x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
თუ ცხოველები გიყვართ – 10 საუკეთესო ადგილი ველურ ცხოველებზე დასაკვირვებლად

ყველაზე თანამედროვე და მდიდარი ზოოპარკიც კი, ვერ მოგცემთ იმის წარმოდგენის საშუალებას, თუ როგორ ცხოვრობენ ველური ცხოველები ბუნებრივ გარემოში, გალიების გარეშე. თუ ბუნება გიყვართ და გინდათ ძუძუმწოვრებზე და ფრინველებზე დაკვირვება, კარგი და დაუვიწყარი შთბეჭდილებების მისაღებად, მსოფლიოს ერთ-ერთ ეროვნულ პარკში უნდა გაემგზავროს. საბედნიეროდ, ამ მხრივ, არჩევანი დიდია. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ველური ბუნება არაპროგნოზირებადია, ხოლო ცხოველები ერიდებიან ადამიანებთან კონტაქტში შესვლას. ნაკრძალების უმრავლესობაში, შეუძლებელია ციყვზე უფრო დიდი ზომის ცხოველის ნახვა.


image
ამიტომ, ცხოველების უნახაობის გამო, იმედგაცრუება თავიდან რომ აირიდოთ, გთავაზობთ იმ ადგილების ნუსხას, სადაც შეიძლება ფაუნის ყველაზე საინტერესო წარმომადგენლების ნახვა — პაწია, თითის ხელა ლემურიდან დაწყებული – გიგანტური ლურჯი ვეშაპით დამთავრებული.



1. კალიმანტანი, ინდონზეია


image
კუნძულის ინდონეზიურ ნაწილზე, ტანჯუნგ-პუტინგის ეროვნული პარკში ორანგუტანგები, ცხვირიანი მაიმუნები, ირმები, ფერფლისფერი ჯიქები, 230 სახეობის ფრინველი, ნიანგები და უამრავი ქვეწარმავალი ბინადრობს. პარკის ჩრდილოეთ ნაწილში, კემპ ლიკის სამეცნიერო ბაზაზე, სადაც ორანგუტანგებს სწავლობენ და იცავენ, ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოვებულ გარემოში, ამ სახეობის რამდენიმე ცხოველი ცხოვრობს, რომლებიც უპრობლემოდ გადაადგილდებიან ბაზის ტერიტორიაზე, ხოლო ორანგუტანგების მთელი პოპულაციის ნახვა, ყოველდღიური კვების საათის დროს შეიძლება.


2. მასაი-მარა, კენია


image
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ღირშესანიშნაობის — ცხოველების დიდი მიგრაციის ნახვა, სწორედ მასაი-მარას ნაციონალურ პარკში შეიძლება. აგვისტოდან ოქტომბრამდე, ზებრების, ანტილოპების და ქურციკების მრავალრიცხოვანი ჯოგები, მწვანე საძოვრების ძიებაში, ძალიან სახიფათო მდ. მარას კვეთენ.


3. ბვინდის ტყე, უგანდა


image
ბვინდის ტყე — უნიკალური ეკო-სისტემა არის, რომელიც უამრავი ფრინველის, ქვეწარმავლის, მწერის და ძუძუმწოვარის სახლია. მაგრამ, ამ ჯუნგლების მთავარი მობინადრენი — მთის გორილები არიან. გორილების ახლოს ნახვა (5 მეტრის დაშორებით) მხოლოდ tracking–ტურში შეიძლება. ასეთ ტურებში წასვლის მსურველებს, მინიმუმ საშუალო დონის ფიზიკური მომზადება მაინც უნდა ჰქონდეს, რადგან დიდი გზა არის მთებში გასავლელი.

image


image

4. აზორის კუნძულები, პორტუგალია


image
აზორის კუნძულების სანაპირო წყლებში, ვეშაპისებრთა 20 სხვადასხვა სახეობა ბინადერობს. თუ დელფინები და აფალინები მთელი წლის მანძილზე არიან, ვეშაპების უმრავლესობა, აზორის კუნძულებთან, მიგრაციის დროს მიდიან. გაზაფხულზე და ზამთრის ბოლოს, იქ ლურჯი ვეშაპის ნახვაც შეიძლება.


5. გალაპაგოსის კუნძულები, ეკვადორი


image
გალაპაგოსები პირველ რიგში იმით არის უნიკალური, რომ იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენლების უმრავლესობა რელიქტური არის, ანუ ისინი მხოლაო იქ არიან და სხვაგან არსად, მთელს მსოფლიოში. კუნძულებზე ბინადრობენ ზღვის ხვლიკები, გალაპაგოსური პინგვინები და რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგად ცნობილი გალაპაგოსის კუ.


