x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე დიდი განძი მსოფლიოში, ჯერ კიდევ საპოვნელია
image


ალბათ, ყველას უოცნებია განძის პოვნაზე. უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ, მიდიხართ ტყეში და უეცრად, სამალავი აღმოაჩინეთ, რომელშიც ყაჩაღებმა, ოდესღაც, ნაძარცვი ძვირფასეულობა გადამალეს. ხოლო, ზღვის ფსკერზე, სახელგანთქმული მეკობრეების განძი ელოდება მპოვნელს.

აქ წარმოდგენილია რეალურად არსებული განძების ხუთეულს, რომლის პოვნა ჯერ კიდევ შეიძლება:

image

5. ფორესტ ფენის (Forrest Fenn) განძი

imageimageფორესტ ფენმა თავის ანდერძში ჩაწერა, რომ სიკვდილის შემდეგ, განძის პოვნა ნებისმიერს შეეძლება, ვინც მის მიერ შედგენილ რთულ რებუსს ამოხსნის. როდესაც ფენი მხოლოდ 9 წლის იყო, მან ტეხასში, საკუთარი სახლის ეზოში, ისრის წვერი იპოვა და ეს მოვლენა, მის ცხოვრებაში, საბედისწერო აღმოჩნდა – მან არტიფაქტები შეიყვარა. როდესაც გაიზარდა, სამხედრო–საჰაერო ძალების მფრინავი გახდა, ხოლო 1960 წელს პომპეის არტიფაქტების მოსაძებნად გაემგზავრა... და უნდა ითქვას, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ნივთი აღმოაჩინა. 20 წლის შემდეგ, მას თირკმელების სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და როდესაც ის სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდა, თავისი განძი დამალა და მის მოსაძებნად, მინიშნებები დატოვა. გაგრძელება >>>image

4. ბედფორდის (Bedford County, ვირჯინიას შტატი) ოლქში დამალული 63 მლნ. დოლარი

imageimageტომას ბილი, ალბათ, ძალიან უცნაური ადამიანი უნდა ყოფილიყო... ლეგენდის მიხედვით, 1816 წელს, ის და კიდევ რამდენიმე მამაკაცი კლდოვან მთებში (კორდილიერები) მოგზაურობდნენ და თან უზარმაზარი თანხა ჰქონდათ (63 მლნ. დოლარი, ოქროს და ვერცხლის ზოდებით). ბილს და მის თანამოაზრეებს უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ სიკვდილის შემდეგ, მათ მიერ გამომუშავებულ ოქროს ნათესავები მიიღებდნენ. ამიტომ, 3 შიფრი შეადგინეს: პირველში – განძის ადგილმდებარეობა იყო მითითებული, მეორეში – შემადგენლობა, ხოლო მესამეში – იმ ადამიანების სია, ვისაც ეს განძი უნდა მიეღო. ამის შემდეგ, ზარდახშა, რომელშიც შიფრები იყო, 10 წლით ლინჩბურგერ რობერტ მორისს (Robert Morriss) მიაბარეს, რომელიც ქალაქში ყველაზე ცნობილი ტავერნის მფლობელი იყო. თუმცა, ათი წლის შემდეგ, შიფრების წასაღებად, არავინ მისულა. ხოლო, მორისი შიფრების ამოხსნას, არაერთი წელი ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ საგანძურის შემადგენლობის გაგება შეძლო.
image

3. ჯონ დილინჯერის განძი

imageimageბანკების მძარცველის, ჯონ დილინჯერის სახელს, რომელსაც უამრავი ფული ჰქონდა, არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთ–ერთის მიხედვით, გარდაცვალებამდე, ცოტა ხნით ადრე, მან დაახლოებით, 200 000 დოლარი გადამალა.
1934 წ. ჯონ დილინჯერი, თავის ბანდასთან ერთად, მერსერში (უისკონსინსის შტატაი) იმალებოდა. მათ FBI–იმ მიაგნო და ალყაში მოაქცია. ორმხრივი სროლის შედეგად, 3 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და სამართალდამცავებმა მხოლოდ ერთი დამანაშავის დაჭერა შეძლეს. სწორედ მან აღიარა, რომ ჯონმა, გზისპირას მდებარე სასადილოს მახლობლად, 200 000 დოლარი დამალა.
ორი თვის შემდეგ, დილინჯერი ჩიკაგოში მოკლეს და საკუთარი განძის წასაღებად ვეღარ დაბრუნდა.
image2. განძი კი-უესტის სანაპიროსთან (აშშ)

imageimage1622 წ. ესპანური გალეონი «ნუესტრა სენორა დე ატოჩა» (Nuestra Senora de Atocha) მეტად ძვირფასი ტვირთით (სხვადასხვა შეფასებით, მასზე, დაახლოებით, 700 მილიონი დოლარის ძვირფასი ლითონები და თვლები იყო) ესპანეთში ბრუნდებოდა. მაგრამ, კი-უესტი სანაპიროსთან, ქარიშხალში მოხვდა და ჩაიძირა.
1985 წ. განძზე მონადირე მელ ფიშერმა (Mel Fisher) ჩაძირული განძის დიდ ნაწილს მიაგნო. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, წყლის ქვეშ, კიდევ 17 ტონა ვერცხლი, 128 ათასი სხვადასხვა ნომინალის მონეტა, 27 კგ. ზურმუხტი და 35 ყუთი ოქრო უნდა იყოს.


image1. სან-მიგელის განძი

imageimage1715 წელს კუბის სანაპიროებთან ოქრო–ვერცხლით და ძვირფასი ქვებით პირამდე დატვირთული 11 გემი იდგა და ტვირთის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ფლოტილიის კაპიტნის გეგმა მეტად მარტივი იყო – ის ზღვაში გასვლას ქარიშხის სეზონის წინ აპირებდა, რომ ძვირფასი ტვირთი მეკობრეებისგან და კაპერებისგან დაეცვა, რომლებიც ცუდ ამინდში ყაჩაღობას ვერ ბედავდნენ. თუმცა, გეგმამ არ გაამართლა... ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ თერთმეტივე გემი ჩაიძირა და ათასობით მეზღვაური დაიღუპა. ხოლო, ოკეანის ფსკერი ენით აუწერელი სიმდიდრით მოიფინა.
ამ დრომდე, 7 გემი უკვე აღმოჩენილია. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ სან–მიგელი, რომელზეც განძის ძირითადი და ყველაზე ძვირფასი ნაწილი იყო, დღემდე ოკეანის ფსკერზეა.
სად შეიძლება იყოს? ზემოთ ხსენებული გემების დიდი ნაწილი ფლორიდის სანაპიროებთან არის აღმოჩენილი. თუმცა, ქარიშხალს და წყალქვეშა დინებებს, გემი ნებისმიერი მიმართულებით შეიძლებოდა წაეღო.

imageimageimageimageimageimage






0
873
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
873
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0