x
image
alex999
Mediator image
მობილურის დამუხტვა რამოდენიმე წამში - სასიამოვნო სიახლე!

მობილური ტელეფონის ბატარეის პრობლემა თითქმის ყველას გვაწუხებს, ხშირ შემთხვევაში, დღეში 2-3 ჯერ მაინც გვიწევს დამუხტვა, რასაც საათები სჭირდება. მეცნიერებმა შემოიმუშავეს >სუპერ კონდენსატორი< რომელიც თქვენს მობილურ ტელეფონს რამოდენიმე წამში დამუხტავს!

image

ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის (UCF) მკვლევარებმა, შექმნეს ისეთი კონდენსატორი, რომელსაც შეუძლია მობილური ტელეფონის წამებში დამუხტვა. ამგვარად, უკვე არსებობს ისეთი სისტემა, რომელიც მობილურს 30 000 ჯერ უფრო სწრაფად დატენის, ვიდრე აქამდე.

image

"თუ სტანდარტულ ბატარეებს, შეცვლით სუპერ კონდენსატორებით, თქვენი მობილური წამებში დაიტენება. ამასთან ერთად შესაძლოა ბატარეის ხანგრძლივობამ კვირაზე მეტს გასტანოს." - ამბობს მკვლევარი ნაიტინ ჩუდერი!

image

ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, ნანომეცნიერების ტექნოლოგიების ცენტრში მომუშავე მკვლევარებმა, ახლადაღმოჩენილი 2D მასალების გამოყენებით შექმნეს ახალი დამუხტვის აპარატი, რომელიც რამოდენიმე ატომის სისქის, 1D ნანომავთულების დასაფარად არის გათვლილი. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ამ სისტემას სუპერ კონდენსატორს უწოდებენ.

image

ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, ამის წინათ რამოდენიმე მეცნიერის ცდა, მსგავსი დამუხტვის აპარატის შესაქმნელად, კრახით დასრულდა!

image

უახლესი სისტემა საზოგადოებისთვის 2017 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება! პირველი ნიმუშები, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება!

image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



იხილეთ ასევე:


1- 7 გიჟური ტექნოლოგია, რომელიც 2017 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება!

2- გამოიგონეს მეხსიერების ბარათი, რომელიც ალკო-ტესტს აკეთებს!

3- Android 6.0 Marshmallow-ისგან ბატარეის სასიამოვნო ფუნქცია!

4- საიდუმლო კოდები ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის!

5- კლავიატურის ღილაკები, რომელთა გამოყენება აქამდე არ იცოდით

0
2533
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0