x
ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელების ათეული
imageევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად ხშირად ვიხსენებთ იმ დაუვიწყარ თამაშებსა და ფეხბურთელებს, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ფეხბურთი. მინდა შემოგთავაზოთ ევროპირველობის ყველა დროის ვარსკვლავების ათეული, რომელსაც goal.com-აქვეყნებს.

image10-ხავი:ათეულს ესპანელი ხავი ერნანდესი ხსნის, იგი მართლაც ცოცხალი ლეგენდაა, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. პირველად იგი ევრო-2004-ზე გახლდათ სადაც მას სათამაშო დრო თითქმის არ მისცემია, მისმა ნაკრებმა კი ნაადრევად დატოვა ჩემპიონატი. ოთხი წლის შემდეგ, ავსტრია-შვეიცარიაში გამართულ პირველობაზე ხავი ესპანური გუნდის ლიდერი გახლდათ, მან თანაგუნდელებთან ერთად შესანიშნავად იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა სამშობლოში.

9-პეტერ შმეიხელი:"დიდებული დანიელი", იგი ბრწყინვალედ ასპარეზობდა "მანჩესტერ-იუნაიტედის" რიგებში, ნაკრებში კი ოქროს ხანა 1992 წელს დაუდგა, როდესაც დანიის ყველა დროის უძლიერეს ნაკრებთან ერთად, ხმაურიანი სენსაციის მოხდანა შეძლო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

image8-პაოლო მალდინი: ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება, იტალიის დაცვის ბურჯი, ლეგენდარული მალდინი, რომლის მსგავსიც ალბათ დიდხანს არ დაიბადება. დასანანია, რომ მას ევროპის ჩემპიონობით გამოწვეული სიხარული არასდროს გამოუცდია, ყველაზე ახლოს სანუკვარ მიზანთან ის 2000 წელს იყო, თუმცა ფინალის დამატებით ტაიმში ტრეზეგეს "ოქროს გოლმა" იგი და მისი ნაკრები უტიტულოდ დატოვა.


7-დინო ძოფი:კიდევ ერთი იტალიელი, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეკარე, მისი დებიუტი 1968 წლის ევროპირველობაზე, მეოთხედფინალში შედგა, ეს ტურნირი იტალიისთვის ტრიუმფით დასრულდა, მათ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევრო-ტიტული მოიპოვეს.

6-გუნტერ ნეტცერი: დორტმუნდის "ბორუსიასა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი, მან ევრო-1972 გაიბრწყინა, მისი კარგი თამაშის წყალობით გერმანიამ ინგლისი თავის დიდებულ სტადიონზე, "უემბლიზე" დაამარცხა, საბოლოოდ კი ჩემპიონიც გახდა. სამწუხაროდ ნეტცერმა ფეხბურთის გულშემატკივარს მხოლოდ ამ ჩემპიონატით დაამახსოვრა თავი, მომდევნო წლებში მას ბევრი არაფერი გაუკეთებია.

5-დრაგან ჯაჯიჩი:იგი ევრო-1968-ის აღმოჩენა და საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, მისი დიდი დამსახურებაა ინგლისის ნაკრების ტურნირიდან გამოთიშვა, იუგოსლავიის სიმპათიურ გუნდთან ერთად ის ფინალშიც გავიდა, სადაც ტურნირის მასპინძელს, იტალიის ნაკრებს გოლიც გაუტანა, მაგრამ ეს ჩემპიონობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

image4-ზინედინ ზიდანი:ზოგიერთი მას პელესა და მარადონას შემდეგ მსოფლიოს უძლიერეს ფეხბურთელად თვლის, ეს იყო სრულყოფილება მინდორზე, რომელიც უდიდესი ნიჭითა და მოედნის ხედვით გამოირჩეოდა, მასზე ბევრის თქმა არც არის საჭირო, ამ ყველაფერზე მისი თამაშის კადრები და ტიტულები მეტყველებენ. მისი დებუიტი ევროპაზე 1996 წელს შედგა, რომელიც არცთუ წამატებული გამოდგა, ორი წლის შემდეგ კი, მან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, წარმატება ევრო-2000-ზეც განმეორდა, საფრანგეთი ჩემპიონი გახდა, რაც დიდწილად "ზიზუს" დამსახურებაა. ალბათ არავინ დაობს იმაზე, რომ ზიდანის გარეშე საფრანგეთის ნაკრები ასეთ თავბრუდამხვევ წარმატებებს ვერ მიაღწევდა.

3-ფრანც ბეკენბაუერი: "კაიზერი", როგორც მას უწოდებენ ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, 1972 წლის გერმანიის ნაკრების ლიდერი გახლდათ და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც ღირსეულად ჩაიბარა.

image2-მარკო ვან ბასტენი: "მფრინავი ჰოლანდიელი" 1988 წლის ევროპირველობის ტრიუმფატორი და საუკეთესო ბომბარდირი, ალბათ არავის დაავიწყდება ფინალში მარკოს მიერ გატანილი წარმოუდგენელი სილამაზის გოლი, გოლი რომელიც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდაა მიჩნეული.

image1-მიშელ პლატინი: ევრო 1984-ის ტრიუმფატორი, ტურნირზე მან ცხრა გოლი შეაგდო. მას ხშირად "ფრანგ მარადონასაც" ეძახდნენ, იგი შესანიშნავ ტანდემს ქმნიდა ფრანგთა ოქროს თაობასთან როგორებიც იყვნენ ფერნანდესი, ტიგანა, ჟირესი და მათი უდავო ლიდერიც გახლდათ. დაუვიწყარია მისი გოლი ნახევარფინალში პორტუგალიის წინააღმდეგ, მან მეტოქე 119-ე წუთზე დაამწუხრა და ნაკრები ფინალში გაიყვანა, სადაც ესპანეთსაც გაუტანა და ნანატრი თასიც ღირსეულად ჩაიბარა.

origin:goal.com

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0