x
პატარა ლელოელებმა რაგბის მოყვარულები აღაფრთოვანეს

საფრანგეთში ქალაქ ანტიბში, 45-ე ბავშვთა ტურნირი გაიმართა რაგბში,
რომელშიც მეორედ მიიღეს მონაწილეობა კლუბ „ლელოს“ პატარა მორაგბეებმა.
საქართველო სამი ასაკობრივი კატეგორიით იყო წარმოდგენილი (2004-დან 2010 წლამდე). ქართველმა ბავშვებმა სამივე კატეგორიაში საპრიზო ადგილები აიღეს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.
ლელოს პატარებმა 12 თამაში ითამაშეს, მოწანააღმდეგეები ძირითადად ფრანგულ-იტალიური გუნდები იყვნენ (ტურნირში მონაწილეობას ასევე მონაკოს სარაგბო გუნდი).
პატარებმა 12-დან 11 თამაში მოიგეს, საშუალო ასაკის მორაგბეებმაც 12 თამაშიდან 11 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს, დიდებმა კი 12-დან 4 თამაში წააგეს, 3 ფრედ დაამთავრეს და 5 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ „ლელოს“ პატარა მორაგბეებს შემოთავაზება აქვთ მონაკოს ფესტივალიდან, თუმცა საჭიროა სპონსორის გამოჩენა.
პატარა ლელოელებს მწვრთნელობას უწევენ მოქმედი ლელოელები სანდრო ქოიავა, გიორგი ჭყოიძე, ერეკლე კამლაძე, ლადო ქიზიყურაშვილი, ირაკლი ჯალაღონია, ზურაბ ხორბალაძე, ზურაბ ზაალიშვილი.image

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა მე
ბექა მე
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0