x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
რატომ განვიცდით შიშს და როგორ ვუმკურნალოდ მას
შიში, ეს არის ორგანიზმის სტანდარტული დამცავი ფუნქცია. მუდმივ შიშს შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენს მშვიდ და ნორმალურ ცხოვრებას და მეტიც, ნელ-ნელა გადაიზარდოს ფობიაში. ფობია არის რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება.


image


დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროდ ზოგადად შიშზე, თუ რატომ განიცდის მას ადამიანი, რა განსხვავებაა შიშსა და ფობიას შორის და როგორ გავუმკლავდეთ მათ.


1894 წლის დასაწყისიდან, ე.ი. მას შემდეგ, რაც გაჩნდნენ ფსიქოანალიტიკოსები, შიში ანალიტიკოსთა ერთ-ერთი გადაუწყვეტი თემაა, რომლის ერთაზროვანი დასკვნა ამ ხნის განმვლობაში ვერ მოხერხდა. თუმცა შეძლეს გაეყოთ ორ ნაწილად - შიში და ფობია.



შიში შეიძლება გამოიწვიოს სიბნელემ, დახურულმა სივრცემ, ინექციამ, ობობამ და ა.შ. ანუ შიში ამ შემთხვევაში არის გამოწვეული მოვლენით ან ობიექტით, თუმცა არსებობს შიში, რომელსაც მიზეზი არ აქვს და ამ მოცემულ შემთხვევებში გამოწვეული შიშის ყველა მიზეზი თუ პროცესი დადგენილი არაა.


ფობიისგან განსხვავებით, შიშს ორგანიზმის დამცავი ფუნქცია არ გააჩნია. ფობიის შემთხვევაში ნათელია საფრთხის შესახებ და გვეძლევა შესაძლებლობა დავიცვათ თავი, რაც ააქტიურებს ჩვენს პოტენციალს მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. შიშის შემთხვევაში კი საფრთხე უცნობია და მის წინაშე უსუსურები ვართ, შესაბამისად კი სიტუაცია არ გვაძლევს უფლებას მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ფობიისგან გათავისუფლება შეგვიძლია, შიში კი არ იკურნება.


ფობია მყისიერად არ უყალიბდება ადამიანს, ის ფორმირდება ნელ-ნელა უარყოფითი გამოცდილების, დისკომფორტის, შოკის და სხვათა შედეგად. მაგალითად არაქნოფობიას (შიში ობობების მიმართ) ბოლოს მივყავართ სხვა ყველა მწერის მიმართ შიშამდე და ადამიანს ჰგონია, რომ ყველგან, სადაც დააბიჯებს, მწერებია.


ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფობიის დაძლევაში არის ის, რომ პირველ რიგში უნდა აღიაროთ მისი არსებობა და ებრძოლოდ მას გასამკლავებლად, შედეგად კი მშვიდ ცხოვრებას მოიპოვებთ.


image


ეხლა კი წარმოგიდგენთ ფობიებს და მათ მნიშვნელობებს:


1. აბლუტოფობია- აბანოს შიში.

2. ავტოფობია- მარტოობის შიში.

3. აგორაფობია- დიდი სივრცის ან ხალხმრავალი ადგილების შიში.

4. აკროფობია- სიმაღლის შიში.

5. ანტროპოფობია- "პუბლიკის", საზოგადოების შიში.

6. ანთროფობია- ყვავილების შიში.

7. არაქნოფობია- ობობების შიში.

8. აჩლუოფობია- სიბნელის შიში.

9. ბატმოფობია- კიბეებისა და ციცაბო ფერდობების შიში.

10. ბოტანოფობია- მცენარეების შიში.

11. ვერმინოფობია- ბაქტერიების შიში.

12. გამოფობია- ქორწინების შიში.

13. გექსაკოსიოიგექსეკონტაგექსაფობია- რიცხვი 666 -ის შიში.

14. ჰიდროფობია- წყლის შიში.

15. გინოფობია- ქალის შიში.

16. გლოსოფობია- "პუბლიკის" წინაშე წარდგენის შიში.

17. დენტოფობია- სტომატოლოგის შიში.

18. ზოოფობია- ცხოველების შიში.

19. ინსექტოფობია- მწერების შიში.

20. იატროფობია- ექიმების შიში.

21. კლაუსტროფობია- დახურული სივრცის შიში.

22. ქსენოფობია- უცხოების და უცხოელების შიში.

23. ლილაპსოფობია- ტორნადოს და ქარიშხლის შიში.

24. ლოკაიოფობია- მშობიარობის შიში.

25. მიზოფობია- ჭუჭყის შიში.

26. მიკროფობია- მომცრო რაღაცეების შიში.

27. ნეკროფობია- მკვდრებისა და მათი ნივთების შიში.

28. ნოქტიფობია- ღამის შიში.

29. ნომოფობია- შიში, რომ არავინ დაურეკავთ.

30. ობეზოფობია- გასუქების შიში.

31. პტერომერქანოფობია- ფრენის შიში.

32. სქოლიოფობია- სკოლის შიში.

33. სომნიფობია- ჩაძინების შიში.

34. სოციოფობია- სოციალური შეფასების შიში.

35. ტაჩოფობია- სისწრაფის შიში.

36. ტონიტროფობია- გრუხუნის (ჭექა) შიში.

37. ფილოფობია- სიყვარულის შიში.

38. ფობოფობია- ფობიების შიში.

39. ჰემოფობია- სისხლის შიში.

40. ქრომოფობია- ფერების შიში.

41. ცინოფობია- ძაღლების შიში.

42. ჩაიონოფობია- თოვლის შიში.

43. ელეროფობია- კატის შიში.

44. ენტომოფობია- მწერების შიში.

45. ეფებიფობია- მოზარდების შიში.

და სხვა მრავალი...



შენიშვნა- ფობიების ჩამონათვალში მე-19 და 44-ე ორივე აღნიშნავს შიშს მწერების მიმართ.

8
520
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
520
  
2016, 23 ოქტომბერი, 16:29
დევები და დინოზავრები მომეწონა :)))
2016, 23 ოქტომბერი, 15:26
მეც რუსულ სიტყვას გამოვიყენებ – ,,იმენნა,, კალიოფობია მჭირს))))))
2016, 23 ოქტომბერი, 10:04
რუსული სიტყვა უნდა ვიხმარო და მაგარი საზიზღარი "მორდა" აქ კალიას .
შენ ენტომოფობია გჭირს თუ ინსექტოფობია ??? :-))
2016, 23 ოქტომბერი, 8:19
მაგარია)))))))) ......ისე, მე, პირადად, კალიების შიში მაქვს, ვებრძვი ამ შიშს, ხანდახან მრცხვენია კიდეც, მაგრამ არაფერი გამომდის(((
2016, 20 ოქტომბერი, 17:25
სამაგიეროდ დევებისა და დინოზავრების შიში იქნება ამოვარდნილი მაგ სიიდან :-))
2016, 20 ოქტომბერი, 15:52
:))) ლოგიკურია
2016, 20 ოქტომბერი, 13:00
ახალი რა ესე 2საუკუნის :-))
2016, 20 ოქტომბერი, 12:59
ნომოფობია- შიში, რომ არავინ დაურეკავთ ეს ახალია :-))
0 1 8