x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თიხისგან შექმნილი მინიატურული კერძები, რომლებიც საოცრად რეალისტურია (27 ფოტო)
ამ შესანიშნავი ქმნილებების ავტორი, თელ-ავიველი მხატვარი შეი აარონი, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ უდიდეს ხელოვანთან ერთად, გურმანია და ამასთანავე, კარგად ერკვევა კულინარიის ხელოვნებაშიც, რადგან კერძები იმდენად სრულყოფილად და დახვეწილად გამოიყურება, ნებისმიერ დამთვარიელებელს აღუძრავს სურვილს მადიანად დააგემოვნოს იგი. აღნიშნული მინიატურული სკულპტურები, კვების პროდუქტების დიდ ასორტიმენტს მოიცავს. ხელოვანმა დასამზადებლად ისეთი კერძები შეარჩია, რომ მაქსიმალურად ყველა ფერი ჩაერთო მათში და ამით კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ისინი.
რაც შეეხება ნამუშევარების რეალურ შემადგენლობას, ისინი თიხის პოლიმერისგანაა შექმნილი. სანამ შემადგენლობას გავეცნობით კი, ერთი შეხედვით, საკვები პროდუქტების მინიატურულ ასლებს, ორიგინალებისგან მხოლოდ ზომით თუ განვასხვავებთ. თითოეული სკულპტურის ზომა ერთიდან თორმეტ ინჩამდე მერყეობს. იმისათვის, რომ საკუთარი ნამუშევრის მინიატურობისათვის გაესვა ხაზი, როგორც წარმოდგენილ ფოტოებზე თავად ნახავთ, ხელოვანს საკუთარი ქმნილებები ხელისგულზე, ან თითებზე აქვს მოთავსებული. ასევე, მეტი სიცხადისათვის თიხის თითოეული ნამუშევარი, ხშირად შესაბამის მინიატურულ ჭურჭელზე, ან მაგიდაზეა განლაგებული, რაც აგრეთვე თიხისგანაა დამზადებული.
ასე, რომ თავადვე გაეცანით კულინარიის მინიატურული შედევრების ნაკრებს, რომელიც ნამდვილად შესძლებს თქვენი მადის გაღვიძებას.

image

image

image


imageimage

imageimage

image

image

image

image

image

image

image

imageimage

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage






















1
62
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
62
  
2016, 2 დეკემბერი, 14:22
რა საყვარლებიააა
0 1 1