x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
პირველად ისტორიაში "მის ბუმ -ბუმის" კონკურსში დედა-შვილი მიიღებს მონაწილეობას

image

პირველად ბრაზილიაში "მის ბუმ-ბუმის" კონკურსზე, რომელმაც წლის საუკეთესო უკანალი უნდა გამოავლინოს, გამარჯვებისთვის დედა-შვილი იბრძოლებს.


35 წლის ბრუნა ფერაზი(Bruna Ferraz) და 19 წლის ედუარდა მორაესი(Eduarda Moraes) სხვადასხვა შტატს წარმოადგენენ.ფერაზი რიუ-გრანდი-დე-სულს წარმოადგენს, ხოლო ედუარდა შტატ რონდონიას ღირსებას დაიცავს.


ბრუნას თეძოების გარშემოწერილობა 109 სანტიმეტრია, ხოლო მისი ქალიშვილი ედუარდასი, -106 სმ.



image

"ამ კონკურსზე გამარჯვება ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, -აღნიშნა ედუარდამ-ის ჩემს ცხოვრებას შეცვლის.ისიც ვიცი, რომ დედაჩემისთვისაც მნიშვნელოვანია გამარჯვება."



ფერაზი და მორეასი იმ 15 ფინალისტის სიაში მოხვდნენ, რომელიც სახალხო არჩევნების შედეგად გამოვლინდა საიტ Miss BumBum-ზე 100-მეტ კანდიდატს შორის.

image

ამა წლის მაისის თვეში გახდა ცნობილი, რომ პირველად "მის ბუმ-ბუმის" კონკურსში 50 წელს გადაცილებულ ქალებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.


კონკურსის ფინალი გაიმართება 9 ნოემბერს სან-პაულოში.



ამასობაში კი საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია "მის ბუმ-ბუმის" მონაწილეების მიერ ბიბლიურ თემაზე შექმნილი ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის" განსახიერებამ, რამდენად მკრეხელური შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯი?თუმცა ნაწილს საკმაოდ სახალისოდაც მოეჩვენათ.


image


შეგახსენებთ "მის ბუმ-ბუმის" კონკურსი პირველად 2011 წელს გაიმართა ბრაზილიაში და მას შემდეგ იგი არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში გახდა პოპულარული.

7
445
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
445
  
2016, 3 ნოემბერი, 16:32
ბუმბუმები უკეთესი აქვთ ვიდრე სახე :-)
2016, 2 ნოემბერი, 15:22
ბრაზილია ნარკომანების და მეძავების რაოდენობით პირველ ხუთეულშია და შესაბამისად მოქმედებენ აზროვნების და მენტალიტეტის შესაბამისად.
2016, 2 ნოემბერი, 14:34
კანონი უნდა არსებობდეს ყველგან, რომ სხვების, ვინც არ უნდა იყოს და რა ერისა თუ რწმენისა, მის სიწმინდეს პატივი უნდა სცე. ფრანგებმა რაც დასთესეს, კი იცი როგორ მოიმკეს...
2016, 2 ნოემბერი, 14:28
აქვთ რო?! რაც არა აქვთ იმას როგორ გაიწყვეტენ? უზარმაზარი, მაგრამ დაცემული ქვეყანაა, სადაც პროსტიტუციით შემოსული თანხა მილიარდებში იზომება...
2016, 2 ნოემბერი, 14:24
რითიც უნდათ, იმითი ირჩინონ თავი, მაგრამ "საიდუმლო სერობის" ასე "აგდება" ვერანაირი ლოგიკით ვერ გამართლდება. ყველა ძარღვი არ უნდა გაიწყვიტო ადამიანმა.
2016, 2 ნოემბერი, 14:06
ბრაზილიაა და არ გაგიკვირდეს, იქ კათოლიკე ქალებიც გარეგნული მორწმუნეობის პარალელურად ბუმ-ბუმით ირჩენენ თავს. :((
2016, 2 ნოემბერი, 12:56
ეს ბოლო ფოტო რაღა იყო :((( სულ შეიშალა ხალხი და წარეწყმიდათ სინდისი და პატივისცემის გრძნობა... ფუუ ამის მომგონს...
0 1 7