x
image
ციცი
Mediator image
"არ მოვალ ხვალ თქვენს დასაცავად აქციაზე-მე ვიცავდი დამოუკიდებელ მედიას..."-ელისო კილაძე რუსთავი 2-ს მიმართავს

image
გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ თავის პრეტენზიებს სოციალული ქსელით "ფეისბუქით" გამოთქვამს და რუსთავი 2-ში მყოფ თავის მეგობრებსაც მიმართავს, რომ არ დაიწყონ თავის მართლება. ელისო კილაძე თვლის, რომ მისი ტელოკომპანიის ეკრანიდან მოხსნა გიგა ბოკერიას განკარგულებით მოხდა:


"ჩემი და ივანიშვილის დაპირისპირების ბოლო ფაზა რუსთავი 2 იყო.(რამდენიმე კაცმა იცის დეტალები, მათ შორის ნიკა გვარამიამ ), ვიყავი ყველა აქციაზე, სასამართლო პროცესზე, შუაღამის ჩართვებზე.
დღეს ვუყურებ რუსთავი 2-ის დაცვის ისტორიას და კადრშიც არ ვჩანვარ. პასუხი ვიცი-ბოკერიას განკარგულებაა ჩემი ეკრანიდან მოხსნა. ვერ მაპატია მიშას დაცვა.
მე არ მოვალ ხვალ თქვენს დასაცავად აქციაზე-მე ვიცავდი დამოუკიდებელ მედიას და ახლა უკვე აბსოლუტურად სულერთია, ბოკერია გააკონტროლებს ამ ტელევიზიას თუ ხალვაში, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს მეძახის დღემდე.
Nodar Meladze დიდი მადლობა!
და თქვენ, ჩემო მეგობრებო რუსთავი 2-დან თავის მართლებას ნუ დაიწყებთ - მინდა თქვენი პატივისცემა შევინარჩუნო!
p.s. დავწერე წავშალე, ბოლოს მაინც დავწერე..."


ელისო კილაძის სტატუსს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა კომენტარებში:


"ელისო კილაძე ამ ერთ სიუჟეტში უამრავი ადამიანი ვერ მოხვდა, იმის გამო, რომ სრული არქივის დამუშავება ნახევარ დღეში შეუძლებელია, ამ რეპორტაჟში არ იყო უამრავი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მოქალაქე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ადრე, ახლაც რუსთავი 2-ის გვერდით იდგები..."imageimage

0
621
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0