის დროს ექიმებმა ახალ-

გაზრდა ბიჭის ყბებზე აღმოაჩინეს 232 კბილი. ექიმებს დასჭირდათ 7 საათი, რათა

ჩამოეცილებინათ ზედმეტი კბილები.


image

ეს არაჩვეულებრივი ფენომენი ბიჭის ყბაზე წარმოიშვა კეთილთვისებიან სიმსივნესთან

ერთად მრავალი წლის განმავლობაში. ოპერაციის შემდეგ ექიმებმა სხვადასხვა წყარო-

ებში მოიძიეს მსგავსი შემთხვევა, მაგრამ უშედეგოდ. “ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის

მსოფლიო რეკორდი, მაგრამ საჭიროა კიდევ დამატებითი გამოკვლევები, რათა დამტ-

კიცდეს ეს ფაქტი" ამბობს დჰვარე პალვანკარი.

გავაი ადრეც ამჩნევდა, რომ მის პირის ღრუში, რაღაც ისე არ იყო, მაგრამ ვერ ახერხებდა

მოემართა ექიმისთვის. “ მისი ოჯახი უკიდურესად ღარიბია, მათ არ გააჩნიათ თანხები,

რათა ესარგებლად სამედიცინო დახმარებით" ამბობს ექიმი.

ხოლო, როცა სიმსივნე გახდა ძალიან შესამჩნევი და უკვე ხელს უშლიდა ჭამაში, შემდეგ

მიმართეს ექიმს. ხარჯები ოპერაციის ჩასატარებლად დაფარა ინდოეთის სახელმწიფო

გამგეობამ, მოსახლეობის ჯამრთელობის დაზღვევის პროგრამით. “ ახლა გავაის შეუ-

ძლია იცხოვროს მშვიდად" აცხადებს ექიმი.




0
862
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0