x
image
natia.a
როგორ განვასხვავოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან (+ვიდეოგაკვეთილი)
ყველასათვის კარგად არის ცნობილი რამდენად სასარგებლოა თაფლი ჯანმრთელობისთვის. თუმცა საუბარია, რაღა თქმა უნდა, ნამდვილ თაფლზე. არადა დღეს გასაყიდად გამოტანილი თაფლის უმეტესობა მთლიანად ხელოვნური, ან ნაწილობრივ გაზავებულია. მნიშვნელობა არა აქვს სად შეიძენთ საყვარელ ნუგბარს: სუპერმარკეტში, ბაზარზე მოხუცი ბებოს მიერ გამოტანილს თუ თავად მეფუტკრის ხელიდან - ყალბი თაფლი ყველგან გვხვდება. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ის ძირითადი ხერხები, რომლებიც დაგვეხმარება გავარჩიოთ ბუნებრივი და ხელოვნური თაფლი ერთმანეთისგან. ამისათვის სულაც არ არის საჭირო თაფლის ექსპერტები ვიყოთ, გვჭირდება მხოლოდ რამდენიმე მეთოდის დამახსოვრება:


image

1. ჩაასხით ჭიქაში წყალი და ნელა ჩაუშვით მასში ერთი კოვზი თაფლი. თუ თაფლი ჭიქის ფსკერზე დაილექა, თქვენს წინაშე ნამდვილი პროდუქტია. ხოლო თუ წყალში გახსნას დაიწყებს, საქმე ფალსიფიცირეულ თაფლთან გვქონია.


2. ჩააწეთ თაფლში სუფთა ბამბის ტამპონი და მოუკიდეთ ცეცხლი. თუ აალდება, პროდუქტი ნატურალურია.



3. ერთი წვეთი თაფლი დაიტანეთ ცერა თითზე. თუ დაბლა წვეთა დაიწყო, ეს იმის ნიშანია, რომ ყალბი პროდუქტი შემოგაპარეს.


ეს სამივე მეთოდი დეტალურად არის ნაჩვენები ქვემომოცემულ ვიდეოში.




ასევე საინტერესოა:


1. როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი შოკოლადი უხარისხოსგან

2. როგორ განვასხვავოთ ნატურალური კაკაო ხელოვნურისგან

3. როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი ყავა უხარისხოსგან

4. როგორ გამოვიცნოთ გაყალბებულია თუ არა რძე

5. რა უნდა გავითვალისწინოთ პაკეტის ჩაის შეძენისას




0
5569
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0