x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508699
როგორ გამოვიყენოთ სმარტფონი ისე, რომ ხერხემალი არ დავიზიანოთ - აუცილებლად გაითვალისწინეთ!
image
არასწორი ხერხემლის პრობლემა XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დახრილ მდგომარეობაში ადამიანის თავი უფრო მძიმდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხერხემალზე. დღეს, გაჯეტების გამოყენების გამო, ადამიანი მოხრილი ზურგით ატარებს დღეში საშუალოდ 4 საათზე მეტს.





imageპოზიციას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით სმარტფონის გამოყენებისას, ექიმები უწოდებენ iკუზს ანუ "მბეჭდავ კისერს".

imageამ მდგომარეობაში ხერხემალი განიცდის მნიშვნელოვან ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახება ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების მუშაობაზე.

imageადრე ექიმებს ხერხემლის ტკივილით ხანდაზმული ადამიანები მიმართავდნენ, დღეს კი დაავადება მნიშვნელოვნად "გაახალგაზრდავდა".



ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვისარგებლოთ სმარტფონით ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას.


კვლევები ამტკიცებს, რომ ხერხემალი გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ ფონზე და ადამიანები, რომლებიც კლინიური დეპრესიით იტანჯებიან, iკუზის ანუ მოხრილ პოზას იღებენ. სწორი პოზა და მოხრილობის არქონა კი ქმედუნარიანობასა და სტრესის მიმართ მედეგობას ზრდის.

6 მარტივი ხერხი, რომელიც შეამცირებს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენას.

1. უყურეთ მოწყობილობას ისე, რომ არ მოხაროთ კისერი და მხოლოდ თვალები დახაროთ. ასწიეთ ეკრანი მაღლა.


2. პერიოდულად ნელა ამოძრავეთ თავი ერთი მხრიდან მეორეზე და დაჭიმეთ კუნთები.

3. გაიკეთეთ მასაჟი მხრებზე, კისრის გვერდით კუნთებზე და მხრისპირებზე.


4. დადექით გასასვლელში ხელებით მიეყრდენით გასასვლელს და რაც შეიძლება მეტად გამოზნიქეთ მკერდი (როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები). ეს დაგეხმარებათ მოადუნოთ კუნთები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე, სმარტფონის გამოყენებისას შეკუმშულ მდგომარეობაში იყო.

image


5. ტელეფონთან 10 წუთზე მეტ ხანს ყოფნის შემთხვევაში, ერთმანეთისკენ მოხარეთ მხრისპირები და ნიკაპი კისერთან მიიტანეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 10 წამის მანძილზე. გაიმეორეთ ვარჯიში რამდენიმეჯერ.


6. ყოველ ჯერზე, როცა სმარტფონს გამოიყენებთ, გაიხსენეთ, რომ სწორი ხერხემალი თავიდან აგაცილებთ მომავალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას.

2
99
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
99
  
2016, 7 ნოემბერი, 17:14
სასარგებლო რჩევა კია ნამდვილად :-)
2016, 7 ნოემბერი, 17:13
უშველის ვითომ?
0 1 2