ჭიდაობა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა პირველსავე დღეს ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიგეს 2016, 12 ნოემბერი, 15:33 ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო სამბოს მსოფლიო ჩამპიონატმა.ტურნირი "Арене-Армеец"-ზე იმართება და მასში მსოფლიოს 80 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს სამბისტთა ნაკრების 9 მამაკაცი(52 კგ. -გივი ნადარეიშვილი; 57 კგ. -ვახტანგ ჩიდრაშვილი; 62 კგ.- ზურაბ ოდოშაშვილი;68 კგ. -მინდია ლილუაშვილი ;74 კგ.- ლევან ნახუცრიშვილი;82 კგ.- ნიკოლოზ კუცია;90 კგ.- პაატა ღვინიაშვილი; 100 კგ. -დავით ლორიაშვილი;+100 კგ.- ბექა ბერძენიშვილი ) და 5 ქალი (56 კგ. -სალომე აბაშიძე;68 კგ.- თეა სუხიტაშვილი; 72 კგ. -ნინო ოძელაშვილი;80 კგ.- ირინა ლეონიძე; +80 კგ. -ელენე ქებაძე.) იბრძოლებს მედლებისათვის. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პაატა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმა (72) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მთლიანად მოგებული მედლების რაოდენობით ჯერჯერობით რუსეთი ლიდერობს(5 ოქრო და ერთი ბრინჯაო) 382 6-ს მოსწონს 1-ს არა
|