x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134695
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508905
მითიური არსებები, რომლებიც სინამდვილეში არსებობდნენ
გრაფი დრაკულა

გრაფი დრაკულა

1890 წელს ირლანდიელმა მწერალმა ბრემ სტოკერმა ლანჩისას, თავის მოგზაური მეგობრისგან გაიგო ისტორია განსაკუთრებულ სასტიკ რუმინელ მმართველზე, ვლადიმერ ცეპეშზე, მეტსახელად დრაკულა.image

რუმინელი მმართველის ბიოგრაფიამ იმდენათ შთააგონა მწერალი,
რომ შექმნა რომანი „გრაფი დრაკულა“ სადაც შექმნა ვამპირის პროტოტიპი. ჩვენ დროში ვამპირთა ერთერთ თავშესაფრად ითვლება ცნობილი ჰაიგეიტის
სასაფლაო ლონდონში. 70-იან წლებში ადგილობრივებმა მოაწყვეს ნამდვილი ნადირობა, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ აქ ბინადრობდა ვამპირი.


imageხელისუფლება იძულებული გახდა მიეღოთ
უკიდურესი ზომები, რომ ადამიანებს მიცვალებულთათვის გულში ვერცხლის ისარი არ ჩაერჭოთ. დღესდღეობით პრესაში აქვეყნებენ სატატიებს, რომ სასაფლაოზე ჩნდება უცნაური ადამიანები XIX საუკუნის სტილის ტანსაცმლით, რომლებიც დახეტიალებენ სასაფლაოზე და ქრებიან ამოუცნობი მიმართულებთ.





image

იეტი
თოვლის კაცი, იეტი, ბიგ ფუტი ყველა ეს სახელი უკავშირდება
ლეგენდარულ, ამოუცნობ არსებას, რომელიც მოსვენებას არ აძლევს მილიონობით მეცნიერს, ჟურნალსტს და მკვლევარს. ყველაფერი დაიწყო 1951წელს, როცა ინგლისელმა ალპინისტებმა ჰიმალაის მთებში, 6000მ. სიმაღლეზე აღმოაჩინეს და დაასურათეს ფეხის ნაკვალევი, რომელიც სიგრძეში 33სმ. იყო.

image

მომხდარი ძალიან სერიოზულად აღიქვა საბჭოთა კავშირმა, რის შედეგადაც 1958 წელს შეიქმნა კომისია, რომელიც შეიწავლიდა გარკვეულ საკითხებს იეტის შესახებ. კომისიაში შედიოდნენ ცნობილი მეცნიერები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იეტი იყო ჩვენ დრომდე შემორჩენილი პრიმატი, რომელიც დეგრადირებული ნეანდერტალიელის შტოდან წარმოიშვა. კვლევების პერიოდში შეგროვებული იქნა ათასობით წერილი, თვითმხილველთა ამბები, ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებიც ადასტურებდნენ იეტის არსებობას.image

სამწუხაროდ კვლევას ხელს უშლიან ადამიანები, რომელბიც აფალსიფიცირებენ ფაქტებს ყურადღების მიქცევის მიზნით.





image

ჰობიტი

სიტყვა ჰობიტი თავის არსებობას უნდა უმადლოდეს გენიალურ
ინგლისელ მწერალს ჯონ რონალდ რაუელ ტოლკინს. ადამიანმა, რომელმაც კაცობრიობას აჩუქა ისეთი არაჩვეულებრივი წიგნები, როგორებიც არის „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“. image


ვივარაუდოთ რამ შთააგონა ის პატარა ადამიანების გამოგონებაში.
2003 წელს ინდონეზიის კუნძულზე აღმოჩენილი იქნა 9 ადამიანის ჩონჩხი, რომლებიც ზომით საგრძნობლად პატარები იყვნენ, თითოეულის სიმაღლე აღწევდა 0, 92 მეტრს, ხოლო თავის ქალა 3ჯერ პატარა იყო ჩვეულებრივი ადამიანის თავის ქალისგან განსხვავებით.
image

image


1
773
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სოსო გურგენიძე
სოსო გურგენიძე
773
  
2016, 15 ნოემბერი, 17:32
მომწონა, ძალიან საინტერესო იყო
0 1 1