x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ნომოფობია-XXI საუკუნის დაავადება

image

"ნომოფობია"(Nomophobia)-ეს ტერმინი 2008 წლიდან დამკვიდრდა ბრიტანელი მკვლევარების მიერ, როგორც ადამიანის მღელვარების აღმნიშვნელი, რომლისთვისაც მობილურ ტელეფონზე მიწვდომა შეზღუდულია.


"no-mobile-phone phobia.”თავიდან ამ ფაქტს დიდი ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ამჟამად წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით ეს "ფობია" ფსიქიატრიული დაავადება-"ირაციონალური შიშია."



მობილურ ტექნოლოგიებზე ყველაზე დამოკიდებულები 18-24 წლის ახალგაზრდები
აღმოჩნდნენ.კვლევამ აჩვენა, რომ 17% მაშინაც კი განიცდის მღელვარებას და
დისკომფორტს როცა მას რამდენიმე წუთით შორდება.მღელვარება გამოიხატება
იმაშიც, რომ მას არასოდეს შეუძლია მობილურის გამორთვა, ყოველ წამს ამოწმებს
sms-ებს, ელექტრონულ ფოსტას, ზარებს, ნერვიულობს როცა ელემენტი
უჯდება.


ნომოფობიის მქონე პაციენტები ტელეფონს მაშინაც კი არ იშორებენ, როცა
ტუალეტში შედიან, შედეგად ადამიანის დაფანტული აქვს ყურადღება, იგი
კონტაქტური აღარ არის გარშემომყოფებთან, მისთვის რეალური შეხვედრა და
ადამიანთან ცოცხლად საუბარი უფრო მეორეხარისხოვანია, ვიდრე მობილურით
კონტაქტი. ნომოფობიით დაავადების გამო, უკვე ადამიანის გარდაცვალების
ფაქტებიც ჩნდება.18 წლის აარონ დევიუ საჭესთან მჯდარი sms-ებს აგზავნიდა,
რის შედეგადაც ადამიანი გაიტანა და მოკლა. სპეციალისტების რჩევაა, ვისაც
სურს, რომ ნომოფობიის მსხვერპლი არ გახდეს, მობილური ტელეფონი კვირაში
ერთხელ მაინც გათიშოს რამდენიმე საათით.

image

2
85
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
85
  
2016, 29 ოქტომბერი, 13:13
კაია..არ მე
2016, 29 ოქტომბერი, 13:06
ბედნიერი ვარ, რომ თითქმის არცერთი ფობია არ მაწუხებს.
0 1 2