x
მეტი
  • 16.12.2017
  • სტატია:71997
  • ვიდეო:325187
  • სურათი:427354
აი რატომ ჯდება თქვენი " სმარტფონები " ასე მალე

მობილური ტელეფონები დღეს მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებას არ წარმოადგენენ, მათი მეშვეობით შეგვიძლია ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ ფილმს თუ კლიპს, ვითამაშოთ, ვიყოთ სოციალურ-ქსელებში, წავიკითხოთ სიახლეები და ა.შ. თუმცა ხშირად გვეშლება ხელი მისი მოხმარების პროცესში ელემენტის მოულოდნელი დაცლისგან. თუ გეცნოთ ეს ფაქტი, ე.ი. თქვენ არასწორად მოიხმართ ტელეფონს და შესაბამისად ელემენტი მალე იცლება, სტატიაც დროულია, გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ მოვუაროთ სმარტფონს სწორად.

image


1. სმარტფონების დამუხტვას 100%-ით ასრულებთ?

მომხმარებლების უმეტესი მათგანი, ტლეფონებს 100%-ით ტვირთავს, თუმცა ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ უფრო დიდხანს რომ შევინარჩუნოთ მუხტი, საჭიროა ბატარეა დატვირთული იყოს 30%-დან 80%-მდე.



2. ბოლომდე ცლით ტელეფონის ელემენტს?

თუ თქვენ ბოლომდე ცლით ტელეფონის ელემენტს, რათა შემდეგ დამუხტოთ, ესეც მცდარი მოქმედებაა, რადგან უმჯობესია ელემენტის მუხტი 30%-80%-მდე აბალანსოდ, თუ მოხდა გამონაკლისი უფრო ნაკლებიც, შეგიძლიათ დამუხტოთ ის, თუმცა ნუ დაცლით მას ბოლომდე. ბოლომდე დაცლილი ელემენტის დამუხტვა მხოლოდ 1-2 თვეში ერთხელაა დასაშვები.



3. ელემენტი გადაახურეთ?

სმარტფონის ელემენტები უარყოფითად მოქმედებენ მაღალ ტემპერატურაზე, ოპტიმალური ტემპერატურა 1-35 გრადუსამდეა.



4. სპეციალურ "ბუდეში" ჩასმულ მდგომარეობაში მუხტავთ?

უმჯობესია დამუხტვის პროცესში თუ სმარტფონს ამოიღებთ ბუდიდან, რაშიც ის გაქვთ "ჩასმული", რადგან ელემენტის გადახურების ხელის შემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია.



5. ხშირი და უაზრო დატვირთვა.

სმარტფონის ხშირი და არამიზნობრივი დატვირთვა, ასევე ელემენტის გადახურების წინაპირობაა.



6. თუ თქვენ სხვა დასამუხტ სადენს იყენებთ...

როგორც წესი, ყველა სმარტფონისთვის შესაბამისი დასამუხტი სადენებია განკუთვნილი, თუმცა არის სადენი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ტელეფონს მუხტავს. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი სადენებიც შეიძლება გახდეს მიზეზი ელემენტის გაფუჭების ან გადახურების, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი სმარტფონისთვის განკუთვნილი სადენი.

0
11667
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
11667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0