6. შპიცბერგენი, ნორვეგია


image
შპიცბერგენი — არის არქიპელაგი, რომელიც ჩრდ. ყინულოვან ოკეანეში მდებარეობს და არის ევროპის ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილი. მიუხედავად იმიას, რომ ცივილიზაცისგან საკმაოდ მოშორებულია და კლიმატური პირობები ძალიან მკაცრია, ქ. ლონგირში (არქიპელაგის მთავარი გამშვები პუნქტი, ჩრდილო პოლუსზე ექსპედიციაში გამგზავრების და ნაკლებად ექსტრემალური სანაპირო ან არქიპელაგის შიგნით, საექსკურსიო ტურებში მონაწილეებისთვის) უამრავი ადამიანი ჩადის. შპიცბერგენის დიდი ნაწილი — ნაკრძალია, სადაც შეიძლება არქტიკული მელიების, მორჟების და რა თქმა უნდა, თეთრი დათვების ნახვა. დღეს არქიპელაგზე, დაახლოებით, 3 ათასი დათვი ცხოვრობს, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანი (2012 წ. აღწერის მიხედვით – 2642 კაცი ცხოვრობს). ასე, რომ, არქიპელაგზე თეთრ დათვთან შეხვედრა გარანტირებულია.


7. ევერგლეიდსი, აშშ


image
ევერგლეიდსის ეროვნული პარკი ჭაობიან რეგიონში მდებარეობს, ხმაურიანი მაიამიდან 100 კმ-ის დაშორებით. პარკის უდიდესი ნაწილი — აბსოლიტური ველური ბუნების ზონას წარმოადგენს ანუ ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა არ არის და არც რაიმე სახის ნაგებობაა. ნაკრძალში მხოლოდ მოსახერხებელი ბილიკები არის გაკეთებული, ტურისტული მარშუტების მიმართულებებზე. ნაკრძალში მრავლად არიან ფრინველები და პატარა ზომის ძუძუმწოვრები. მდინარეებზე და ჭაობში, სადაც უამრავი ნიანგი და ალიგატორი ბინადრობს, სპეციალური ექსკურსიები ეწყობა აერონავებით (პროპელენიანი ნავი).


8. ისლა მუხერესი, მექსიკა


image
ეს საუკეთესო ადგილია ვეშაპისებურ ზვიგენებთან ერთად ცურვისთვის. ამ სახეობის ზვიგენი — ყველაზე დიდი თევზია მსოფლიოში. მისი სიგრძე, ხშირ შემთხვევაში, 20 მ. აღწევს. ის პლანქტონით იკვებება და სრულიად უსაფრთხო არის ადამიანისტვის. ასე, რომ, მათთან მიახლოვება და ხელის გადასმაც კი შეიძლება. ვეშაპისებური ზვიგენების ნახვა, აღნიშნულ რეგიონში, მათი მიგრაციის პერიოდში, მაისიდან სექტემბრამდე არის შესაძლებელი.


9. მადაგასკარი


image


აფრიკის ამ კუნძულზე ასამდე სახეობის ლემური ბინადრობს — 30 გრამიანი ჯუჯა ლემურით დაწყებული და 10 კილოგრამიანი კატისებური ლემურით დამთავრებული. ლემურები რელიქტურები არიან აღნიშნული რეგიონისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ ცხოველიბის ერთი ნაწილის ნახვა, მხოლოდ ღამის საათებში არის შესაძლებელი, რადგან დღე სძინავთ. ლემურების გარდა, კუნძულზე მადაგასკარული ზაზუნები, კუები და ხვლიკები ბინადრობენ. მტაცებლებიდან, მხოლოდ ფოსები და ვივერები არიან.

image10. იელოუსტოუნი, აშშ

image
იელოუსტოუნი — ყველაზე დიდი ეროვნული პარკია ამერიკაში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში. პარკის ფაუნა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არიან მტაცებლები (მათ შორის დიდებიც), სხვადასხვა სახეობის წყვილჩლიქიანები, მღრღნელები, ფრინველები და ქვეწარმავლები. და თუ იშვიათი ცხოველები, ისეთები როგორიც მგელი, ფოცხვერი და პუმა არის, ტურისტულ ბილიკებთან ძალიან იშვიათად ჩნდებიან, ველური ბიზონების ჯოგის ნახვა, მოკლე ექსკურსიების დროსაც შეიძლება. ასევე, ამ ბოლო დროს, ნაკრძალში ხშირად ხვდებიან კოიოტებსაც.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

100 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ

დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმული ორგანიზმების TOP -10 (188 წლის ასაკიდან - უკვდავებამდე)

ქამელეონის ნამდვილი ფერი

საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ

იდუმალებით მოცული 12 ცხოველი

მითები ცხოველებზე

რა კავშირი აქვს ზღვის გოჭს ზღვასთან და გოჭთან?

ჩვეულებრივი ცხოველების მინიატურული ვერსიები

სამოთხის ფრინველი – ყველაზე ლამაზი ფრინველი დედამიწაზე

ენით აუწერელი სილამაზის ეგზოტიკური ფრინველები

შინაური ცხოველების როლი ბავშვის აღზრდაში

0
168
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0