x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ვატიკანი პანიკაშია! თურქეთში უძველესი ბიბლია აღმოაჩინეს.

image

თურქეთში აღმოაჩინეს უძველესი ბიბლია. როდესაც მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ამ არტეფაქტის შესახებ, წიგნმა ვატიკანში დიდი შეშფოთება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ამ ბიბლიაში ბარნაბას აპოკრიფული სახარებაა, რომელიც დაიწერა ქრისტიანი წმინდანის და მოციქულის მიერ. ბარნაბა იყო ქრისტეს ერთ-ერთი მოსწავლე. ის მოგზაურობდა პავლე მოციქულთან ერთად და იესოს ცხოვრებაზე რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ნაშრომი დაწერა.

image

აღსანიშნავია ის, რომ ეს წიგნი თურქეთში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ნახეს, მაგრამ მსოფლო საზოგადოებამ მოცემულ მომენტამდე მასზე არაფერი არ იცოდა. ბიბლიის არსებობა უცნობი მიზეზების გამო საიდუმლოდ ინახებოდა მთელი ეს თექვსმეტი წელი. დღეს-დღეობით ბიბლია ინახება ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.წიგნის ფურცლები ცხოველის ტყავისგანაა დამზადებული. მრავალი საუკუნის მანძილზე ისინი გაშავდნენ, ამიტომ არამეულ დიალექტზე დაწერილი (ითვლება, რომ სწორედ ამ ენაზე საუბრობდა ქრისტე), მთელი ამ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია.


image

თუმცა, ექსპერტებმა მაინც შეძლეს ტექსტის ნაწილის გადათარგმნა. ბარნაბა წერდა, რომ იესო არ იყო ძე ღვთისა, და ის ჯვარზე არ გაუკრავთ. მაცხოვარი, მოციქულის სიტყვების მიხედვით, წინასწარმეტყველია და ცად ცოცხლად ამაღლდა, ხოლო
მის მაგივრად ჯვარზე იუდა ისკარიოტელი გააკრეს. ამასთანავე, პავლე თვითმარქვიადაა მოხსენიებული, და არა მოციქულად. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ დედამიწაზე მალე მოვა უკანსკნელი მესია ისლამიდან.

ვატიკანის ექსპერტები გეგმავენ თურქების მიერ აღმოჩენილი ბიბლიის შესწავლას და მისი ნამდვილობის განსაზღვრას.

სხვათა შორის, ითვლება, რომ კათოლილურმა ეკლესიამ ცენზურა დაადო სახარებას ნიკეის ტაძარში და სწორედ მაშინ მთლიანად ამოიღო ბიბლიიდან ბარნაბას სახარება.

37
29846
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
29846
  
2021, 29 ივლისი, 14:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Hhhh hhhhh-ის კომენტარზე
2020, 13 დეკემბერი, 9:12
ეს არ არის ავთენტური დოკუმენტი.ბევრი ფაქტი ადასტურებს ამას.ამ ე.წ ''ბიბლიაში'' წერია რომ ბარნაბა იყო ქრისტეს 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთი, რაც აფსურდია.ეს ''ბიბლია'' დაწერილია არა ბარნაბას მიერ, არამედ სხვა ავტორის მიერ მიახლოებით მე-15 საუკუნეში(სავარაუდოდ მუსლიმანი ავტორის მიერ,), რადგან ბევრ ისტორიულ უზუსტობას აქვს ადგილი.ამ წიგნში გამოყენებულია პაპი ბონიფასის ედიქტიდან ნაწყვეტი(რომელიც მე-13-მე-14 საუკუნეებში მოღვაწეობდა), დანტე ალიგიერის(მე-13-მე-14 საუკუნეების ავტორის) ციტატები,ასევე აღწერილია ფეოდალიზმი(რომელიც შუა საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი) და ა.შ. ასევე ამ წიგნში წერია რომ როცა იესო დაიბადა მმართველი(პრეფექტი) იყო პონციუს პილატე,მაგრამ ისტორიულად დადასტურებულია, რომ პილატე მმართველი გახდა ახ.წ. 23-26 წლებში.ეს არის პსევდო-ეპიგრაფიული ნამუშევარი(ნაწარმოები,რომელიც არაა რეალურად იმ ავტორის მიერ დაწერილი, რომელიც მითითებულია ავტორად,არამედ სხვა პიროვნების მიერაა შექმნილი). ამ წიგნში ნაწილი აღებულია ძველი ქრისტიანული ნაწარმოებებიდან და შერწყმულია ისლამის ელემენტებთან(ფაქტობრივად ანალოგიურადაა გადმოტანილი ყურანის ტექსტი ქრისტეს შესახებ,სადაც იგი მოხსენიებულია წინასწარმეტყველად და არა ღვთის შვილად,ასევე ყურანში წერია, რომ ქრისტე ჯვარზე არ გაუკრავთ და ჯვარზე მის მაგივრად გააკრეს იუდა და ა.შ)
2018, 6 იანვარი, 11:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2018, 6 იანვარი, 10:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 5 ოქტომბერი, 19:14
კი ბატონო, თიხისგან არ შეიქმნა ადამიანი, მაშინ თქვით თქვენი მოსაზრება, საიდან მოვიდა ადამიანი?
2017, 25 სექტემბერი, 8:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 15 მაისი, 0:42
დღეს არიან კიდეც მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც საოჯახო და პირად ფოტოებს არ იღებენ, რაც ლოგიკურ ხლართში აბამთ მათ.
2017, 15 მაისი, 0:38
,,ვაი თქვე გაჭირვებულებო, როგორ შეიძლება ღმერთი არსებობდეს, ან როგორ შეიძლება პირველი ადამიანი თიხისგან შეექმნა მას.“ დაახლოვებით ასეთ ათეისტურ ფრაზას წააგავს Hhhh hhhhh-ს ფრაზა და მორწმუნეთათვის ვერაფერი არგუმენტია.

