x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მონა ლიზა» და «ჯოკონდა» სხვადასხვა სურათები ყოფილა

image


ლეონარდო და ვინჩის ტილოზე «მონა ლიზა» (ოფიციალური ვერსიით) ლიზა გერარდინი, იგივე მონა ლიზა დელ ჯოკონდო არის ასახული, რომლის პორტრეტი, მისმა მეუღლემ დაუკვეთა მხატვარს.
სწორედ «მონა ლიზა» იწვევს ყველაზე მეტ კამათს არა მარტო ხელოვნებათმცოდნეებს და ისტორიკოსებს, არამედ, ხელოვნების მოყვარულებს შორის. საქმე იმაშია, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, თუ ვინ არის ასახული ტილოზე. ლიზა გერარდინი — ყველაზე გავრცელებული ვერსია არის. მაგრამ, არის სხვა ვერსიებიც...
ბოლო დროს, ხელოვნების სამყაროში ხმები დადის, რომ «მონა ლიზა» და «ჯოკონდა» — ეს ორი სხვადასხვა სურათი არის: დიდი მხატვრის თანამედროვეთა შორის, ლიზა გერარდინის დასრულებული პორტრეტი არავის უნახავს. ჯორდანო ვაზარი, წიგნში «მხატვრის ცხოვრება», ამტკიცებს, რომ და ვინჩი პორტრეტზე 4 წლის მანძილზე მუშაობდა, მაგრამ დასრულება ვერ შეძლო. ხოლო, პორტრეტი, რომელიც ლუვრში არის წარმოდგენილი, დასრულებულია…
რაფაელის მტკიცებით კი, «ჯოკონდა» და ვინჩის სახელოსნოში ნანახი აქვს. ტილოზე ნატურა ორ ბერძნულ სვეტს შორის იყო გამოსახული. ლუვრში წარმოდგენილ პორტრეტზე კი, სვეტები არ არის. მისივე თქმით, სურათი უფრო დიდი ზომის იყო, ვიდრე ცნობილი «მონა ლიზა». გარდა ამისა, ცნობილია, რომ ლიზა გერარდინი დაუსრულებელი პორტრეტი დამკვეთს — ფლორენციელ კომერსანტს ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს გადაეცა. ხოლო, «მონა ლიზას» სახელით ცნობილ პორტრეტზე, სავარაუდოდ, ვინმე «ფლორენციელი ქალბატონი» — გერცოგ ჯულიანო მედიჩი კონსტანცია დ'ავალოს ფავორიტი არის ასახული. 1516 წელს მხატვარმა საფრანგეთის მეფის მიწვევა მიიღი და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მან იტალია «მონა ლიზასთან» ერთად დატოვა. პორტრეტი, ქ. ამბუაზის მახლობლად მდებარე, მის მამულში, კლო-ლუსეში* ინახებოდა და არავინ იცის როგორ, 1617 წელს საფრანგეთის მეფის ფრანსუა I სურათების კოლექციაში აღმოჩნდა. სწორედ ეს პორტრეტია ახლა ლუვრში გამოფენილი.

image

* კლო-ლუსეს სასახლეში, რომელშიც მხატვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები (1516 - 1519) გაატარა, დღეს მისი სახელობის სახლ-მუზეუმია გახსნილი.

image

image

image

მიუხედავად იმისა, რომ სასახლე არც თუ ისე დიდი არის, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და დ’ამბუაზის ოჯახის წყალობით, დღეს ის ისევე გამოიყურება, როგორც XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც მასში დიდი მხატვარი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა:

image

imageimageimageimage

image

image

image

imageimageimage

1
399
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
399
  
2016, 25 ოქტომბერი, 12:00
იმედია, ამ ნახატზე დარდი იმ ცხოვრებაშიც არ წამყვება და მანამდე გაირკვევა :))))))) საინტერესო სტატიაა!
0 1 1