x
image
ციცი
"ვერაფრით ვერ დავუშვებ უთანასწორობას ოჯახში..."-როგორ მიულოცა რძალს დაბადების დღე ნათია ფანჯიკიძემ

image
ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" ხშირი მომხმარებელია. მისი სტატუსებიც ყოველთვის სოციალური მედიის განხილვის თემად იქცევა ხოლმე.

ცოტა ხნის წინ, ნათია ფანჯიკიძეს და ირაკლი ალასანიას შვილიშვილი, პატარა გოგონა შეეძინათ, რომელსაც დიდი ფიქრის შემდეგ, თინათინი დაარქვეს. მათ ვაჟს, ნიკუშა ალასანიას ამა წლის მარტის თვეში ჰქონდა ქორწილი, მისი მეუღლე კი ნუცა ადამიაა. დღეს ნათია ფანჯიკიძის რძალი ნუცა, იუბილარია.

ნათია ფანჯიკიძემ, ისევე როგორც თავის შვილებს, რომლებსაც მიუხედავად იმისა რომ არ უყვართ საჯარო მილოცვები, რომ არ დაეშვა უთანასწორობა ოჯახში, ტრადიციას არ უღალატა და რძალსაც სოციალური ქსელით მიულოცა დაბადების დღე:


"ნიკო და კატო ყოველთვის ბრაზობენ ფეისბუქზე რომ დაბადების დღეებს ვულოცავ, მაგრამ ტრადიციულად, სიამოვნებით ვაბრაზებ ხოლმე. ხოდა ნუცაც მათსავით რომ არ გავაბრაზო, ხომ იფიქრებს, მე ჯერ არ გამათანაბრა თავის ორ ჩიტირეკია შვილთანო? განა ვინმეს გაბრაზება მომწონს, უბრალოდ ვერაფრით ვერ დავუშვებ უთანასწორობას ოჯახში. ნუცაც ოქტომბრის გოგოა, დღეს გახდა 20 წლის. ხომ შეეძლო თინათინ ალასანია გამოეჩეკა თავისი დაბადების დღის საჩუქრად, მაგრამ კარგად აღზრდილი რომაა, ჩემი დაბადების დღის წინა დღეებში გამოჩეკა! ამაშია საქმე!!! მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოს ეს ულამაზესი და ძალიან საყვარელი დედიკო..."image

0
224
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0