მორწმუნეთათვის კი მნიშვნელოვანი სხვა თემაა - ადამმა და ევამ შეჭამეს აკრძალული ნაყოფი, დაუჯერეს ეშმაკს და დაარღვიეს ღმერთის მიერ მათთვის შემოღებული ერთადერთი კანონი. ანუ დაარღვიეს ყველაფერი 100 %-ით, რისი დარღვევაც კი შეეძლოთ. აქედან ჩანს, რომ ადამიანის ბუნება მიდრეკილია დაარღვიოს არა ცალკეული წესი, არამედ ყველა წესი. ღმერთი არის მოწყალე და მწყალობელი, ამიტომაც იგი სასჯელს ადამიანთა ნაცვლად იღებს საკუთარ თავზე, ხოლო ადამიანებს აძლევს საშუალებას სინანულით, ანუ გონზე მოსვლით დააღწიონ თავი ცოდვებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ღმერთი განკაცდეს და ევნოს, სხვაგვარად სასჯელი, ტანჯვა ადამიანის ხვედრი გახდებოდა, რაც თავის მხრივ არ გაახარებდა მოწყალე ღმერთს.

თუმცა მოგვიანებით, კონკრეტული წინაპირობის გამო (ეს წინაპირობა კიდევ სხვა თემაა), მორწმუნეთა ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ადამისა და ევას მიერ ჩადენილი ცოდვა არ იყო შესაძლო დანაშაულის 100 %, სამოთხიდან გამოძევება საკმარისი სასჯელი იყო მათთვის და არაა აუცილებელი ვივარაუდოთ, რომ ადამის მოდგმა წინაპრის მსგავსად მიდრეკილია ყველაფრის დარღვევისკენ. ამდენად მორწმუნეთა ეს ნაწილი მივიდა ახალ დასკვნამდე და მათ ღმერთის განკაცების აუცილებლობა ვეღარ დაინახეს. თუმცა ასეთ მორწმუნეთა შორის გაჩნდნენ ისეთებიც (მაგალითად ზოგიერთი შიიტი), რომლებიც აზრის ამგვარმა განვითარებამ იქამდე მიიყვანა, რომ სასჯელის სახით საკუთარ თავს გვემენ, მათრახებს ირტყამენ ზურგზე, რაც სხვა მორწმუნეების აზრით, შეცდომაა და შეუძლებელია ღმერთს უხაროდეს.
რაც შეეხება Hhhh hhhhh-ს აზრს ხატთთაყვანისცემაზე, ქრისტიანთა მესამედი არ აღიარებს ხატებს. ასე რომ ქრისტიანობის დოგმების საწინააღმდეგო მსჯელობისას ეს არგუმენტი დიდს არაფერს იძლევა, და მთავრდება რიტორიკული კითხვით - თაყვანისცემის ობიექტი სურათია, თუ სურათზე გამოსახული? საერთოდ კი ხატთთაყვანისცემის შესახებ პოლემიკას ფოტოსურათების, კინოფილმების, ტელევიზიების და პასპორტებში ფოტოსურათების აკრძალვამდეც კი მივყავართ. დ
2017, 14 მაისი, 10:56
ვაი თქვე გაჭირვებულებო..როგორ შეიძლება ღმერთს ძე ჰყავდეს..ასეთ სისულელეს მხოლოდ გაუნათლებელი და გონება შეზღუდული ადამიანი თუ იტყვის..სანამ იტყვით ჯერ მაინც დაფიქრდით რას ამბობთ..მარა თქვენ რაუნდა გელაპარაკოს ადამიანმა..საკუთარი ხელით შექმნილ და დახატულ კერპებს და ფოტოებს სცემთ თაყვანს..ეს ხომ წარმართობაა და სხვა არაფერი..
2017, 12 მაისი, 10:55
იმედა, ფაქტები დასაჯერებელია, უბრალოდ სტატიის სათაური და სულისკვეთებაა პოპულისტური, რაც უსაფუძვლო აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ქრისტიანობა მართლაც შეცვალა ადამიანმა, თუმცა ყველა ჯერზე შემცვლელი, გამყალბებელი დაიგმო, ან გაირიცხა დიპტიხიდან. ზოგი კი ამ გარიცხულებიდან და დაგმობილებიდან აღმოცენდნენ. ქართველებისთვის, მათ შორის არაქრისტიანი ქართველებისთვის, საამაყოა, რომ ჩვენი ქვეყნის რელიგიური ორგანიზაცია, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთა შორის, რომელიც არასდროს გარიცხულა და დაგმობილა და შეუცვლელად მისდევს საღვთო წერილს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10