x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ახალი ტრენდი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქალებისაგან, გაუპარსავი და ღია ფერებში შეღებილი თმა იღლიაში

image რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ლამის მოდად იქცა ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ქალებში წესით და რიგით გასაპარსი თუ ეპილაციის ჩასატარებელ ადგილებში თმების დატოვება.
ეს ქალები თვლიან, რომ არავის არა აქვს უფლება მეორე ადამიანს მიუთითოს რა გააკეთოს, როცა საქმე ეხება ადამიანის გარეგნობას და ამ შემთხვევაში თავად ისინი გადაწყვეტენ თუ როგორ მოიქცნენ–გაიპარსონ იღლია, თუ პირიქით ისე გაიზარდონ ლამის დასავარცხნიც კი გახდეს.
ესეც არაფერი ამ ქალბატონების ნაწილმა მიიჩნია, რომ იღლიაზე ამოსული თმა უფრო "მიმზიდველიც" კია თუ მას ბუნებრივ ფერს საღებავების დახმარებით შეცვლიან.
მათი განმარტებით ის რაც ბუნებრივია, სულაც არაა მიუღებელი და სათაკილო. სწორედ ასეთი დამოკიდებულების წყალობით იქცა ახალ ტრენდად ინსტაგრამში ისეთი სურათების ატვირთვა, რაც ადრე სამარცხვინოდ და სათაკილოდ ითვლებოდა, ახლა კი ახალგაზრდა გოგონები შეგნებულად იზრდიან იღლიის ქვეშ "ჯუნგლებს", ბევრი მათგანი როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ ამ "ჯუნგლებს" ღებავს კიდეც ნათელ და ღია ფერებში.
ასეთ სურათებზე კომენტარებიდან ჩანს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეს ამაზრზენ საქციელად რომ მიაჩნია, მაგრამ მეორე ნაწილი თვლის, რომ ის რაც ბუნებრივია სულაც არაა სამარცხვინო და სათაკილო.
"თმები იღლიის ქვეშ –ეს უბრალოდ პირადი არჩევანია. ვიღაცა იპარსავს, ვიღაცა არა, ისევე როგორც ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს თავზე დაბალ ვარცხნილობას, ზოგიერთი კი გრძელ თმას ანიჭებს უპირატესობას. თითოეული პიროვნების გადასაწყვეტია წვერს მოუშვებს თუ პირს მუდმივად გაიპარსავს, ასევე ჩვენი გადასაწყვეტია იღლიას გავიპარსავთ თუ არა, დავუტოვებთ მას ბუნებრივ ფერს თუ შევიღებავთ"–ამბობს ერთერთი გოგონა ინსტრაგრამიდან, რომელიც მუდმივად ცდილობს თანამოაზრეების უფლებების დაცვას ამ კუთხით.
მისი აზრით ყველას აქვს უფლება საკუთარ გარეგნობაში შეცვალოს ყველაფერი, ოღონდ კი ბედნიერი იყოს და ეს ცვლილება მას ანიჭებდეს სიამოვნებას.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












10
288
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
288
  
2016, 9 ოქტომბერი, 20:57
კი რამდენიმე მართლა ლამაზია, მაგრამ მთიბავების ბრიგადას საჭიროებს. :)
2016, 9 ოქტომბერი, 17:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 4 ოქტომბერი, 16:47
ჩემს აზრებს კითხულობ. :)))
2016, 4 ოქტომბერი, 16:42
რაღაც ძალიან არაესთეტიურია :-(
2016, 4 ოქტომბერი, 16:36
რავიცი აბა...თან ყველა ლამაზი გოგოა და რავი ესე არ უხდებათ ვფიქრობ...,მარა თავისი სხეული და თავისი "ჯუნგლებია" რაც უნდათ ის უქნიათ:))
2016, 4 ოქტომბერი, 16:34
არ აწუხებთ მაინც? :)
2016, 4 ოქტომბერი, 16:32
"ჯუნგლებზე" ბევრი ვიცინე:D:D
2016, 4 ოქტომბერი, 16:32
:)))))))))
2016, 4 ოქტომბერი, 16:29
:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10