x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ლაბირინთი – ყველაზე იდუმალი ნაგებობის შექმნის მიზეზი და დანიშნულება

უძველესი დროიდან მოყოლებული, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურების მიერ შექმნილი ნაგებობებიდან, ყველაზე უცნაურად – ლაბირინთები ითვლება. ზოგადად ითვლება, რომ ლაბირინთი რთული და მიხვეულ-მოხვეული გზის სიმბოლოა, რომელსაც ადამიანები ჭეშმარიტების ძიებაში ადგებიან. თუმცა, ძველი მითების მიხედვით, პირველ ლაბირინთს, რომელიც კ. კრეტაზე შეიქმნა, სავსებით პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა.


image


გადმოცემის თანახმად, მინოსის მმართველობის დროს, მეფესა და ზღვების ღმერთს – პოსეიდონს შორის, კონფლიქტი მოხდა. მიზეზი კი ის იყო, რომ მინოსმა, ღმერთისთვის დაპირებულ, ულამაზესი ხარის მსხვერპლად შეწირვაზე უარი თქვა. ამის გამო, პოსეიდონი გაბრაზდა და მინოსი დაწყევლა. ცოტა ხნის შემდეგ, მეფის მეუღლეს პასიფაის ვაჟი შეეძინა, რომელსაც ადამიანის სხეული და ხარის თავი ჰქონდა და იმისთვის, რომ ეს ურჩხული საზოგადოებისთვის დაემალა, მეფემ ლაბირინთის (Labyrinthos) აშენება ბრძანა, საიდანაც გამოსვლა, თითქმის, შეუძლებელი იყო.

დაეხეტებოდა ლაბირინთში მინოტავრი და ადამიანებით იკვებებოდა. ერთხელ შეწირულებს შორის, ათენის მეფე თესევსიც აღმოჩნდა, რომელსაც თან, მინოსის ქალიშვილის არიადნეს ნაჩუქარი ხმალი და ძაფის გორგალი ჰქონდა. თესევსი მინოტავრს შეებრძოლა, მოკლა და ძაფის წყალობით, უკან დაბრუნდა.
სულ ეს არის, რასაც მითიდან, მსოფლიოში პირველი ლაბირინთის შესახებ ვიგებთ. ხოლო, წერილობითი სახით, სიტყვა ლაბირინთი, ლათინური ფორმით – laborintus XIV ს. დაფიქსირდა და ის დიდ დავალების სინონიმი იყო.

როგორც მითიური ლაბირინთის შექმნის, ისე ამ სიტყვის პირველი ხსენებიდან, დიდი დრო გავიდა. დღეს ლაბირინთში სიარული, ბევრ კულტურაში, სულიერ გზაზე სიარულის სიმბოლოდ არის აღიარებული. თუმცა, ამ უცნაურ ნაგებობებს პრაქტიკული ფუნქციებიც გამოუნახეს:

მაგ., XVI საუკუნეში ევროპელმა დიდებულებმა, გართობის მიზნით, საკუთარ მიწებზე ცოცხალი ტიხრების გაკეთება დაიწყეს. ეს მინი ლაბირინთები იყო, რომლებსაც მალე, კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა, – ის ფარული შეხვედრების ადგილად იქცა.

ლონდონის ჰემპტონ კორტის ლაბირინთი (Hampton Court Maze) ყველაზე ცნობილი ლაბირინთია მსოფლიოში. ამჟამად, მასში არსებული ცოცხალი ტიხრები 1690 წ. არის დარგული. თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ლაბირინთი, მანამდე, დიდი ხნით ადრე, უკვე არსებობდა და XVII საუკუნის ბოლოს, მხოლოდ მცენარეების განახლება მოხდა.

ჩარტველის სასახლის ლაბირინთი, იოჰანესბურგის მახლობლად (სამხ. აფრიკის რესპუბლიკა), ჰემპტონ კორტის ლაბირინთზე 5-ჯერ დიდია. მისი ფართობი 6 000 კმ²–ია.

პარიზიდან 80 კმ-ის დაშორებით მდებარე, შარტრის საკათედრო ტაძართან (1140 წ.), შუასაუკუნეების დროინდელი ლაბირინთია, რომლის გასასვლელების სიგრძე 11 კმ-ია. ის ყველაზე დიდი ლაბირინთია საფრანგეთში და საეკლესიო ლაბირინთებს შორის.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ლაბირინთს სამეცნიერო ფუნქციაც აქვს. 1901 წ. კლარკის უნივერსიტეტის (Clark University, აშშ) სტუდენტმა უილიამ სმოლმა ლაბირინთი ვირთხებისთვის შექმნა. ეს პირველი ლაბირინთი იყო, ლაბორატორიულ პირობებში, რომელიც ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში გამოიყენეს.

და ბოლოს, რჩევა:

თუ ლაბირინთში მოხვდით და შემთხვევით, დაიკარგეთ, «მარჯვენა ხელის» მეთოდი გამოიყენეთ:

მარჯვენა ხელით შეეხეთ ლაბირინთის კედელს და მას გაჰყევით. თუ გასასვლელი შეგხვდათ, ყოველ ჯერზე, მარჯვენა მხარეს მიბრუნდით და გზა გააგრძელეთ. ეს ხრიკი კარგად «მუშაობს» მარტივ ლაბირინთებში (მაგ., ისეთში, როგორიც I სურათზეა), უფრო რთულ ლაბირინთებში კი, ხშირ შემთხვევაში, «კუნძულებია» გამოყენებული, რაც ამ ხრიკის გამოყენებას შეუძლებელს ხდის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 12 ცნობილი ქალბატონი, პლასტიკურ ოპერაციამდე და მის შემდეგ

* რა იყო და როგორი გახდა? (20 ფოტო)

* ახალი კვლევის შედეგები უკვე ცნობილია – რა ელის კაცობრიობას?

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
257
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0